• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“მე მხარს არ ვუჭერ ხალხისათვის პრეზიდენტის არჩევის უფლების წართმევას”

9 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “კონსტიტუცია ყველასია” კამპანიის ფარგლებში, დღეს შეხვედრა ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართა.

საპრეზიდენტო კამპანია კონსტიტუციის დამტკიცებამდე ცვლილებების განხილვის პროცესში, საერთო სახალხო ჩართულობის უზრუნველყოფას და საკონსტიუციო რეფორმის ძირითად საკითხებზე დისკუსიას ითავლისწინებს.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციის, როგორც ქვეყნის უმთავრესი და ჩარჩო კანონის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსტიტუცია უპირველესად, თავისუფალი მოქალაქეების თავისუფალი განწყობების თანხმობის დოკუმენტია, რომელშიც უნდა ჩაიწეროს როგორი ცხოვების წესი გვსურს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კონსტიტუციური რეფორმების პროცესში უმთავრესია, რომ ქვეყნის ყველა მოქალაქე იყოს ჩართული და სწორედ, მათი სურვილების და ნააზრევის საფუძველზე შეიქმნას მთავარი დოკუმენტი უკვე იურისტების მიერ.

პრეზიდენტის განცხადებით, დისკუსიაში გამოითქმება განსხვავებული აზრი და სწორედ განსხვავებულ აზრთა ჭიდილში უნდა შეჯერდნენ დისკუსიის მონაწილეები და ამგვარად შეიქმნას კონსტიტუცია.

“მე მომხრე ვარ კონსტიტუციური კანონების პატივისცემის და იმგვარი კონსტიტუციის, რომელშიც ჩვენი ხალხის სულისკვეთება იქნება ასახული”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას.

პრეზიდენტმა კონსტიტუციაში ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის, თვითმმართველობების გაძლიერების, უფასო განათლების, სოციალური დაცვის გარანტიების ზრდის საკითხების შესახებ ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტების შეკითხვის საპასუხოდ კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მას აინტერესებს იმ ადამიანების არგუმენტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პირდაპირი არჩევის წესი უნდა შეიცვალოს.

“საქართველოში ჩამოყალიბდა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის 25 წლიანი პოლიტიკური ტრადიცია. ვინც ცვლის ამ კანონს, მათ აუცილებლად უნდა ამიხსნან, რატომ მიცვლიან ამ ტრადიციას, რატომ იქნება ეს იმაზე უკეთესი ჩვეულებრივი ადამიანებისათვის.

მე მხარს არ ვუჭერ ხალხისათვის პრეზიდენტის არჩევის უფლების წართმევას. ჩემი ბერკეტი სწორედ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მოსაზრებაა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც, იმედი მაქვს, გავაგონებ საკონსტიტუციო კომისიას”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თვითმმართველობის მნიშვნელობის, მისი გაძლიერების შესახებ ისაუბრა და სტუდენტებს და პროფესურას მოუწოდა ჩაერთონ იმ პროცესებში, რაც მათ გარშემო მიმდინარეობს და მათი კომპეტენტური და აკადემიური აზრი გააცნონ მოსახლეობას.

გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და მათი მოსაზრებები მოისმინა. საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრაზე ხვალინდელი საპარლამენტო გამოსვლის შინაარსზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ყურადღებას განათლების, ეკონომიკის, ასევე თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე გაამახვილებს.

საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისის უნივერსიტეტში პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მრჩევლებთან ერთად იმყოფებოდა. შეხვედრის მოდერაციას კი, კონსტიტუციონალისტი გიორგი მშვენიერაძე ახორციელებდა.
პრეზიდენტი კამპანიის ფარგლებში ჩასვლას ყველა რეგიონში გეგმავს.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ბეირუთის გუბერნატორი – ლიბანის დედაქალაქში აფეთქებამ ქალაქის ნახევარი გაანადგურა ან დააზიანა

ბეირუთის გუბერნატორი – ლიბანის დედაქალაქში აფეთქებამ ქალაქის ნახევარი გაანადგურა ან დააზიანა

6 years ago
2020-2021 სასწავლო წლიდან „ახალი სკოლის მოდელი“ ყველა სკოლაში დაინერგება

2020-2021 სასწავლო წლიდან „ახალი სკოლის მოდელი“ ყველა სკოლაში დაინერგება

6 years ago
18 მაისს გოლფში საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი გაიხსნება

18 მაისს გოლფში საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი გაიხსნება

7 years ago

ცხრაობით თვლის ტრადიცია

9 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by