• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„დარიალიჰესის“ მშენებლობა დასრულდა

9 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, კომპანია „ფერის“ დამფუძნებელი ლაშა იორდანიშვილი, პროექტის თანაინვესტორი კომპანია „ენერგიის“ თანადამფუძნებელი მევლუდ ბლიაძი, პროექტის თანაინვესტორი კომპანიის “Robbins Company”-ს პრეზიდენტი ლოკ ჰოუმი, კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორი ბრუნო ბალვანერა, მთავრობისა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები, „დარიალიჰესის“  მშენებლობის დასრულების ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრნენ.

„დარიალიჰესი“ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძლავრი სადგურია. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 123 მლნ აშშ დოლარია(EBRD-ის დაფინანსება 80მლნ დოლარი), ხოლო  დადგმული სიმძლავრე 108 მგვტ. ელ. ენერგიის დაგეგმილი საშუალო წლიური გამომუშავება: 510 მლნ კვტ.სთ

„დღეს საქართველოს ენერგეტიკისთვის, ქვეყნისთვის, ღირსშესანიშნავი და შეიძლება ითქვას ისტორიული დღეა! დასრულდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ჰესის „დარიალჰესის“ მშენებლობა.

ეს ჰესი არის არამარტო სიმბოლო ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, არამარტო საქართველოს ენერგეტიკის მიღწევების, არამედ ესაა საძირკველი, ათვლის წერტილი  კონკრეტულად ამ რეგიონის  უსწრაფესად განვითარების და გამდიდრების.

ბოლო ათეული წლებია ყაზბეგის რაიონი იცლებოდა ახალგაზრდობისგან , უფრო და უფრო მძიმდებოდა სოციალური ფონი, საყოფაცხოვრებო პირობები და დარჩენილი მოსახლეობის უმეტესობა უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა და შრომობდა. მას მერე, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ პრიორიტეტად მთის აღორძინება გამოაცხადა,  მას მერე, რაც ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყარო მოსახლეობისთვის საქართველოს თითქმის ყველა ულამაზეს კუთხეში გახდა ტურიზმი – აქაურობას დაეტყო სვლა უკეთესობისკენ.

მალე ყაზბეგის რაიონში, სტეფანწმინდასა თუ გუდაურში, იქნება გამართული ინფრასტრუქტურა, რეგიონი უკვე უზრუნველყოფილია ბუნებრივი აირით და ელექტროენერგიით,  მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, თავად “დარიალიჰესს“ ნაკისრი აქვს ვალდებულება, აქაურობის გამწვანებაში მიიღოს მონაწილეობა და უკვე მილიონზე მეტია დახარჯული ამ ეკოლოგიურ პროექტში, აქაურობა  არის ტურისტებისთვის მიმზიდველი, რაც მთავარია აქაურებისთვის მიმზიდველი და სასურველი – დაუბრუნდნენ თავის კარმიდამოს და მიიღონ სარგებელი და არა ძველებურად სიდუხჭირე აქ ცხოვრებით და შრომით.

ამ წლებში საქართველოს ენერგეტიკოსებმა, ინვესტორებმა, ხელისუფლების შელშეწყობით, უცხოელი პარტნიორების და ფინანსური ინსტიტუტების დახმარებით ქვეყნის ენერგეტიკაში რევოლუციური ნაბიჯები გადადგეს და ძალიან საინტერესო, საჭირო და მომავალზე გათვლილი პროექტები განახორციელეს.  არასდროს ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში არ გაკეთებულა სექტორში იმდენი, რაც ამ ბოლო წლებში. ამიტომ ნამდვილად სასიხარულოა იმის გაცნობიერება, რომ  ეს პროცესი შეუქცევადია! განვითრებული ენერგეტიკა ნიშნავს განვითარებულ ეკონომიკას, და ეს კი თავისმხრივ განაპირობებს განვითრებული, თანამედოვე ქვეყნის სტატუსს მსოფლიოს რუკაზე. საქართველო მტკიცე ნაბიჯებით მიიწევს წინ და ამ სვლას ვერაფერი შეაფერხებს.“ –  ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა კახა კალაძემ.

„დარიალიჰესის“ ექსპლუატაციაში შესვლით, ყოველწლიურად, ზამთრის პერიოდში 200 მლნ კვტ.სთ-ით შემცირდება  ქვეყანაში იმპორტირებული ელექტროენერგია.

პროექტიდან ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად 2,5 მლნ ლარი შევა.

პროექტის ფარგლებში გამოყენებულია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ელექტრო-მექანიკური და მანქანა დანადგარები (Andritz-ის ტურბინები; Robbins Company TBM -გვირაბის მთხრელი მანქანა).

მშენებლობის ეტაპზე დასაქმებული იყო 420 ადამიანი, ხოლო ჰესის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ მუდმივად დასაქმდება 70ადამინი, საიდანაც უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.

პროექტში ჩართული იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ეს არის საჯარო-კერძო სექტორის თანამშრომლობის პირველი წარმატებული პროექტი საქართველოს ჰიდროენერგეტიკის სექტორში.

პროექტი განხორცეილდა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მკაცრი მონიტორინგის ქვეშ, რაც უზრუნველყოფს სრულად დაცულ გარემოსდაცვით სტანდარტებსა და ნორმებს.

 

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

ნათია თურნავა – „ხელედულა ჰესის“ პროექტის საჯარო განხილვა გადაიდო, თუმცა, ვფიქრობ, შემდგომში მეტი კომუნიკაციით აუცილებლად მივაღწევთ შედეგებს

ნათია თურნავა – „ხელედულა ჰესის“ პროექტის საჯარო განხილვა გადაიდო, თუმცა, ვფიქრობ, შემდგომში მეტი კომუნიკაციით აუცილებლად მივაღწევთ შედეგებს

7 years ago
ვლადიმერ პუტინმა  ბარაკ ობამას დაბადების დღე ტელეგრმით მიულოცა

ვლადიმერ პუტინმა ბარაკ ობამას დაბადების დღე ტელეგრმით მიულოცა

11 years ago

ეროვნული ბანკი დაზარალებულ მოქალაქეებს საბანკო ვალდებულებების გასტუმრებაში დაეხმარება

11 years ago
ილია მეორის კურთხევით, ახალი წლის დადგომამდე და პირველ იანვარს,  მრევლს თევზის მიღება შეეძლება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

10 years ago

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო....

მეტის ნახვაDetails
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026
  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by