• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დეკანოზი ზაზა კირვალიძე – ერთ-ერთი პირველი სასულიერო პირი, რომელიც ღვთისმსახურებას ჟესტების ენაზე ასრულებდა

9 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
დეკანოზი ზაზა კირვალიძე – ერთ-ერთი პირველი სასულიერო პირი, რომელიც ღვთისმსახურებას ჟესტების ენაზე ასრულებდა
13
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული საჭიროებების წინაშე დგანან. სახელმწიფო და არასამთავრობო დაწესებულებები ვალდებულები არიან, შექმნან ის პირობები, რაც საზოგადოებაში მათ ინტეგრაციასა და სრულფასოვან ცხოვრებას შეუწყობს ხელს.

ქალაქში ისევ არის პანდუსების სიმცირე, ტროტუარები მოსაწესრიგებელია, არც თუ ისე ხშირად ვხვდებით სპეციალურ გადასასვლელებს მხედველობადაქვეითებულთათვის და კიდევ ბევრი ბარიერია გადასალახი.

ადამიანის ძირითად უფლებათა შორის აღიარებულია რელიგიური თავისუფლება, თუმცა საინტერესოა, არსებობს თუ არა გარემო, სადაც ამ საყოველთაო თავისუფლებებით სარგებლობა იქნება შესაძლებელი.

„თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა, თუ რას სთავაზობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სმენადაქვეითებულ ადამიანებს და რამდენად დაკმაყოფილებულია მათი საჭიროებები.

ამ საკთხეზე გვესაუბრა  ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრისა და ასევე თელეთის წმინდა დავით გარეჯელის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ზაზა კირვალიძე. როგორც მამა ზაზამ გვაცნობა, ღვთისმსახურება სმენადაქვეითებულთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით 2002 წლიდან აღესრულება. ერთ-ერთი პირველი სასულიერო პირი, რომელიც აღნიშულ მსახურებას აღასრულებდა, თავად მამა ზაზაა. ამჟამად, ჟესტების ენით ღვთისმსახურებას მამა გიორგი კალანდია ასრულებს სამების საკათედრო ტაძარში.

გვითხარით, როგორ ისწავლეთ ჟესტების ენა? რა განასხვავებს ჟესტების ენით ჩატარებულ ლიტურგიას ჩვეულებრივი ღვთისმსახურებისგან?

– 12 წლის განმავლობაში ვატარებდი წირვას სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის. მათთან ურთერთობიდან გამომდინარე შევისწავლე ეს საკომუნიკაციო ენა. ჟესტების ენაზე ჩატარებულ წირვას სჭირდება ქმედითად გამოხატული ურთიერთობა, რადგან მათ სხვა წვდომის საშუალება არ აქვთ. ჩვეულებრივ წირვასთან მიმართებაში, ყრუ-მუნჯებისთვის ჩატარებული წირვა 40 წუთით მეტ დროს იკავებს. წირვის განმავლობაში ვგალობთ კიდევაც,  მაგრამ მათთვის ამისი აღქმა რთულია ან შეუძლებელია.

ლიტურგიკული ტექსტები  არც ისე მარტივია. თუ ახლდა რაიმე სირთულე ჟესტების ენით წირვის ჩატარებას? რომელ ტაძრებში ტარდება ეს ღვთისმსახურება?

– ვერ ვიტყოდი, რომ ამ პროცესს რაიმე სირთულე ახლდა. ჩვენ მათ ჟესტების ენაზე გადავცემთ ყველა სიტყვას და ვუმარტავთ წმინდა წერილისა თუ ფსალმუნების მნიშვნელობას. ვცდილობთ, ღვთისმსახურების სულისკვეთება და შინაარსი მაქსიმალურად გასაგები იყოს მათთვის. რაც შეეხება იმას, თუ სად ტარდება,  მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, სამების საკათედრო ტაძარში მათთვის სპეციალურად გამოიყო ტაძარი, სადაც ყოველ შაბათ-კვირას აღესრულება მსახურება. აღსარება ტარდება როგორც ჟესტების ენით, ასევე წერილობით, აღესრულება შვიდგზის ზეთისცხებები, ვაკურთხებთ ოჯახებს.

თქვენი აზრით, რამდენად არის ამ ადამიანების რელიგიური სურვილები დაკმაყოფილებული? ხელმისაწვდომია თუ არა ჟესტების ენით აღვლენილი ღვთისმსახურება მათთვის, ვისაც სმენის ან მეტყველების პრობლემები აქვთ?

– საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 50 000 ყრუ-მუნჯი გვყავს, რომელნიც რეგიონებშიც საჭიროებენ საპატრიარქოს მხარდაჭერას, უფალთან თანაზიარებისა და მისი მადლის მისაღებად. ამ ეტაპზე ძალიან ვწუხვართ, რომ მამა გიორგის გარდა არავინ იზიარებს მათ პრობლემებს. მე მზად ვარ, მთელი საქართველოს მასშტაბით, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, მოვემსახურო ჩვენი ქვეყნის შვილებს.

მარიამ ქალებაშვილი

 

 

Share5Tweet3

ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026
შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას
ახალი ამბები

შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას

10/12/2026

საინტერესო

„დევნილი პრეზიდენტის საკუთარი პარტიიდან გაძევება არ არის ღირსეული საქციელი“ – ნიკა რურუა

„დევნილი პრეზიდენტის საკუთარი პარტიიდან გაძევება არ არის ღირსეული საქციელი“ – ნიკა რურუა

10 years ago

“ყველა ქვეყანა, მათ შორის, ევროპა და ამერიკაც დგას იმ პრობლემის წინაშე, როდესაც ახალგაზრდები გარკვეული პირების მხრიდან რადიკალიზაციის მსხვერპლნი ხდებიან”

12 years ago
ჯო ბაიდენმა Lend-Lease-ის ისტორიულ კანონპროექტს ხელი მოაწერა 

ჯო ბაიდენმა Lend-Lease-ის ისტორიულ კანონპროექტს ხელი მოაწერა 

4 years ago
“სოფელში ვცხოვრობ…ხშირად თოვლსა და ქარბუქში მიწევდა მასწავლებლებთან წასვლა” – გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც სამივე ძირითად საგანში მაქსიმალური ქულები მიიღეს

“სოფელში ვცხოვრობ…ხშირად თოვლსა და ქარბუქში მიწევდა მასწავლებლებთან წასვლა” – გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც სამივე ძირითად საგანში მაქსიმალური ქულები მიიღეს

2 years ago

ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო და მის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს. მომხდართან დაკავშირებით კი უწყება განმარტავს,...

მეტის ნახვაDetails
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by