• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ღვინის სულიერება – უცხოელის თვალით დანახული საქართველო

9 years ago
in საზოგადოება
A A
ღვინის სულიერება – უცხოელის თვალით დანახული საქართველო
11
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ღვინის შესახებ ბევრი წიგნი დაწერილა და საქართველო, როგორც უძველესი ღვინის ქვეყანა, არაერთხელ მოხვედრილა უცხოელ ავტორთა ყურადღების ცენტრში. შემთხვევითობამ ერთ ჰოლანდიელ ავტორს შემახვედრა, რომელიც მეღვინეობი კულტურით გატაცებული სასულიერო პირია, სახელად ბერტი. საქართველოში ყოფნის პერიოდში, მას და მის ორ მეგობარს თან ვახლდი. რამდენიმედღიანი მოგზაურობა საინტერესო თავგადასავლად იქცა.

ქალაქის დათვალიერება სამების საკათედრო ტაძრიდან დავიწყეთ. ბერტ ვან დერ ვაუდე გრონინგენის რეგიონში ერთ-ერთ პროტესტანტულ ტაძარში მსახურობს. განსაკუთრებით აინტერესებს ბიბლია და მეღვინეობა.

კვირა დღე იყო, დილის ათი საათი. პატრიარქი ტაძარში მობრძანდა და ტრადიციულად შეეგებნენ სასულიერო და სამხედრო პირები. ბერტიც ხალხს უკან იდგა და ცდილობდა ეს საზეიმო შეხვედრა კამერით გადაეღო. სამების ტაძარში საკვირაო წირვა-ლოცვა დაიწყო. ჩემთვის გასაკვირი არ იყო, რომ სტუმრები აღფრთოვანებულნი დარჩნენ გუნდის მიერ შესრულებული გალობითა და ხალხის ღვთისმოსაობით, ყოველ შემთხვევაში უცხოელთა თვალში ხშირად ვჩანვართ ღვთისმოსავები.

ვეწვიეთ თბილისის მეჩეთსა და დიდ სინაგოგას. არც ამ სალოცავების მოხატულობას დაუტოვებია ისინი გულგრილი. სურბ გევორქის ტაძარში მსახურებას შევესწარით. ქალების გუნდისა და მღვდლის გალობა, ორგანის მუსიკასთან ერთად, საკმაოდ ამაღელვებელი იყო. საკურთხევლის წინ დაჩოქილ ადამიანებს ხელი გულთან მიეტანათ, ზოგს ცრემლი ჩამოსდიოდა. ყოველივე იმან, რასაც სომხურ ტაძარში შევესწარი, მართლმადიდებლურ ტაძარში გარდამოხსნის დროს შესრულებული „ღვთისმშობლის დატირება“ გამახსენა, თუმცა ლიტურგიის შინაარსი ჩემთვის გაუგებარი დარჩა. ბერტმა აქაც კამერით გადაიღო მღვდლის მიერ შესრულებული ევქარისტია, სპეციალურად ჩაცმული ქალთა გუნდი, რომელიც ტაძრის ანტრესოლიდან გალობდა.

ბერტს ჩამოსვლამდე უკვე ბევრი რამ ჰქონდა საქართველოზე წაკითხული. ერთ-ერთი წიგნი, რაც თან ჩამოიტანა, იყო ელის ფერინგის „ღვინის სიყვარულის გამო – ჩემი ოდისეა მსოფლიოს უძველეს ღვინის კულტურაში.“ ბერტმა ისრაელში მოგზაურობისას გაიცნო ქართული სამზარეულო, თავის სამშობლოში კი რამდენიმე კერძის მომზადებაც სცადა, მათ შორის აჭარული ხაჭაპურის, რითაც ძალიან ამაყობდა.

მცხეთას რომ ვეწვიეთ, კიდევ ერთი წიგნი ჩაინიშნა წასაკითხად – „დიდოსტატის მარჯვენა“, რომლის გაცნობასაც მშობლიურ ენაზე შეძლებს. არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ეს წიგნი, ჰოლანდიურ ენაზე გამოიცა.

ბერტი დისერტაციას წერს მეღვინეობის შესახებ. როგორც გამიმხილა, საქართველოც გამორჩეულ ადგილს დაიკავებს ამ ნაშრომში, რომელიც სტრუქტურულად სამ ძირითად თავს გააერთიანებს: ტერუარი, გრძნობის ორგანოები და ღვინის სულიერება.

მიუხედავად იმისა, რომ ღვინო არც თბილისში დაუკლიათ, კახეთმა და აქაურმა ღვინოებმა განსხვავებული გემო ჩანიშნეს მათ გულებში. როგორც აღნიშნეს, ბოდბე საოცრად სულიერი ადგილია, თუმცა სანამ მონასტერს მოვინახულებდით, მონასტრის სატრაპეზოში ყავა მიირთვეს ისიც თქვეს, რომ აქ დრო რაღაცნაირად ჩერდება და შენც გინდა გაჩერდე, ღრმად ჩაისუნთქო და მთელი სისავსით იგრძნო აქაურობა. სიღნაღის სტუმართმოყვარეობის შემდეგ, ყვარლისა და წინანდლის ღვინოებს გაუგეს გემო.

საქართველოში თითქმის არ მოიძებნება უძველესი მონასტერი, სადაც ტრადიციული მარანი არ იყოს აღმოჩენილი. ტაძართა რელიეფურ გამოსახულებებში ხშირად გვხვდება ვაზი – სიცოცხლის ხის გამომხატველი, ასევე ფარშევანგი, რომელიც კენკავს ყურძენს და თითქოს უმაღლეს სიბრძნეს ეზიარება. გარდა ევქარისტიისა, ღვინო ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებში შეისმებოდა „აღაპების“ – სიყვარულის სერობების დროს. თანდათან მათაც ღრეობებში გადაეზარდათ ეს საკრალური ტრადიცია, რის გამოც პავლე მოციქულს თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში აღნიშნული გაუკუღმართების გაკრიტიკება მოუხდა.

მეც რახანია ერთი კითხვა მაწუხებს: საქართველოში, მევენახეობისა და ღვინის აკვანში, გვაქვს კი ღვინის სმის კულტურა? ჩვენთან ღვინოს ხშირად შეურაცხყოფენ, უცხოელები კი მეტ პატივს მიაგებენ.

სტუმრებს ვუთხარი, რომ ზოგჯერ ქართველები ღვინოს გადაკრავენ, ყანწსაც ვერ დადგამთ თუ არ დაცლით მეთქი, რაზეც ბერტმა მიპასუხა: „როგორ შეიძლება ამხელა დრო და ძალა შეალიო ვენახს, დაწურო ყურძენი, დიდებულ ღვინოდ აქციო და შემდეგ ერთი გადაკვრით დალიო…“

ბერტი მართალი იყო. ამან ცოტა ადრინდლი შემთხვევაც გამახსენა, ქართველი კაცი ღვინის დეგუსტაციის დროს სომელიეს რომ ეუბნებოდა, შუაგულ კახეთში ვართ, ჭიქა გამივსეო. სომელიემ მოკრძალებული პასუხი დაუბრუნა და ღვინო დაუმატა. ერთი გადაკვრა და ჭიქაც დაცარიელდა…

ღვინოსა და ბიბლიაზე ხანგრძლივი საუბრისას, ბერტ ვან დერ ვაუდემ გამოთქვა აზრი, რომ დაბადების წიგნში დასახელებული „ხე ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა“ შესაძლოა ვაზი ყოფილიყო. ნოეს მიერ ყურძნის დაწურვა, დათრობა და გაშიშვლებაც თავისებურად ახსნა. მისი აზრით, ღვინო ადამიანს ძლიერ მოწყვლადსა და მგრძნობიარეს ხდის, ასევე გულწრფელსა და ზოგჯერ დაუცველსაც კი… ეს მდგომარეობა, ნოეს შვილებისა არ იყოს, ზოგმა შესაძლოა კეთილად, ზოგმა ბოროტად გამოიყენოს. ღვინო სწორედ ღიაობის ან სულიერი სიშიშვლის განცდას იწვევს, ამიტომ მისი შესმა ერთგვარი გამოცდაა. საერთოდაც, მეუბნება ბერტი, არ უნდა დალიო იმდენი, რომ მეტყველების უნარი დაკარგო, და თუ დაკარგე, უკვე გვიანია…

საუბარი გრძნობის ორგანოებსაც შეეხო, რაზეც ის ცალკე თავს მიუძღვნის თავის ნაშრომში. ბერტი ყურადღებას ამახვილებს გრძნობათა ორგანოების იერარქიაზე. მისი თქმით, როგორც წესი, მხედველობასა და სმენას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, მაშინ როცა ყნოსვა, გემო და შეხება უფრო მდაბალ, ცხოველურ დონეზე განიხილებოდა. ბერტი აპირებს, წარმოაჩინოს, რომ ადამიანური შეგრძნებების ყველა ასპექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ისევ ღვინის მაგალითით გვიდასტურებს. სასმისთან შეხება, ფერის აღქმა, სურნელის შეგრძნება, ჭიქის შენჯღრევით და მიჭახუნებით წარმოქმნილი ხმა და ბოლოს, ღვინის დაგემოვნება ერთი დიდი რიტუალია, რომელიც ყველა გრძნობის ორგანოს მონაწილეობას მოითხოვს.

დასაფიქრებელი აღმოჩნდა ზემოხსენებული მსჯელობა, რადგან, როგორც წესი, ქრისტიანობაში სხეულის შეგრძნებები უგულებელყოფილია და წინ დგას სულიერი ცხოვრება, რომლის მიღმაც ისევდაისევ ადამიანური განცდებია საძიებელი. ბერტის იდეებმა, გრძნობათა ორგანოებთან დაკავშირებით, ფსალმუნის სიტყვები გამახსენა: „განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი.“ აქვე საინტერესოა სოლომონის „ქებათა ქება“, რომლის ძალიან ინტიმურ წიაღსვლებში თეოლოგები ძველი თუ ახალი აღთქმისეული ეკლესიის მშვენიერებას ხედავენ: „რაბამ განშუენდეს ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა. თაფლი დამოსწუთის ბაგეთა შენთა, სძალო, თაფლი და სძე ქუეშე ენასა შენსა და სულნელებაჲ სამოსელთა შენთა, ვითარცა სულნელებაჲ ლიბანისა.“

ალბათ, რთულია იმის გაგება, თუ რა კავშირი აქვს ცრემლებს ქალის ფეხებთან ან ეკლესიის თაღოვან ფანჯრებთან – ესეც ადამიანური ხედვის საგანია და ჭიქის შენჯღრევის დროს წარმოქმნილი წვეთები, რომლებიც მინის კედლებზე კვალს ტოვებენ, იმ სამიდან ერთ-ერთ ასოციაციას შეგიქმნით. ცრემლებთან დაკავშირებით, იხსენებს ბერტი, რომ იტალიაში ღვინო ამარონემ აატირა. ვუთხარი, რომ არ მჯეროდა, მხოლოდ ღვინოს გამოეწვია ცრემლები. როგორც გამიმხილა, ღვინოს სხვა ვითარებაც დაემთხვა…

ბერტ ვან დერ ვაუდემ ღვინის მცოდნის დიპლომიც აიღო – იმიტომ, რომ როგორც თეოლოგმა, ღვინოზე უფრო გონივრულად ვისაუბროო. ბერტი თანამედროვე გერმანელი ბენედიქტელი მღვდლის ანსელმ გრუნის სიტყვებს იმეორებს: „ღვინო ცისა და მიწის საჩუქარია.“

და რომ კითხოთ, მაინც რა კავშირია ღვინოსა და ღმერთს, ან ღვინოსა და სარწმუნოებას შორის, ის გეტყვით: „როცა გასინჯავთ და შეეცდებით თქვენი აზრი გამოთქვათ, მიხვდებით რომ რთულია და ინდივიდუალურ აღქმაზე ბევრია დამოკიდებული; რადგან ვარაუდის გამოთქმა მოგიწევთ და არ იქნებით დარწმუნებული თქვენი აზრის ობიექტურობაში, ამიტომ უნდა იმედოვნოთ და უფრო თავმდაბლურად გამოხატოთ სათქმელი. იმის თქმა, თუ როგორია ეს ღვინო, მოითხოვს დაფიქრებას და სათანადო სიტყვების შერჩევას, თუმცა იმასაც გააცნობიერებთ, რომ რაც თქვენ აღწერეთ, არასრულია, ამიტომ მოგიწევთ უბრალოდ იწამოთ. ღვინო სიცოცხლის სიმბოლოზე მეტია, ის ცის საჩუქარია და თან მიწიერია, რის გამოც მოითხოვს მიწის პატივისცემას, გარჯასა და გაწეული შრომის დაფასებას, გარემოსადმი მეგობრული მიდგომის შენარჩუნებას – ამრიგად, საფიქრალი და სამოქმედო ბევრია.“     

მარიამ ქალებაშვილი

 

 

Share4Tweet3

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

“რასაც ივანიშვილი აკეთებს, არის აბსოლუტურად გაუგებარი ახირება”

„ამ ხასიათის ადამიანები თვითმკვლელობით სიცოცხლეს არ ასრულებენ“ – ნინო ბურჯანაძე

10 years ago

გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

12 years ago
ეროვნული ბანკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საკოლექციო მონეტას გამოუშვებს

ეროვნული ბანკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საკოლექციო მონეტას გამოუშვებს

8 years ago

თინათინ ხიდაშელი: „გერმანიის პოზიცია პრინციპულად გადამწყვეტია ამ გზაზე“

10 years ago

ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

05/16/2026

2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს...

Read moreDetails
როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა 05/16/2026
  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by