განქორწინდა – სიტყვა, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხშირად გვესმის. განქოწინებების ზრდას საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებიც ადასტურებს: 2016 წელს – 9 539 განქორწინება ფიქსირდება, მაშინ როცა 2015 წელს 9 912 იყო.
ოჯახის „დანგრევას“ ფსიქოლოგიური სტრესი ყოველთვის თან ახლავს, ხშირად ადამიანებს გარკვეული პერიოდი უჭირთ ჩვეული ცხოვრების სტილს დაუბრუნდნენ. რატომ გახშირდა განქორწინებები, რა არის მყარი ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის მთავარი, ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ ფსიქოლოგი, ნინო თოფურია ესაუბრა.
ბოლო წლებში ხშირია განქორწინებები, რასაც სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს, თქვენ როგორც ფსიქოლოგი, როგორ განმარტავთ განქორწინების ხშირ შემთხვევებს, რასთან გვაქვს საქმე?
– დავიწყოთ იქიდან, რომ განქორწინება არის ძალიან ფართო და ზოგადი თემა, განქორწინების მიზეზები შეიძლება იყოს უამრავი, თუმცა, რადგან ბევრი მიზეზი არსებობს, მე დავასახელებ რამდენიმე ფაქტორს. ერთ–ერთი ფაქტორი არის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა დღესდღეობით ქვეყანაში. თქვენ წარმოიდგინეთ, ფინანსური პრობლემები ნამდვილად ურღვევს წყვილს ფუნდამენტს. მარტივად რომ ვთქვათ, ფსიქოლოგიური განმარტებითაც, როდესაც ადამიანს არ აქვს დაკმაყოფილებული ქვედა ზღვარის მოთხოვნილებები, როგორიც არის: შიმშილი, უსაფრთხოება, სიცივე ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ადამიანს შეუძლია მაღალი ღირებულების გრძნობები ჰქონდეს პარტნიორის მიმართ. შესაბამისად თავს იჩენს ხოლმე ხშირ შემთხვევაში კონფლიქტები, ზიზღი. შესაძლებელია, რომ წყვილს მართლა უყვარდეს ერთმანეთი, მაგრამ უბრალოდ ვერ შეძლონ ერთად ყოფნა და ამ ყველაფერს თუ დაემატება ბავშვი, უფრო გართულდება სიტუაცია, რადგან, ყველამ ვიცით, რომ ბავშვს სხვანაირი მოვლა სჭირდება. ერთ–ერთ დიდ პრობლემად დავასახელებდი სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობას. მომდევნო პრობლემა, მე, როგორც ფსიქოლოგი, ვთვლი, და ზოგადად ასეა, ოჯახი მოიაზრებს ორი შემდგარი პიროვნებისგან ჩამოყალიბებულ რაღაც ჯგუფს, რომელიც გუნდური პრინციპით მუშაობს, შესაბამისად გუნდური პრინციპითვე იღებს გადაწყვეტილებებს, მათ შორის კომუნიკაციაც არის ჯანსაღი. მაგრამ, ნახეთ, რა გვხვდება ხშირ შემთხვევაში, როცა ოჯახს ქმნიან ჩამოუყალიბებელი პიროვნებები. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ყველა ადამიანი არ არის პიროვნება, პიროვნებად ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია მახასიათებლების მთელი რიგი: მას უნდა შეეძლოს მოსმენა, რეალურად სწორი არგუმენტების წაყენება, თანაგრძნობა, ემპათიას, რასაც ვუწოდებთ. ამიტომ ხშირ შემთხვევაში, წყვილები, რომლებიც გაუაზრებლად იღებენ გადაწყვეტილებებს დაოჯახების შესახებ, მოსწრებული არ აქვთ პიროვნებად ჩამოყალიბება, ნაადრევ ქორწინება ვეხები ამ შემთხვევაში. ძალიან ხშირად გამიგია, საერთოდ სხვას გავყევი და შმდეგ საერთოდ სხვა აღმოჩნდა ან, პირიქით, მეუღლეების, მამაკაცების მხრიდან გამოთქმული საყვედური, რომ გაცნობისა სხვანაირი იყო და ახლა სულ სხვაა. რეალურად რასთან გვაქვს საქმე? შენ მიყვები ადამიანს, ქმნი ადამინთან ოჯახს, რომელსაც რეალურად არ იცნობ, იმიტომ, რომ ერთად იზრდება წყვილი და შემდგომში, როდესაც ორივე დაამთავრებს ხასიათის ფორმირებას უკვე გრჩება ჩამოუყალიბებელი ადამიანი. აღმოჩნდება ხოლმე, რომ უბრალოდ წყვილი ერთმანეთს ვერ ეწყობა. ეს ქმნის სწორედ იმ პრობლემებს, რომ ხდება გაუცხოება. ნაადრევი ქორწინებისას სწორედ ის იწვევს გაუცხოებას, რომ ხელში შეგვრჩება ადამიანი, ვისაც უბრალოდ არ ვიცნობთ. ამიტომ საჭიროა, რომ ოჯახი შეიქმნას მას შემდეგ, როდესაც ადამიანი მზად იქნება პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე. დღესდღეობით ოჯახების რღვევა სტატისტიკურად წინა წლებთან შედარებით იმიტომაა გაზრდილი, რომ ადამიანები გაურბიან პასუხისმგებლობას. ოჯახის თავი და თავი არის პასუხიმგებლობა, ის, რომ მე ჩემი ეგოიზმი უკან უნდა დავწიო და სხვა ადამიანების ინტერესები გავითვალისწინო. თუ მე არ ვარ პიროვნებად ჩამოყალიბებული, თვითრეალიზება არ მაქვს გაკეთებული და თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება არ მაქვს, რომ ჩემი რესურსები გამოვხატო. როცა ადამიანი არ იცნობს საკუთარ თავის, ასეთ ადამიანს დაბალი თვითშეფასება აქვს. ეს იწვევს პათოლოგიურ ეჭვიანობებს, რეალურად წყვილი ერთმანეთს უყვირის და აბსოლუტურად არ ხდება ჯანსაღი კომუნიკაცია. ეს კიდევ გამოიწვევს იმას, რომ ოჯახი დღეს და ხვალ თუ არა, 1 წლის შემდეგ მაინც დაიშლება. მესამე პაქტორს გამოვყოფდი იმას, რომ წყვილისთვის დაოჯახებიდან 2 წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანესია ინტიმური სფერო. სასურველია წყვილი ცხოვრობდეს ცალკე და რატომ, ზოგადად, 2 წელი, ფსიქოლოგებს აქვთ აღებული საშუალო სტატისტიკა, ამ დროის განმავლობაში ვნება ცხრება და რეალურად შეგრჩება ის ადამიანი, ვისთანაც შექმენი ოჯახი. შეგუების, ერთმანეთთან ადაპტაციის პროცესი არის ძალიან რთული, აქედან გამომდინარე ისედაც უჭირს წყვილს ამ პერიოდის დაძლევა. ამიტომ, როდესაც საქმეში ერევიან ნათესავები და სხვა მესამე რიგის ადამიანები, ეს უბრალოდ ძალიან ართულებს ისედაც რთულ პროცესს. სასურველია, რომ წყვილმა ჯერ გაიცნოს ერთმანეთი, ერთმანეთთან გაიარონ ადაპტაცია, გაიგონ ვინ არიან, რა უნდათ, რამდენად ეწყობიან, თუნდაც ის მთელი ჩხუბის თუ შერიგების სიამტკბილობის მომენტები და პროცესები გაიარონ ინტიმურ სფეროში ისე, რომ არ ჩაერიოს მთელი სამეგობრო, თუნდაც დედამთილი, მამამთილი და მთელი სანათესაო. ამიტომ ამ უამრავი მიზეზიდან, მე მაინც ამ სამს გამოვყოფდი, აბსოლუტურად დიდი კლასიფიკაციიდან.
თუ არის ადამიანთა გამოკვეთილი ფსიქოტიპი, რომელთა მიერ შექმნილი ოჯახი ინგრევა მათივე ინიციატივით? რა ფსიქოლოგიური კატეგორიაა ასეთი პერსონა…
– რა თქმა უნდა, ასეთი კლასიფიკაცია არ არსებობს. ფსიქოლოგები აუცილებლად ვიყენებთ სიტყვას ,,გააჩნია“ და გააჩნია კონკრეტულ სიტუაციას, კონკრეტულ პიროვნებას, ვინც ოჯახს ქმნის და მის პარტნიორს და გააჩნია მის ფინანსურ თუ შინაგან მდგომარეობას. ისევ და ისევ, არ არსებობს კონკრეტული ფსიქოტიპის, ერთი ტიპის ადამიანი, ვინც ამას აკეთებს, მაგრამ არსებობს მახასიათებლები, რომლებიც განსაზღვრავს ოჯახის რღვევას. ამას მოიცავს სწორედ შემდეგი, მე თუ ჩემი თვითშეფასება, პიროვნული ფუნდამენტი მყარად არ მაქვს აღმოჩენილი, მთელ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე, არათუ არ ავიღებ, არამედ ჩემს პრობლემებსაც პარტნიორს დავაკისრებ. ეს ერთი, მეორე მხრივ, ეს არის დაბალი თვითშეფასება, ასეთი ტიპის ადამიანს არ შეუძლია პარტნიორულ დონეზე გამოხატოს ის ემოციები, გრძნობები, რაც მას რეალურად აქვს. ძალიან ხშირად ადამიანები, ასეთ დროს მიმართავენ თავდაცვის მექანიზმს. აქ შეიძლება ხდებოდეს პროტექცია, რაც მდგომარეობს იმაში, რომ მე თუ მაქვს პრობლემა, ამ ჩემს პრობლემას ვერ დავინახავ და მივაწერ პარტნიორს, შესაბამისად ხშირი იქნება დავა. თავი და თავი განქორწინებისა არის სწორედ ის, რომ წყვილი ბოლომდე არ არის რეალიზებული, ფუნდამენტურად არ არის ძლიერი, არ აქვთ შესწავლილი თავიანთი შესაძლებლობები და რესურსები. ხოლო თუ ორივე პარტნიორს ოჯახის შექმნა გათავისებული აქვთ, თავიანთ თავზე იღებენ პასუხისმგებლობასაც ნებისმიერ ქცევასა თუ აზრზე დაყრდნობით, მაშინ ასეთი ურთიერთობა დიდხანს შენარჩუნდება. ყველაზე ინტიმური და ახლობელი ადამიანისთვის არის საკუთარი თავი. თუ შენ საკუთარ თავთან არ ხარ გახსნილი და არ ენდობი შენს თავს, რა თქმა უნდა, პარტნიორის მიმართაც ვერ გექნება ნდობა და ეს მუდმივად იქნება კონფლიქტების მიზეზი. ასეთი ხშირი უთანხმოებები დროთა განმავლობაში არღვევენ ოჯახის ფუნდამენტს. ასევე მინდა დავამატო ისიც, რომ რეალურად არის მოსმენის პრობლემა. ძალიან ბევრი ადამიანი შემხვედრია მეც, რომ რეალურად პარტნიორები ერთმანეთს არ უსმენენ. აქ უგულებელყოფილია, გაუფასურებულია, პარტნიორის პრობლემა, ემოციურად ვერ უგებს ორი ადამიანი ერთმანეთს. თუ შენ არ ხარ პიროვნებად ჩამოყალიბებული, თანაგრძნობა არ შეგიძლია, შენ ჯერ ეგოისტი ხარ. ადამიანები ეგოისტები ვართ, სანამ არ ჩამოვყალიბდებით პიროვნებებად. პიროვნება უკვე თავის ეგოისტურ მოტივებს უკან ხევს და მას შეუძლია საზოგადოების აზრი გაითვალისწინოს ან პარტნიორის აზრი გაითვალისწინოს, ასევე პარტნიორის ადგილას დააყენოს საკუთარი თავი. ადამიანი ეგოისტი მაშინაა, როცა მისი მთელი შინაგალი მოცულია საკუთარი თავით, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანს დაბალი თვითშეფასება აქვს თუ მაღალი. მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანს თავის თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს და მთელი სამყარო არის მხოლოდ მე, მე, მე. დაბალი თვითშეგასების მქონდე ადამიანს უბრალოდ ნეგატიური აზრები აქვს და აქაც ისევ ,,მე“ ფიგურირებს. თუ ორივე პარტნიორი აღმოჩნდა ისეთი, რომ არც ერთი არის შემდგარი პიროვნება, არც ერთი არ არის თვითრეალიზებული და არც მიილტვის თვითრეალიზაციისკენ, გამოდის, რომყველა თავისას საუბრობს, მაგრამ არავინ არ უსმენს ერთმანეთს. შესაბამისად ეს უკვე კომუნიკაციია აღარ არის, არამედ ყვირილია, როდესაც არ გესმის პარტნიორის და რეალურად ისიც კი არ გესმის, შენ თვითონ რაზე კამათობ.
თქვენი, როგორც ფსიქოლოგის რეკომენდაცია როგორი იქნება ახალგაზრდებისთვის, რომელთაც ოჯახი შქმნეს ან შექმნა აქვთ გადაწყვეტილი?
– პირველი და უმთავრესი მყარი ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია ჯერ საკუთარ თავი შეაფასო. ეს დამიჯერეთ, რომ ნამდვილად არის ფუნდამენტი. ჩვენ ვიცით, რომ დაბალი და ზედმეტად მაღალი თვითშეფასება მერყევია. დაბალი თვითშფასების მქონე ადამიანი შეიძლება ზედმეტად მაღალ საფეხურზე დადგეს და მაღალი, პირიქით, ჩამოვარდეს დაბალ დონეზე. იდეალურია შუა ვარიანტი, არა ძალიან მაღალი, არამედ მაღალი თვითშეფასება.
ამიტომ რა არის მნიშვნელოვანი: თუ ორივე პარტნიორი მიილტვის თვითრეალიზებისკენ, დამიჯერეთ, რომ, ასეთი ადამიანები არიან მაღალი თვითშეფასების მქონენი, თავდაჯერებულები, მათ არ აწუხებთ არანაირი პათოლოგიური სახის ეჭვიანობები, შუზლიათ მოსმენა. წყვილში ყოველთვის არსებობს გარკვეული სახის პრობლემები შეყვარებულობის პერიოდშიც, შემდგომ საცოლეობის პერიოდშიც და უკვე ოჯახურ სიტუაციაში. განსხვავება რაშია, შემდგარი ადამიანი კონფლიქტს განიხილავს, როგორც უბრალოდ დროებით სირთულეს, რომელიც სწორი კომუნიკაციით შეიძლება გადაიჭრას, ხოლო შეუმდგარი ადამიანისთვის ეს არის ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც მან უნდა დაანგრიოს ოჯახი. ამიტომ უნდა დავკავდეთ საკუთარი თავით, იქნება ეს ტრენინგებზე, ლექციებზე სიარული. განათლების მიღბა არის ერთ–ერთი თვითრეალიზების გზა, რითაც შემიძლია ჩემი თავი გამოვხატო. ამიტომ ვურჩევ წყვილს თვითრეალიზებას მიმართონ და როცა შენ შენს თავს ხელს უწყობ, რომ განვითარდე, აუცილებლად პატივს სცემ პარტნიორის სურვილს, რომ ისიც განვითარდეს. იქმნება რეალურად ჯგუფურ პრინციპზე დაფუძნებული ოჯახი, რაც დამიჯერეთ, რომ არის ძალიან მყარი. ალბათ, ხშირად გსმენიათ, რომ მეგობრობით დაწყებული ურთიერთობა მყარია. მეგობრობა სხვა არაფერია, თუ არა, რომ შენ ხელი შეუწყო როგორც საკუთარ თავს, ასევე შენს პარტნიორს განვითარებაში და არ ის, რომ დაბალი თვითშეფასებით გამოწვეული პათოლოგიური ეჭვიანობით, შენ მას ალტერნატივები დაუსახო ან არჩევანის წინაშე დააყენო. როცა შენ თვითონ ხარ განათლებული ადამიანი, ზრუნავ ვინმეზე, შენი ცხოვრების პასუხისმგებლობას, რომ თავად შენვე იღებ, ძალიან მარტივად შგიძლია პატივი სცე სხვის განათლებასაც. მარტივად, რომ შევაჯამო თუ წყვილი არ აღიქმება, როგორც ერთი გუნდი, მაშინ მათი ოჯახი არ იქნება ისეთი მყარი, როგორიც უნდა იყოს.
ეკა წიკლაური