• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

”ორასწლიანი წყვეტის შემდეგ მონარქიის აღდგენის მაგალითი, შეიძლება მსოფლიო ისტორიაშიც ვერ მოვნახოთ” – მიხეილ ბახტაძე

9 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
”ორასწლიანი წყვეტის შემდეგ მონარქიის აღდგენის მაგალითი, შეიძლება მსოფლიო ისტორიაშიც ვერ მოვნახოთ” – მიხეილ ბახტაძე
11
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბოლო დროის გახმაურებული თემის შესახებ, რომელიც მონარქიის აღდგენას ეხება, “თბილისი თაიმსი“ ისტორიკოს მიხეილ ბახტაძეს ესაუბრა.

როგორც იცით, პატრიარქმა რამდენიმე დღის წინ ასეთი განცხადება გააკეთა: ’’საქართველო არის უძველესი მონარქიული ქვეყანა, მას მეფე მართავდა და დღესაც ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და მას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში“. თქვენი აზრით, რატომ ხდება ამ საკითხის პერიოდულად წამოწევა?

– რთული სათქმელია, რატომ ხდება ამ საკითხის პერიოდულად წამოწევა, მაგრამ, ალბათ, იმიტომ, რომ არსებული ვითარება არ სწორდება და ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ. უკეთესობისკენ ვერ მივდივართ, ამიტომ ყველა ცდილობს, რაღაც გამოსავალი მოძებნოს. პატრიარქი უკვე მერამდნედ აცხადებს ამის შესახებ. მე ვფიქრობ, ის ხვდება, რომ ვითარება არ სწორდება და შეიძლება ეს იყოს გამოსავალი. ძნელია, ზუსტად იმის თქმა პატრიარქი რითი ხელმძღვანელობდა, მაგრამ შესაძლოა, ასეც იყოს.

რამდენად რეალურია მომავალში მონარქის არსებობა, მაშინ, როცა ქვეყანას ორსაუკუნოვანი წყვეტა აქვს და 1918 წელსაც სამწლიანი დამოუკიდებლობაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით მოიპოვა?

– ორასწლიანი წყვეტის შემდეგ მონარქიის აღდგენის მაგალითი, შეიძლება მსოფლიო ისტორიაშიც ვერ მოვნახოთ. აღდგენა ხდებოდა, თუნდაც, 10 წლის შემდეგ, მაგრამ ორი საუკუნის შემდეგ, ასეთი რამ არ მომხდარა, თუმცა ყველაფერი მოსახლეობის გადასაწყვეტია. თუ მოსახლეობა ჩათვლის, რომ კონსტიტუციური მონარქია უკეთესია, მაშინ არაფერია გამორიცხული. ჩემი დაკვირვებით, საზოგადოების უმრავლესობა უარყოფითად არის განწყობილი და ამ იდეამ გარკვეული დაპირისპირებაც გამოიწვია. ნაწილი მომხრეა, ნაწილი – მოწინააღმდეგე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გააჩნია, მოსახლეობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორ ფიქრობთ, თუ მონარქია აღდგება, ამ შემთხვევაში, ვინ უნდა გახდეს მეფე? რომელ შტოს უნდა მიენიჭოს უპირატესობა?

– ვფიქრობ, ეს ტექნიკური საკითხია. თუ გადაწყდება მონარქიის აღდგენა, შემდეგ როგორმე მოხერხდება კანდიდატის შერჩევა და, ალბათ, თვითონაც მოილაპარაკებენ. პრინციპში ბაგრატიონების საგვარეულო რომ უნდა იყოს, გასაგებია. შესაძლოა სხვაც იყოს, მაგრამ ეს პრაქტიკულად გამორიცხულია. თუ საზოგადოება შეთანხმდება, რომ მონარქი არის ის, ვინც ყველაფერზე მაღლა დგას, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებზე, მხოლოდ ამ შემთხევაში იქნება სიმშვიდის გარანტი. მაგალითად, ევროპის ქვეყნებში მონარქია ითვლება სტაბილურად, რადგან საზოგადოებას მიაჩნია, რომ მონარქი დგას ყველაფერზე მაღლა. ის ერთიანობის სიმბოლოა და მისი სიტყვა ყოველთვის არის გადამწყვეტი. საზოგადოება თუ არ და ვერ შეთანხმდა ამაზე, მაშინ მონარქიის აღდგენას აზრი არ აქვს.

მგონი ზოგიერთების მხრიდან მიზანმიმართულად ხდება იდეის დისკრედიტაცია. მათი მხრიდანაც, ვინც ერთი შეხედვით ამბობს, რომ კონსტიტუციური მონარქიის მომხრეა, თუმცა  სიტყვა და საქმე, პირიქით, ამ იდეის დისკრედიტაციას უწყობს ხელს.

პატრიარქის განცხადებას უკვე მოჰყვა მაღალი თანამდებობის პირების შეფასებები: მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და პრემიერი,  გიორგი კვირიკაშვილი დადებითად აფასებენ ილია მეორის ინიციატივას. თქვენ როგორ შეაფასებდით ხელისუფლების პოზიციას? უნდა ჩავთვალოთ ეს პოპულისტურ განცხადებებად თუ რაიმე რეალურ ნაბიჯებს უნდა მოველოდეთ უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით?

– თუ ხელისუფლებას ჰქონდა მონარქიის აღდგენის იდეა, ეთქვათ თვითონ. რა საჭირო იყო პატრიარქს დალოდებოდნენ. ეს უფრო მლიქვნელობა მგონია. პატრიარქმა თქვა და ყველა ერთხმად დაეთანხმა. თუ ჰქონდათ ამის სურვილი, არაოფიციალურად მაინც უნდა განეცხადებინათ. პატრიარქს აქვს ძალიან დიდი ავტორიტეტი და ჩვენი პოლიტიკოსები, ახლანდელიც და წინაც, ყოველთვის ცდილობდნენ წინ პატრიარქის რეიტინგი და ავტორიტეტი გამოეყებნებინათ და ახლაც, ჩემი აზრით, ამას იყენებენ. როცა ვთქვი, რომ ზოგიერთები ამ იდეის დისკრედიტაციას ახდენენ, შესაძლოა, ეს პოლიტიკოსებიც ვიგულისხმოთ. ისინი ნაკლებად პოპულარულები არიან და მათი ნებისმიერი თანხმობა იწვევს აგრესიას. ჩუმად რომ ყოფილიყვნენ, შეიძლება უფრო სერიოზულად მიდგომოდა ამას საზოგადოება.

მაგდა ბატიაშვილი

Share4Tweet3

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

საინტერესო

პროგრამა Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტი

პროგრამა Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტი

8 years ago
აგვისტოს ომში დაღუპულ სპეცრაზმელებს უმაღლესი ხარისხის ჯილდო მიენიჭათ

აგვისტოს ომში დაღუპულ სპეცრაზმელებს უმაღლესი ხარისხის ჯილდო მიენიჭათ

10 years ago
„ახალგაზრდა ადვოკატები“ პროკურატურას დიმიტრი შაშკინის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმისკენ მოუწოდებს

„ახალგაზრდა ადვოკატები“ პროკურატურას დიმიტრი შაშკინის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმისკენ მოუწოდებს

11 years ago
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია კაზუო იშიგუროს გადაეცა

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია კაზუო იშიგუროს გადაეცა

9 years ago

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“
ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

10/01/2026

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026
როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“ 10/01/2026
  • საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია 09/30/2026
  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by