• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქლამიდია – განსაკუთრებით საშიში დაავადება მამაკაცებში

9 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ქლამიდია – განსაკუთრებით საშიში დაავადება მამაკაცებში
20
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ადამიანების დიდი ნაწილი თავს სათანადოდ არ უვლის, სანამ ავადმყოფობა არ გაურთულდებათ ექიმთან კონსულტაციას, ფაქტობრივად, გაურბიან. არსებობს დაავადებები, რომელთა არსებობაც კი, ზოგიერთი ადამიანისთვის, საერთოდ უცნობია. სწორედ ამ გამონაკლისებმა, შესაძლოა, ადამიანს სამუდამო დაღი დაასვას.  ჩვენ ერთ-ერთ მათგანს განვიხილავთ. ქლამიდია ინფექციური დაავადებაა, რომელიც  შეიძლება  უშვილობის განმაპირობებელი ფაქტორი აღმოჩნდეს.

აღნიშნულ ინფექციურ დაავადებაზე, მისგან გამოწვეულ პრობლემებზე, პრევენციაზე, „თბილისი თაიმსს“ უროლოგ-ანდროლოგი, კონსტანტინე კობალაძე ესაუბრა.

როგორი სახის დაავადება ქლამიდია, ქლამიდიოზი? რა არის ამ დაავადებების განმაპირობებელი ფაქტორი? მათი სიმპტომები როგორია?

 – მე გახლავართ ექიმი, უროლოგ-ანდროლოგი. შესაბამისად, ამ ინფექციას, ასე ვთქვათ, მამაკაცების ნაწილში განვიხილავ. ხოლო, რაც შეეხება ქალბატონებს, ამ მხრივ,  გინეკოლოგ კოლეგებს დავუთმობ ასპარეზს.

ქლამიდიოზი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ქლამიდია (Chlamydia trachomatis) იწვევს.

პაციენტთა უმრავლესობას არანაირი სიმპტომი არ უვლინდება. ხშირად მათ არც კი იციან ხოლმე, რომ ქლამიდიით არიან ინფიცირებულნი. ჩივილები, რომლებსაც, ზოგიერთ შემთხვევაში, პაციენტები აღნიშნავენ შემდეგია:

  • გამჭვირვალე ან მოთეთრო მცირედი გამონადენი შარდსადენი მილიდან (ურეთრიდან)
  • ტკივილი და დისკომფორტი შარდვისას
  • ქავილი და წვა სასქესო ასოს თავზე, ხვრელის გარშემო
  • ტკივილი და მცირედი შეშუპება სათესლე ჯირკვლების გარშემო

ეს სიმპტომები ქლამიდიოზით ინფიცირების შემდეგ ერთიდან  სამ კვირამდე შეიძლება გამოვლინდეს.

რა შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ქლამიდიამ უშვილობა?

– ქლამიდიას შეუძლია გამოიწვიოს ურეთრის (შარდსადენი მილის), პროსტატის, სათესლე ჯირკვლებისა და მათი დანამატების ანთება. შედეგად, მიმდინარე პათოლოგიური პროცესები ეაკულატის (სპერმა) ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს   და ფერტილურ ფუნქციას აქვეითებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ სათესლე ჯირკვლების დანამატების ანთების გამო  სათესლე სადინრების ობსტრუქცია მიმდინარეობს, რის შედეგადაც სპერმატოზოიდები ეაკულატში ვეღარ ხვდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ორმხრივი ეპიდიდიმიტის (სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთება) დროს შესაძლოა ობსტრუქციული აზოოსპერმია განვითარდეს (სპერმატოზოიდების არ არსებობა ან მათი მკვეთრი დეფიციტი ეაკულატში).

უშვილობის გამომწვევ მიზეზად რომელიმე სხვა ინფექციური დაავადებაც ხომ არ შეიძლება ჩაითვალოს?

– ნებისმიერი ინფექციური დაავადება, რომელიც  მამაკაცის სასქესო სისტემას დააზიანებს, უშვილობის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს.

ბოლო წლების განმავლობაში თუ იმატა ამ დაავადებამ და რატომ?

– ჩემი კლინიკური პრაქტიკიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ქლამიდიოზით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველ წელს მატულობს. ვფიქრობ, მიზეზი ის არის, რომ საქართველოში ცუდად არიან ინფორმირებული პრეზერვატივის გამოყენების აუცილებლობის შესახებ. ზოგიერთს კანონმდებლობითაც კი უნდოდა მისი ერთ–ერთი სახეობის აკრძალვა. მიზეზად ისიც შეიძლება მივიჩნიოთ, რომ დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ ექიმს არ მიმართავენ, რადგან დაავადების სიმპტომები არ უვლინდებათ.

როგორია თქვენი რეკომენდაცია, როგორ უნდა ვებრძოლოთ მსგავს დაავადებებს?

– უპირველეს ყოვლისა  მინდა ვურჩიო ყველას, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ხშირი სქესობრივი ცხოვრება აქვს, მოერიდონ დაუცველ კავშირს. ასევე, ვურჩევ მიაკითხონ ექიმს და ჩაიტარონ დიაგნოსტირება, რათა, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა სათანადოდ წარიმართოს და შემდგომი გართულებებისაგან  თავი დაიზღვიონ.

ნინო ზარიძე

 

Share8Tweet5

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

ირანისთვის დაწესებული სანქციები უქმდება – ახალი ურთიერთობები ირანსა და დასავლეთს შორის

საქართველოს მიერ ირანისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმი 15 თებერვლიდან გაუქმდება

11 years ago
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

5 months ago

საერთაშორისო კონფერენციაზე მეცხოველეობის დარგის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს

10 years ago

პატრიარქი მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს შეხვდა

11 years ago

ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო და მის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს. მომხდართან დაკავშირებით კი უწყება განმარტავს,...

მეტის ნახვაDetails
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by