“ქართველთა მარშის” ერთ-ერთმა ორგანიზარტორმა გია კორკოტაშვილმა თბილისის მთავარი სამმართველო დატოვა. კორკოტაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავა.
გია კორკოტაშვილი დაკითხვაზე გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის, თათია დოლიძის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე იყო დაბარებული.