სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას, ახალი გენერალური აუდიტორის დანიშვნამდე, ლაშა თორდიას პირველი მოადგილე ნინო ლომჯარია შეასრულებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აწ უკვე ყოფილ უფროს ლაშა თორდიას უფლებამოსილების ვადა დღეს ამოეწურა. მის ნაცვლად თანამდებობაზე ორი კანდიდატის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. ესენი არიან: თბილისის მერი დავით ნარმანია და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვანო ზარდიაშვილი.
6 ივლისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გენერალური აუდიტორის კანდიდატურა შეიძლება ივლისში წარადგინოს.














