• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 20, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საგნები თამაშ-თამაშით ისწავლონ – განათლების სამინისტრო

9 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს მასშტაბით 2017-2018 სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წელი სხვადასხვა ცვლილებებთან, ახალ იდეებთან, მიზნებსა თუ შემართებასთან ასოცირდება. საინტერესოა, ამ მხრივ, ქართველ მოსწავლეებს რა სიახლეები ელოდებათ. იგეგმება თუ არა, სასწავლო სისტემაში, ახალი საგნის დამატება, რა სახის პროექტების განხორციელებაა მოსალოდნელი სკოლებში და ზოგადად, რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ ახალ სასწავლო წელს? აღნიშნულ საკითხებზე The Tbilisi Times, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა.

 

2017- 2018 სასწავლო წლისთვის, განათლების სამინისტრო რა სიახლეებს გეგმავს? სასკოლო პროგრამაში რაიმე ახალი საგნის დამატება ხომ არ იგეგმება?

 – 2017-2018  სასწავლო წელი მოსწავლეებისთვის, როგორც ფორმალური განათლების ნაწილში, ისე დამატებითი აქტივობების თვალსაზრისით ძალიან საინტერესო, აქტიური და შინაარსიანი იქნება. საინტერესო იქნება გაკვეთილები, რომელსაც ჩვენი მასწავლებლები ჩაატარებენ, ვინაიდან ზაფხულის განმავლობაში პედაგოგებს, სხვადასხვა მიმართულებით პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ძალიან ბევრი საინტერესო ტრენინგი ჩაუტარდათ. ხოლო თემებზე, როგორ გახდნენ  სასწავლო პროცესის ლიდერები, როგორ დაეხმარონ მასწავლებლებს იმაში, რომ საგაკვეთილო პროცესი უფრო უკეთესი, საინტერესო, ინტერაქტიული და შედეგზე ორიენტირებული გახდეს,  ტრენინგები სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგლებსა და დირექტორებსაც ჩაუტარდათ. ამიტომაც ვიმედოვნებთ, რომ წელს გაკვეთილები მეტად ეფექტური და საინტერესო იქნება.

რაც შეეხება სიახლეებს, განათლების სამინისტრო  საჯარო სკოლებში ახალი პროგრამის განხორცილებას გეგმავს, რომელიც მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს. შრომითი უნარების განვითარების პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებისათვის მათი ასაკის შესაბამისი, სახალისო, პრაქტიკული აქტივობების შეთავაზებაა დაგეგმილი. საუკეთესო იდეებისა და პროექტების გამოსავლენად, სამინისტროს მიერ კონკურსი გამოცხადდა. ასევე,  კოლეჯებთან, უნივერსიტეტებთან, სკოლებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებთან საინფორმაციო სახის შეხვედრები გაიმართება. ეს პროგრამა განათლების ყველა საფეხურის საგანმანათლებლო დაწესებულებას საშუალებას მისცემს  გაერთიანდნენ და ურთიერთთანამშრომლობის გზით, ჩვენი მოსწავლეების სასკოლო ცხოვრება  უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადონ.

ხოლო, რაც შეეხება სასწავლო სისტემაში   ახალი საგნის დამატებას, ამ მხრივ, არანაირი სიახლე არ არის.

გავრცელებული ინფორმაციით, განათლების მინისტრის ინიციატივის თანახმად, სკოლებში მოსწავლეების წასახალისებლად ვაშლების დარიგება იგეგმება. რას იტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით, იდეა საიდან წამოვიდა?  სიახლე რეგიონების სკოლებსაც თუ შეეხებათ?

– მოგეხსენებათ, რომ სწორედ ქალაქებში არის არაჯანსაღი საკვების პრობლემა. ვაშლების განთავსება სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის კამპანიის ფარგლებში, ბავშვების ცნობიერების ასალაღლებლად და ინფორმირებულობისთვის ხდება. აღნიშნული იდეა ბევრი სხვა ქვეყნის სკოლებშიც ხორციელდება. სწორედ ამიტომ, სამინისტრომ გადაწყვიტა ძალიან მცირე რესურსის ფარგლებში კონცენტრირებულიყო იქ, სადაც არაჯანსაღი კვების კუთხით მეტად მძიმე მდგომარეობაა. შესაბამისად, ვაშლები მხოლოდ თბილისის სკოლებში დარიგდება. პირველ ეტაპზე ვაშლებს, კვირაში ერთხელ, იმ სკოლების მოსწავლები მიიღებენ, რომელთა რაოდენობაც 1000-ს აღემატება. სკოლებში ვაშლები დეკემბრამდე დარიგდება.

გაჟღერებული ინფორმაციით, გარკვეული ცვლილებები სასკოლო სასადილოებსაც შეეხებათ. რა პროდუქტების აკრძალვა იგეგმება და რატომ? 

– ახალი სასწავლო წლიდან სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა იკრძალება. სასკოლო კვების ორგანიზებისას აიკრძალება – საღეჭირეზინის, კანფეტების, შოკოლადის, არომატიზებული წასახემსებლების (მაგალითად: ჩიფსები, ჟელიბონი და ა.შ.) გაყიდვა, გარდა თხილეულის, ხილისა და ბოსტნეულის, რომელთაც მარილი, შაქარი ან ცხიმი აქვთ დამატებული. იკრძალება ასევე – მაიონეზით შეზავებული პროდუქციის, სოკოს, ასევე და კონსერვებული პროდუქტების, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმის, მინერალური წყლის გარდა სხვა გაზიანი სასმელების, თერმულად დაუმუშავებელი კვერცხის გაყიდვა.

როგორც ცნობილი გახდა, განათლების სამინისტრო სამაგიდო თამაშების ტენდერს აცხადებს. კონკრეტული საკითხი რას მოიცავს?

– საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ახალი სასწავლო წლიდან, სკოლებში საპილოტე რეჟიმში სამაგიდო თამაშების შეტანას გეგმავს. დაწყებით კლასებში, სამაგიდო თამაშების გამოყენება სწავლებაში მსოფლიოში აპრობირებულია და პოპულარობით სარგებლობს. ეს თამაშებია – ასოებისგან სიტყვების შედგენა, ისტორიული მოვლენების შესასწავლი თამაშები, ლიტერატურული ნაწარმოებების შესასწავლი თამაშები. ჯერჯერობით ამას საპილოტე სახე ექნება.  სკოლაში ყოველწლიურად სამაგიდო თამაშების ნაკრები განახლდება და ბავშვებს საშუალება ექნებათ მათემატიკა, ქიმია, ისტორია თუ ლიტერატურა, თამაშ-თამაშით ისწავლონ.

ნინო ზარიძე

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

“საერთო ეკოსისტემის ფორმირება და უსაფრთხოების ელემენტარული სისტემების დანერგვა იყო ჩვენი პირველი გამოწვევა” – AltiHut

“საერთო ეკოსისტემის ფორმირება და უსაფრთხოების ელემენტარული სისტემების დანერგვა იყო ჩვენი პირველი გამოწვევა” – AltiHut

4 years ago

“ხელისუფლების ღირსების საკითხია, დაუსვას წერტილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით საზოგადოების დაშანტაჟებას”

10 years ago
ირაკლი ალასანიამ პარტიის ახალი აღმასრულებელი მდივანი წარადგინა

ირაკლი ალასანიამ პარტიის ახალი აღმასრულებელი მდივანი წარადგინა

10 years ago
საფრანგეთის არჩევნები: ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი პრეზიდენტობისთვის იბრძოლებენ

გამოკითხული რუსების 60% მარინ ლე პენს უჭერს მხარს, ხოლო ემანუელ მაკრონს 8%

9 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by