„მე არ მინდა ისე მოხდეს, რომ ამის გამო უდანაშაულო ადამიანი დავსაჯოთ. როცა ვიტყვით, რომ არსებობს გონივრული ეჭვი, უნდა იყოს განმარტება, ასევე დაჟინებული მზერა როცა იყო ნახსენები, უნდა იყოს განმარტებული. თვალის ჩაპაჭუნებაც ხომ არ უნდა იყოს კანონში?“ , – სექსუალური შევიწროვების შესახებ კანონის სუსტ მხარეებზე ექიმმა ლადო კახაძემ „ტვ პირველზე“, გადაცემა „რეაქციას“ ეთერში ისაუბრა.
„ადამიანის უფლების ხელყოფა, ნებისმიერი კუთხით შევიწროვება, აბუჩად აგდება, იგნორირება, არ არის ის თვისებები,რომლის ირგვლივაც შესაძლოა საზოგადოება შეიკრიბოს. გადავედით „გაიდლაინების“ სისტემაზე და ვცხოვრობთ, როგორც კლიპი, ამოგლეჯილი მომენტებით. ლოგიკური ფორმა უცებ გაწყდება და სხვა საკითხებზე გადავდივართ.
მედიცინაში არის სიმპტომები და სინდრომები. როდესაც პაციენტი სიმპტომებზე მიყვება, მე ეს ჩემებურად უნდა მოვარგო მისი დაავადების შინაარსს და შემდეგ გამოვიტანო დასკვნა. სხვამ შესაძლოა ეს სიმპტომები სხვა დაავადებად მიიჩნიოს და სხვა კუთხით დაიწყოს მკურნალობა. ყველა ქალი არის ძალიან ლამაზი, იქნებ ადამიანი ვერ ასწრებს სილამაზის აღქმას და სჭირდება დაჟინებული მზერა“ , – განაცხადა ლადო კახაძემ.
მანანა ღოღობერიძე













