• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

წმინდა ბარბარეს ხსენების დღე – არის თუ არა ლობიანი საეკლესიო ტრადიცია?!

9 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
წმინდა ბარბარეს ხსენების დღე – არის თუ არა ლობიანი საეკლესიო ტრადიცია?!
7
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მართლმადიდებლური ეკლესია 17 დეკემბერს  წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმიდა დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც დიოსკორე ერქვა.  ბარბარე ძალიან ლამაზი იყო, დიოსკორეს მიაჩნდა, რომ მდაბიო ადამიანები ღირსნი არ იყვნენ მისი ხილვისა, ამიტომ მაღალი კოშკი ააგო და გოგონა შიგ ჩაკეტა, მიუჩინა ერთგული მსახურები და მოახლეები.

კოშკში დამწყვდეულ ბარბარეს კერპთაყვანისცემას ჩააგონებდნენ, მაგრამ იგი ხვდებოდა, რომ ადამიანის ხელით გაკეთებული უსულო  კერპები სამყაროს ვერ შექმნიდნენ. ის რაც ადამიანის მიერ იყო დამზადებული, ვერ შექმნიდა სიცოცხლეს, ვერ შექმნიდა მოწესრიგებულ სამყაროს. სამყაროსა და სიცოცხლის საწყისის ძიებაში ბარბარე  დარწმუნდა რომ კერპები ვერ იქნებოდნენ სიცოცხლის მიმნიჭებლები, იგი გრძნობდა, რომ შემქმნელი ამ არაჩვეულებრივი მშვენიერებისა უნდა ყოფილიყო ყოვლისშემძლე არსება, რომელსაც ვერავინ აღემატებოდა სიბრძნით, სიკეთით, და სათნოებით. ღვთის ნებით, იმ დროს ალექსანდრიიდან ილიოპოლისში ვაჭრად გადაცმული მღვდელმთავარი ჩავიდა. მღვდელმთავარმა ბარბარე მამისგან ფარულად  ქრისტიანულად მონათლა.

ქალიშვილის გაქრისტიანებამ დიოსკორე განარისხა. მან ბარბარე ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა, რომ ის ქრისტიანებმა გადაიბირეს და წამებით სიკვდილის ღირსი იყო. წმინდა ბარბარემ ღვთის შემწეობითა და სიყვარულით არაერთი სატანჯველი დაითმინა. მათ შორის ტყავის შოლტებით ცემა, რის შემდეგაც მას საკანში უფალი გამოეცხადა და გაამხნევა. ბარბარეს თავი მისმა მამამ მოკვეთა, რისთვისაც იგი უფლისგან დაისაჯა. იმავე წამს დიოსკორეს ციდან ცეცხლი დაატყდა. დაისაჯა მარკიანეც, რომელსაც მეხი დაეცა.

წმინდა დიდმოწამე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის ევედრებიან.

წმიდა დიდმოწამე ქალწულ ბარბარეს ცხოვრების შესახებ “თბილისი თაიმსს“ ესაუბრა რუსთავის წმინდა იოაკიმ და ანას სამლოცველოს წინამძღვარი დეკანოზი მამა ანდრეა აბაშიძე.

„ ქრისტიანული ტრადიციების ფონზე მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებით ჩამოყალიბდა ისე, რომ წმინდა დიდმოწამე ბარბარეს პატარების შემწეობას სთხოვენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი მადლი ჩვენზე ამით შემოისაზღვრება. თუ დააკვირდებით, მას ბარძიმით ხელში გამოსახავენ ხოლმე. ეს სიმბოლო მიგვანიშნებს, რომ ადამიანები, რომლებსაც სიყვარული აქვთ წმინდა ბარბარეს მიმართ, არ გავლენ ქვეყნიდან უზიარებელნი, ამიტომ უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივაც დიდი მეოხება აქვს მას.“

მამა ანდრეამ  ბარბარობის დღესასწაულთან ასოცირებულ ლობიანის, თევზისა და გოგრის მომზადების ტრადიციებზეც ისაუბრა.

„სხვადსხვა ერში ტრადიცია სხვადასხვაგვარია, თუმცა ამ საკვები პროდუქტების მომზადებას დღესასწაულზე საღვთისმეტყველო აზრი ან დანიშნულება ნამდვილად არ აქვს. მრავალი საუკუნეა წმინდა ბარბარეს დღესასწაულს აღვნიშნავთ, ლობიო კი  უფრო გვიანშემოსული საკვები პროდუქტია, ამიტომ არ მგონია, რომ პირდაპირი კავშირი ამ დღესასწაულსა და ლობიანს შორის არსებობდეს. მე ვფიქრობ, რადგან მარხვის პერიოდია 17 დეკემბერი და სადღესასწაულო სუფრას აწყობდნენ წმინდა ბარბარეს მიმართ სიყვარულისა და ამ დღესასწაულის აღსანიშნად, სიმბოლურად შეირჩა ლობიანი, ეს უბრალოდ ხალხური ტრადიციაა და არა ეკლესიური.“

ნანუკა მაღლაკელიძე

Share3Tweet2

ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა
ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა

08/06/2026
რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.”  – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში
ახალი ამბები

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

08/05/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა
ახალი ამბები

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026
„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია
ახალი ამბები

„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია

07/14/2026

საინტერესო

თბილისში, 12 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა: “დაიბადა გოგონა, ყველაფერი კარგადაა”

თბილისში, 12 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა: “დაიბადა გოგონა, ყველაფერი კარგადაა”

4 years ago
“მე ვერ ვხედავ ირაკლი ღარიბაშვილს საარჩევნო სიის პირველ ნომრად”

“მე ვერ ვხედავ ირაკლი ღარიბაშვილს საარჩევნო სიის პირველ ნომრად”

11 years ago
ხანძარია ქავთარაძის ქუჩაზე სუპერმარკეტ “გუდვილში”

ხანძარია ქავთარაძის ქუჩაზე სუპერმარკეტ “გუდვილში”

10 years ago
„ერთი რა მინდა გთხოვოთ პირადად მშობლებს“ – ინგა მამუჩიშვილი საახალწლო დღეებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

„ერთი რა მინდა გთხოვოთ პირადად მშობლებს“ – ინგა მამუჩიშვილი საახალწლო დღეებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

7 months ago

ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად - ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძესოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, 90-იან წლებში, სვანეთში, 9 წლის...

მეტის ნახვაDetails
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე 08/12/2026
  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by