• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

როგორ დავიცვათ თავი ცხოვრებაში წარმოქმნილი სირთულეებისგან?!

8 years ago
კატეგორია: რჩევები, საზოგადოება
A A
როგორ დავიცვათ თავი ცხოვრებაში წარმოქმნილი სირთულეებისგან?!
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დაიჯერებთ, რომ „უბრალო შემთხვევითობა“ არ არსებობს და იმ საბედისწერო დამთხვევასაც, რომლის წყალობითაც გავიცანით ჩვენი მეორე ნახევარი,  უკვე ჰქონია რაციონალური ახსნა? იცოდით,  რომ თითოეული ჩვენგანის ქვეცნობიერში არსებობს იდეალური ადამიანი და როგორც კი ჰორიზონტზე ჩნდება მასთან ყველაზე ახლოს მდგომი, მაშინ ის გვიყვარდება?!  სამყაროს აღქმა ინდივიდუალურია, თუმცა ჩვენში არსებობს შერჩევითი მექანიზმები, რომელიც ჩვენს არჩევანს განაპირობებს –  ვის ვემეგობროთ, ვინ გვიყვარდეს, როდის ვიმოქმედოთ, როგორ მოვიქცეთ, რას მივანიჭოთ უპირატესობა… სწორედ ამ შერჩევითობაზე საუბრობს „თბილისი თაიმსთან“ ფსიქოლოგი მარინა ბოსტოღანაშვილი, რომელიც გვირჩევს, თუ როგორ შევინარჩუნოთ ბალანსი და დავიცვათ თავი ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოქმნილი სირთულეებისგან.

თუ შეგიძლიათ, მესაუბროთ როდის ხდება ადამიანისთვის დაცვითი მექანიზმების გამოყენება აუცილებელი და რა ტიპის მექანიზმებს ირჩევს ემოციური განცდებისა და ტკივილის ასარიდებლად?

– ადამიანი თავისი ბუნებიდან  გამომდინარე ძალიან  დაუცველია. ცხოველები  იცავენ  თავს  გარემოსგან  ინსტინქტებით, ადამიანს კი ამ  პროცესში ფსიქიკა  ეხმარება, ანუ  პასუხიმგებლობა ფსიქიკას  ეკისრება.

პიროვნებას  გააჩნია დაცვითი  მექანიზმები  –  ანუ  გარემოსთან  ადაპტირების  გზა. ნებისმიერი  ადამიანი  ირჩევს   დაცვით  მექანიზმს,რომელიც წარმოადგენს მის   ინდივიდუალურ  მიდგომას,  ცხოვრებისეული  სირთულეების  გასამკლავებლად.

ამ მექანიზმების არსი  მდგომარეობს არაცნობიერის  მოქმედებაში  ადამიანის  ქცევაზე. დაცვითი მექანიზმები  ზღუდავენ ადამიანს და  მოითხოვენ  მისგან დიდ ენერგეტიკულ  ხარჯს. ხდება  ქცევის  ფიქსაცია  და  მსგავსი რეაგირება შექმნილ სიტუაციაში. ამ ყველაფერს  მივყავართ შემდეგი პრობლემისკენ:

  • რეალობის დამახინჯება
  • ნათესავებთან და ახლობლებთან  ურთიერთობის  გაუარესება
  • სოციუმთან არაადაპტირება
  • უარყოფა შექმნილი სიტუაციის, რომელსაც  მიჰყავს  ადამიანი ნევროზსა და ისტერიულ შეტევამდე

უარყოფა  – მექანიზმი  რომელიც  ირთვება  მოულოდნელსა და ტრავმულ სიტუაციებში. როდესაც რაღაც საშინელი ხდება, ფსიქიკას დრო სჭირდება, რომ მოხდეს ადაპტაცია და გააზრება თუ  რა მოხდა. ეს მექანიზმი ირთვება და  ადამიანს არ სჯერა იმის,  რაც ხდება. “არა, მე არ მჯერა, ეს არ მომხდარა” და ა.შ.

თქვენ როგორც ფსიქოლოგს შეგიძლიათ, მესაუბროთ სხვის ცხოვრებაში ჩარევის ფენომენზე, რატომ ცდილობენ ადამიანები, რომ საკუთარი ცხოვრების დაგეგმვის ნაცვლად, სხვის პირად ურთიერთობებში გაერკვნენ, არის თუ არა ეს თავდაცვითი მექანიზმი, გაექცნენ საკუთარ რეალობას, რომელიც არ აკმაყოფილებთ, თუ სხვა ტიპის ფსიქოლოგიური ქმედებაა?

– არიან ადამიანები, რომლებიც არ ცხოვრობენ თავიანთი ცხოვრებით, ისინი ცხოვრობენ სხვისი ცხოვრებით. იმიტომ, რომ მათ არ იციან, როგორ იცხოვრონ თავიანთი ცხოვრებით. ისინი, როგორც წესი,იშვიათად ხარობენ სხვისი წარმატებითა და სიმდიდრით, მაგრამ ხშირად განიცდიან გულწრფელ შინაგან კმაყოფილებას იმის გამო, რომ ვინმეს რაღაც არ აქვს კარგად.  როგორც წესი, ასეთი ადამიანები  ცარიელები არიან .  ბევრი რამ მათ ცხოვრებაში დაუმთავრებელია. ისინი თავად არ არიან  დაინტერესებულნი თავიანთი ცხოვრებით, უკმაყოფილოები არიან.  რაც უფრო მეტად უკმაყოფილოები  არიან , მით  უფრო მეტად  აინტერესებთ სხვისი ცხოვრება.

ამ დროს  შეიძლება  მოქმედებდეს   მექანიზმი – გეშტალტ თერეპიაში ცნობილი როგორც დეფლექსია. დეფლექსიის  დროს  ადამიანს  უჭირს,  ვერ  ახერხებს  მისთვის  მნიშვნელოვანი  ობიექტის  ფოკუსში  მოქცევა (ამ შემთხვევაში თავის ცხოვრების).  რის  გამოც  მოთხოვნებს  ვერ  იკმაყოფილებს. ის  ფრუსტრირებული  და  დაუკმაყოფილებელია.

ფსიქოთერაპიის  დროს  კლიენტი  სწავლობს  თავის თავზე ფოკუსირებას,  ღრმად  სუნთქვას, მან უნდა იგრძნოს საყრდენი, გახდეს  თავდაჯერებული,  გაიუმჯობესოს  ვიზუალური  და  ვერბალური  კონტაქტი, ისწავლოს, როგორ უნდა   მოახდინოს ფოკუსირება თავის გრძნობებზე  და  შეძლოს  გამოხატოს   ემოცია  დაძაბულობის  გარეშე.

რა ტიპის ფსიქოლოგიური მოვლენები ვითარდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვირჩევთ მეორე ნახევარს, რომელთან ერთადაც მომავალში ცხოვრებას ვაპირებთ, რაზე ორიენტირდება ამ დროს ჩვენი გონება და რა პარამეტრებით მიმდინარეობს შერჩევის პროცესი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით?

– თითოეული ჩვენგანის ქვეცნობიერში არის საპირისპირო სქესის იდეალური წარმომადგენელი და როგორც კი ჰორიზონტზე ჩნდება ადამიანი რომელიც უფრო მეტად ჰგავს ამ იდეალს, გვიყვარდება. თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში, არსებობს ფატალური, საბედისწერო შეხვედრები, როდესაც ჩვენ მხოლოდ ერთი  შეხვედრით ვხვდებით, რომ ეს ადამიანი ჩვენი იდეალია, ჩვენ გვესმის მისი, მას ესმის ჩვენი. ჩვენი ოცნება განხორციელდა. გვერდიდან, ასეთი შეხვედრა შეიძლება ფანტასტიკური დამთხვევა ჩანდეს, როდესაც  ბედმა  შეგახვედრათ ერთმანეთი. მაგრამ სინამდვილეში ასეთი შეხვედრები შემთხვევითი არ არის, რადგან ეს არის  შედეგი იმის, რომ  ჩვენ  არაცნობიერში  არსებობს  იდეალი.

ქვეცნობიერად, ვირჩევთ პარტნიორს, რომელსაც აქვს ისეთი თვისებები, რომლებიც ჩვენ გვინდა, რომ ჩვენ ჰქონდეს. ანუ, ჩვენ ვეძებთ საკუთარი თავის იდეალური გამოხატულებას პარტნიორში.

თითქმის ყველა მამაკაცში, ოიდიპოსის კომპლექსი  არსებობს  მეტ ან ნაკლებად, ისევე, როგორც ქალის შემთხვევაში – ელექტრას კომპლექსი. ამიტომ ქალებს ძალიან ხშირად უყვარდებათ მამაკაცი, რომლებსაც მამას ამსგავსებენ  და მამაკაცები დედის მსგავს  მეუღლეს ეძებენ. მართალია, თუ მშობლებთან ურთიერთობა ძალიან ცუდია, ამ შემთხვევაში საპირისპირო შეიძლება, რომ აღმოჩნდეს ჩვენი არჩევანი – ანუ მსგავსება მშობელთან ნაკლებად მოსალოდნელი იქნება.

ახალი სიყვარული  ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ ფსიქოლოგიურად მზად ვართ ამისთვის. ადრე თუ გვიან, ბედნიერება “გვიკაკუნებს” თითოეული ჩვენგანის კარზე,  მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი კომპლექსები, შიში და სტერეოტიპები ყოველთვის არ გვაძლევს საშუალებას, რომ ეს  ბედნიერება დავინახოთ და შემოუშვათ   ჩვენ ცხოვრებაში. ცხადია, რომ რაც უფრო დიდი   მოთხოვნები  გვაქვს,  მით  უფრო მეტად ვქმნით იდეალს  პოტენციური პარტნიორისგან და მით  ნაკლები შანსი გვაქვს შევქმნათ  წარმატებული და გრძელვადიანი სიყვარულო ურთიერთობა. გოგონა, რომელიც ელოდება ზღაპრულ  პრინცს, არ შეამჩნევს  მასზე შეყვარებულ კეთილ და პატიოსან  ბიჭს, თუ იგი არ არის ძალიან ლამაზი და მიმზიდველი.   კაცი, რომელიც იმედოვნებს, რომ შეხვდება ქალს, რომელიც იქნება ლამაზი, ჭკვიანი, მზრუნველი მეუღლე და კარგი დიასახლისი  შეიძლება ელოდოს ამ შეხვედრას მთელი თავისი ცხოვრება და ვერ  შეამჩნიოს  საკმაოდ ღირსეული ქალები, რომლებიც მზად არიან იყვნენ მის გვერდით.

ვიტყოდი, რომ ყველა ჩვენგანი – მშენებელია საკუთარი ბედნიერების, და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეგვიძლია  მოვაწყოთ  პირადი ცხოვრება.

შეგიძლიათ გვითხრათ რა ტიპის დაცვით მექანიზმებს მიმართავს ადამიანი, რომელიც ცალმხრივად არის შეყვარებული კონკრეტულ პიროვნებაზე, როგორია მისი ქმედებები ამ დროს?

– ცალმხრივი სიყვარული –  ის,  რასაც თითქმის  ყველა  განვიცდით,  როცა  ვართ მოზარდობის ასაკში.  რაც უფრო  იზრდება ადამიანი, უკეთ  შეიცნობს თავის თავს -აცნობიერებს თავის  სურვილებსა და  მიზნებს. ამ პროცესის გამო  თინეიჯერული  კომპლექსები და შიშები   ეტაპობრივად ქრება.

ცალმხრივი სიყვარული გზაა არა მარტო დაემალო  სიცოცხლეს (ცხოვრებას), არამედ საკუთარ თავსაც. თავიდან აიცილოთ შეხვედრა თქვენს ეჭვებთან, კომპლექსებსა და შიშიშთან . “ცოცხალ” ურთიერთობებში, როდესაც წყვილი  მუდმივად ამყარებს ორმხრივ  კომუნიკაციას, ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს.

ცალმხრივი  სიყვარულის  დროს  არ უნდა იცხოვროს ცოცხალ ადამიანთან, რაც ნიშნავს – ყველა მის ჩვევასა და თავისებურებებს არ უნდა შეეგუოს.

ადამიანს არ  უნდა  რეალური  ურთიერთობ, მაგრამ იმის გამო, რომ სიყვარულის გარეშე ცხოვრება ძნელია, ადამიანი ამგვარ ფორმას ირჩევს: უყვარდეს ცალმხრივად. ამ შემთხვევაში, ცალმხრივი სიყვარული თამაშობს „ შირმის“  როლს, რომელი უკან შეიძლება დამალვა.

ხშირად ხდება ისე, რომ ფართო საზოგადოებასთან კონტაქტის დროს ზოგიერთი ადამიანი უფრო მარტივად ადაპტირდება გარემოსთან და იოლად ამყარებს კონტაქტს გარშემომყოფებთან, ვიდრე დანარჩენები. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რა ტიპის მორგებასთან გვაქვს შეხება?

– საჭიროებების დაკმაყოფილება  ამცირებს დაძაბულობას , აღადგენს ბალანსს და ასრულებს სიტუაციას. შემოქმედებითი (კრეატიული)  მორგება. ეს პროცესი უწყვეტია, რადგან წონასწორობა მუდმივად ირღვევა.

ეს არის სამყაროსთან კონტაქტების ისეთი ვარიანტი, რომლის დროსაც შენარჩუნებულია  ჰარმონიული ურთიერთობები  სამყაროსთან  და საკუთარ თავთან.

სოციალურად, ეს არის ბალანსის ძიების პროცესი საკუთარ საჭიროებებსა და სხვა ადამიანთა შორის. თუ ადამიანს  აქვს ასეთი კრეატიული (შემოქმედებითი) მორგების  უნარი  – ამ  შემთხვევაში ის  უფრო მარტივად ადაპტირდება გარემოსთან და იოლად ამყარებს კონტაქტს გარშემომყოფებთან.

თუ შეგიძლიათ, მესაუბროთ ყველაზე ხშირად რა ფაქტორები განაპირობებს ადამიანის სურვილს, შეწყვიტოს კონტაქტი გარშემომყოფებთან, ყურადღება გადაიტანოს სხვა თემაზე, ან მუდამ იყოს ინიციატორი კონკრეტული საკითხებისა და პრობლემების წამოჭრის პროცესში?

– ადამიანის სურვილი,  შეწყვიტოს კონტაქტი გარშემომყოფებთან  ან  ყურადღება გადაიტანოს სხვა თემაზე ყველაზე ხშირად განაპირობებს  „გაქცევის“  ფაქტორი. დაცვითი  მექანიზმები   „დეფლექსია“  ჩნდება, როგორც  ჯანსაღი ადაპტაცია  შექმნილი სიტუაციის მიმართ . დაცვითი  მექანიზმი  –   ის  აზროვნების  და  ქცევის  მანევრირებაა, რომელიც  ხორციელდება  გაუცნობიერებლად, რათა  არ  განიცადოს  ემოციური  ტკივილი.

ადამიანი  არის  მთლიანი  ბიო-ფსიქო– სოციალური არსება. ადამიანი  და  მისი  გარემო  წარმოადგენს  ერთიან  გეშტალტს, სტრუქტურირებულ  მთლიანს.  გარემო  მოქმედებს ორგანიზმზე  და  ორგანიზმი  –  გარემოზე.  ეს  იმას  ნიშნავს ,რომ  ერთი  მხრივ  ჩვენზე  მოქმედებს ადამიანის  ქცევა  და  მეორე  მხრივ, თუ  ჩვენ  ვცვლით  ჩვენ  ქცევას  ,მაშინ  გარემოც  იძულებულია,  შეიცვალოს.

გეშტალტ თერაპევტი  ცდილობს  დაეხმაროს  ადამიანს  გახდეს  უფრო  ცხადმგრძნობი, ისევ  შეძლოს,  კრეატიულად  მოერგოს, ანუ  გამოვიდეს  ჩიხიდან, სტატიკური  მდგომარეობიდან, იმისთვის რომ შევიდეს  კონტაქტში გარემოსთან.

თუ შეგიძლიათ გაგვიზიარეთ თქვენი რეკომენდაციები როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ადამიანი გაურბის ჩვენთან უსიამოვნო საუბარს, რომელმაც შესაძლოა ურთიერთობაში პრობლემები გადაჭრას. რა ტიპის მიდგომები ან პირობები უნდა შევქმნათ განსაკუთრებით მგრძნობიარე თემებზე საუბრის დროს?

– მთავარი რაც თქვენ გჭირდებათ, ეს არის აჩვენოთ ადამიანს, რომ მასზე ზრუნავთ, ემპათიით განეწყოთ მის მიმართ და გულწრფელი იყოთ. გაარკვიოთ საერთო ინტერესები და იპოვოთ საერთო სასაუბრო თემა.

ნანუკა მაღლაკელიძე

fb-share-icon
Tweet
Share2Tweet1

ახალი ამბები

„ყურადღება, მშობლებო!“ – პედიატრი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

„ყურადღება, მშობლებო!“ – პედიატრი მიმართვას ავრცელებს

12/02/2025
BBC – საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს
ახალი ამბები

BBC – საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს

12/02/2025
სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს – რა დარღვევებია გამოვლენილი
ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს – რა დარღვევებია გამოვლენილი

11/21/2025
“ნუ მაქცევთ მკვლელად, თქვენ ხედავთ 35-37კგ, ძაძებით შემოსილ ქალს, რომელიც უსუსურის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ცდებით” – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

“ნუ მაქცევთ მკვლელად, თქვენ ხედავთ 35-37კგ, ძაძებით შემოსილ ქალს, რომელიც უსუსურის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ცდებით” – მოკლული მასწავლებლის დედა

11/18/2025
ზურაბ ზვიადაურს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – მკვლელობის საქმეზე კი მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
ახალი ამბები

ზურაბ ზვიადაურს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – მკვლელობის საქმეზე კი მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

11/16/2025
„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი დააკავეს
ახალი ამბები

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი დააკავეს

11/10/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In