• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, May 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ევროპული მემკვიდრეობის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ 12 ძეგლს შორის მოხვდა

8 years ago
in კატეგორიის გარეშე
A A
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ევროპული მემკვიდრეობის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ 12 ძეგლს შორის მოხვდა
5
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჰააგა/ლუქსემბურგი, 2018 წლის 16 იანვარი –  კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელიწადის გახსნაზე,  სფეროს  წამყვანი ევროპული  ორგანიზაცია – ევროპა ნოსტრა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტი აქვეყნებენ  2018 წლის განსაკუთრებული   საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის თორმეტ  ფინალისტს, რომლებიც  სხვადასხვა სფეროს ექსპერტების სპეციალური ჯგუფის მიერ იქნა გამოვლენილი.

10 ევროპული ქვეყნიდან შეირჩა საფრთხის ქვეშ მყოფი მემკვიდრეობის შემდეგი ძეგლები:  ჯიროკასტერის ისტორიული ცენტრი, ალბანეთი;  პოსტ-ბიზანტიური პერიოდის ტაძარი ვოსკოპოია და ვითკუქში, ალბანეთი;  ვენის  ისტორიული ცენტრი, ავსტრია;  ქვანახშირის მომპოვებელი ქარხანა ბერინგენში, ბელგია;  ბუზლუჟას მონუმენტი, ბულგარეთი; დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, საქართველო (ნომინირებულია ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ);  ჭიათურის საბაგირო გზების ქსელი,  საქართველო; სამეზანოს ციხე, ტოსკანა, იტალია;  კონსტანტას კაზინო, რუმინეთი;  პრეისტორიული კლდის ხელოვნების ძეგლები, კადიზის პროვინცია, ესპანეთი; პრინკიპოს ბერძნული ბავშვთა სახლი,  პრინცების კუნძულები, თურქეთი; გრიმსბის ყინულის ქარხანა, გაერთიანებული სამეფო.

აღნიშნული ძეგლებიდან ზოგიერთი საფრთხის წინაშე დგას უყურადღებობის ან არასწორი განვითარების, ზოგი კი – რესურსების ან ექსპერტიზის ნაკლებობის გამო. ევროპის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი მემკვიდრეობის 7 ძეგლის საბოლოო სია 15 მარტს გამოვლინდება.

თორმეტივე ძეგლი და ღირშსანიშნავი ადგილი შეირჩა მათი გამორჩეული კულტურული ღირებულების და მათ წინაშე მდგარი გარდაუვალი საფრთხის საფუძველზე.  მნიშვნელოვან კრიტერიუმად იყო მიჩნეული მათ გადარჩენაში ადგილობრივი თემების, საჯარო და კერძო დაინტერესებული მხარეების ჩართულობა. შერჩევის კიდევ ერთი კრიტერიუმი გახლდათ აღნიშნული ძეგლების პოტენციალი – იქცნენ მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კატალიზატორად.

„2018 წელი, ევროპული კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენის, ჩვენს საერთო იდენტობის ჩამოყალიბებაში და  ინკლუზიური ევროპის მშენებლობაში, მისი მთავარი როლის ხაზგასმის წელიწადია.  ამასთანავე, კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელიწადის მიზანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფართომასშტაბიანი ძალისხმევის მობილიზება ევროპის ფარგლებში საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების გადასარჩენად. ეს უკეთეს შესაძლებლობას აძლევს ევროპა ნოსტრასა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტს, შემოქმედებითი ევროპის პროგრამის მხარდაჭერით განახორციელონ განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის ახალი 2018 წლის კამპანია“ – განაცხადა დენის დე კერგორლეიმ, ევროპა ნოსტრას აღმასრულებელმა დირექტორმა. „ფინალისტთა ეს სია, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს მოწოდებას ქმედებისკენ. ჩვენ მივმართავთ საჯარო და კერძო დაინტერესებულ მხარეებს ადგილობრივ, ეროვნულ და ევროპულ დონეებზე, რათა გააერთიანონ ძალისხმევა კულტურული მემკვიდრეობის ამ მარგალიტების გადასარჩენად, რომლებიც ჩვენს საერთო ისტორიას მოგვითხრობენ და აუცილებლად უნდა შევუნარჩუნოთ მომავალ თაობებს“ – დასძინა მან.

„ამ თორმეტი ღირშესანიშნავი ადგილის გადარჩენა, მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისათვის. ჩადებული ინვესტიცია, ასევე წარმოქმნის სოციალურ-ეკონომიკურ სარგებელს ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე“, აღნიშნა ფრანცისკო დე პაულა კოელიომ,  ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტის დეკანმა. „კარგად მომზადებული და კარგად განხორციელებული ინვესტიცია კულტურულ მემკვიდრეობაში, იძლევა მნიშვნელოვან უკუგებას სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების თვალსაზრისით; მნიშვნელოვანია ამ გზავნილის გავრცელება კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელიწადი 2018-ის ფარგლებში“- დაამატა მან.

განსკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამისთვის, 2018 წელს, ნომინაციები წარადგინეს სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და საჯარო  დაწესებულებებმა, რომლებიც შეადგენენ ევროპა ნოსტრას წევრი და ასოცირებული ორგანიზაციების ფართო ქსელს მთელი ევროპიდან. 12 ძეგლის წინასწარი სია შედგა ისტორიის, არქეოლოგიის, არქიტექტურის, კონსერვაციის, პროექტების ანალიზისა და ფინანსების ექსპერტთა ჯგუფის მიერ. ევროპაში განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საბოლოო სია  გამოვლინდება  ევროპა ნოსტრას საბჭოს მიერ.

განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა  დაფუძნდა  2013 წლის იანვარში ევროპა ნოსტრას მიერ, ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტთან, როგორც დამფუძნებელ პარტნიორთან და ევროპის განვითარების ბანკთან, როგორც ასოცირებულ პარტნიორთან ერთად. ამ პროგრამის წამოწყება შთაგონებული იყო აშშ-ს ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული ტრასტის (US National Trust for Historic Preservation) მსგავსი წარმატებული პროექტით. „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლი“ არ არის დაფინანსების პროგრამა. იგი მიზნად ისახავს დააჩქაროს ქმედებები და წარმოაჩინოს  “მაგალითის ძალა“. მას, როგორც  ევროპა ნოსტრას ქსელური პროექტის „ზიარი მემკვიდრეობა – ზიარი ღირებულებები“ ნაწილს, მხარს უჭერს ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამა.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, საქართველო

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი  საქართველოს კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ძეგლია. იგი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ივრის ზეგანზე, ნახევარუდაბნოში და შედგება 22 კლდეში ნაკვეთი მონასტრისა და 5 000 ზე მეტი სენაკისაგან. სამონასტრო კომპლექსის ნაწილი  აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა. მას მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი, 2007 წელს, კომპლექსი შეყვანილია მსოფლიო მემკვიდრეობის ეროვნულ წინასწარ ნუსხაში.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I  ნახევარში ასურელი მამების,  დავით გარეჯელისა და მისი მოწაფეების მიერ. შემდგომი საუკუნეების განმავლობაში კომპლექსი ვითარდებოდა, შენდებოდა ახალი მონასტრები.  კლდეში ნაკვეთი სამლოცველოების პარალელურად, აღსანიშნავია, ერთნავიანი სამლოცველოები და გუმბათოვანი ეკლესიები, როგორიცაა მაგალითად, ლავრა, უდაბნოს მონასტრები და სხვა. უნიკალური არქიტექტურის გარდა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელობას განსაზღვრავს გამორჩეული კედლის მხატვრობა, რომლის ქრონოლოგიური დიაპაზონი ვრცელდება VIII-დან XVIII საუკუნის ჩათვლით. გარეჯის სამონასტრო კომპლექსი IX–X  საუკუნეებში მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა, სადაც ინდივიდუალური ფერწერული სკოლა ჩამოყალიბდა. გარეჯი, ასევე, ქრისტიანი პილიგრიმების სამყოფელი იყო, რასაც მონასტრების გამოქვაბულთა კედლებზე ბერძნული, სომხური, სპარსული და არაბული პილიგრიმული მინაწერები ადასტურებს.

კომპლექსში შემავალი მრავალრიცხოვანი გამოქვაბული, შუა საუკუნეების უნიკალური კედლის მხატვრობა, ბერების  საცხოვრებელი სენაკები, კლდეში ნაკვეთი წყლის არხები, ტერიტორიაზე არსებული ადრეული ბრინჯაოს ეპოქის  დასახლებები, ერთიანობაში, ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული ურთიერთქმედების და კულტურული ლანდშაფტის უნიკალურ მაგალითს წარმოადგენენ. კლდეში ნაკვეთი არქიტექტურა, შუასაუკუნეების ფრესკები, პრეისტორიული არქეოლოგია,  პალეონტოლოგიური ზონები და უნიკალური ბიო-გეოგრაფიული მახასითებლები, ერთიან ანსაბლს ქმნიან და ქართული კულტურის შედევრს წარმოადგენენ.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, დღეისათვის, შეუქცევადი დაზიანებების საფრთხის წინაშე დგას, რომლის მთავარ მიზეზს  ქანების დაშლის პროცესი წარმოადგენს. ქვიშაქვაში გამოკვეთილი კომპლექსი ინტენსიურ ეროზიას განიცდის, რაც ეკლესიებისა და სხვა ნაგებობების სტრუქტურულ დაზიანებებში ვლინდება.  საუკუნეების მანძილზე, სამონსატრო კომპლექსი ადამიანის მხრიდანაც მნიშვნელოვნად დაზარალდა – თავდაპირველად, XIII საუკუნეში, მონღოლების შემოსევის დროს, ხოლო, უახლოეს წარსულში – 1980-იან წლებში. დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორია საბჭოთა არმიის საწვრთნელ პოლიგონად იყო ქცეული და  აფეთქებებით გამოწვეული ვიბრაცია ხელს უწყობდა კომპლექსში შემავალი ძეგლების სტრუქტურულ რღვევას, რაც თავის მხრივ, კედლის მხატვრობის შეუქცევადი დაზიანების მიზეზიც ხდებოდა. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ კომპლექსის ნაწილი მდებარეობს მეზობელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რაც კიდევ უფრო კომპლექსურს ხდის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას.

დღესდღეობით, დავით გარეჯი მოქმედი მონასტერია და  საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილებაშია. მონასტერში ყოველდღიურად ტარდება წირვა, რაც ხაზს უსვამს მის მნიშვნელობასა და დაცვის საჭიროებას.

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ძეგლის ნომინატორის თანახმად, გენერალური გეგმის, ან ძეგლის შენარჩუნების (კონსერვაციის) სტრატეგიის არარსებობა, მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ის აფერხებს ძეგლის სწორად მართვას. ტურიზმის განვითარების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა, აუცილებელია შევინარჩუნოთ მისი მდგრადობა. ამ ეტაპზე, ტურისტული ინფრასტრუქტურა, როგორიცაა ნიშნულები, მოაჯირები და ა.შ.,ნაკლებად გამართულია. შედეგად, დამთვალიერებლებს აქვთ შეუზღუდავი წვდომა არქიტექტურულ ძეგლებსა და კედლის მხატვრობაზე, რაც ძეგლისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს.

Share2Tweet1

ახალი ამბები

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა
კატეგორიის გარეშე

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა

05/07/2026
„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს
კატეგორიის გარეშე

„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს

03/20/2026
“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?
კატეგორიის გარეშე

“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?

05/15/2025
“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე
კატეგორიის გარეშე

“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე

01/20/2025
„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა
კატეგორიის გარეშე

„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა

12/11/2024
“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა
კატეგორიის გარეშე

“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა

12/03/2024

საინტერესო

იაპონიაში საქართველოს სახელი ოფიციალურად Jojia (Georgia) გახდა

იაპონიაში საქართველოს სახელი ოფიციალურად Jojia (Georgia) გახდა

11 years ago
ონში ავარიას 11 წლის მოზარდი ემსხვერპლა

ონში ავარიას 11 წლის მოზარდი ემსხვერპლა

3 years ago

სკოლების მოვლა-პატრონობის პროექტი განხორციელდება

10 years ago
წარმატებას ვუსურვებ წალენჯიხის მერს, მზად ვართ თანამშრომლობისთვის – ღარიბაშვილი

წარმატებას ვუსურვებ წალენჯიხის მერს, მზად ვართ თანამშრომლობისთვის – ღარიბაშვილი

5 years ago

ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ქართულ რაგბიში მომხდარ დოპინგ-სკანდალზე საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საბოლოო სასჯელი გამოუტანა. World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი...

Read moreDetails
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია 05/12/2026
  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by