• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა პასუხისმგებლობა აკისრია მედევითნეს ეკლესიისა და მრევლის წინაშე

9 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
რა პასუხისმგებლობა აკისრია მედევითნეს ეკლესიისა და მრევლის წინაშე
11
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

ღვთისმსახურებაში  გამორჩეული ადგილი მედავითნეს, ანუ წიგნის მკითხველს ენიჭება. ის სასულიერო იერარქიაში არ მოიხსენიება, თუმცა ეკლესიისა და ღვთის წინაშე მას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს.

წმინდა წერილის კითხვის ისტორია მრავალსაუკუნოვანია. წიგნის მკითხველის მნიშვნელობასა და როლზე მითითებულია  ძველსა და ახალ აღთქმაში. ლუკას სახარებაში არის მითითებული, თუ როგორ კითხულობს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი შაბათ დღეს წმინდა წერილს.

„და მივიდა ნაზარეთს, სადაც აღიზარდა. და შევიდა შაბათ დღეს, თავისი ჩვეულებისამებრ, სინაგოგაში და დადგა წასაკითხავად.

და მიაწოდეს მას ესაია წინასწარმეტყველის წიგნი, და გაშალა წიგნი და იპოვა ადგილი, სადაც დაწერილი იყო:

„უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების და ბრმათათვის თვალის ახელის გამოსაცხადებლად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად.“(ლუკას სახარება, თავი მე–4).

მედავითნე ის ადამიანია, რომელსაც ეკლესიაში  წმინდა წიგნის კითხვა ევალება. მას ამისთვის საგანგებო ლოცვა–კურთხევა აქვს მიცემული.  მის როლსა და ფუნქციაზე საუბრისას, აღნიშნავენ, რომ მედავითნემ უნდა შეეძლოს ისე კითხვა, რომ მივიდეს ადამიანების გულამდე, რათა აავსოს ისინი სიყვარულით, სიკეთითა და  ღვთისმოსაობით.

1890 წელს წმინდა ილია მართალი გაზეთ „ივერიაში“ წერდა რომ კარგად კითხვის უნარის ქონა ნამდვილი ხელოვნებაა, ხოლო კარგად წაკითხვა სულ სხვაგვარ სასოებას მატებს წასაკითხსო.

„ჩვენთა წინაპართა კარგად ესმოდათ, რა დიდი ზედმოქმედება აქვს კარგად წაკითხულს სამღვთო წერილს ეკლესიაში, საცა დიდება და სახელი ღვთისა შეჰკრებს ხოლმე ღვთის მოსავს ხალხსა საერთო ლოცვისა და ვედრებისათვის.“

ქაშუეთის სამრევლო სკოლის მედავითნეობის პედაგოგი გიორგი მეტრეველი „ამბიონთან“ საუბრისას ამბობს, რომ მედავითნის როლი დღესდღეობით მხოლოდ წმინდა წერილის კითხვით აღარ შემოიფარგლება და მისი დანიშნულება ეკლესიაში თანდათან გაიზარდა.

„მედავითნეს როლი დღეს უკვე გაიზარდა და მარტო ფსალმუნებისა და წმინდა წერილის კითხვით არ შემოიფარგლება. წიგნისმკითხველი არა მარტო უნდა აცნობიერებდეს იმ პასუხისმგებლობას რომელიც მას აკისრია, არამედ უნდა იყოს ყოველმხრივ გამორჩეული, იცოდეს წმინდა წერილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებს მსმენელამდე მიიტანოს ის საღმრთო სიბრძნე, რაც ლიტურგიკულ წიგნებში იკითხება და რასაც ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულება ეწოდება. თუ ამას გაიაზრებს მედავითნე, დარწმუნებული ვარ მას მსახურებაც არასდროს მობეზრდება.“,–ამბობს გიორგი მეტრეველი.

მაცხოვრის ამაღლების ტაძრის ხელმძღვანელი, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი ეკლესიაში მედავითნეს როლზე საუბრისას აღნიშნავს:

„უპირველესად, მას ევალება, რომ ტიპიკონის კარგად იცოდეს. ის საკურთხევლის მსახურად მიიჩნევა და მრევლისგან განსხვავებით უფლება აქვს, რომ საკურთხეველში შევიდეს.  მედავითნეს ვალია, არა მხოლოდ მსახურებდეს მოწიწებით, არამედ ცხოვრობდეს დიდი პასუხისმგებლობით, ვინაიდან ის სამაგალითოა მთელი მრევლისა და საზოგადოებისთვის. მისი ცხოვრების წესი შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ეკლესიურ ცხოვრებასთან.“

შეიძლება ითქვას, რომ წიგნის მკითხველს ეკლესიაში ერთგვარი მისიონერული მოვალეობაც აქვს, მან ლოცვის ძალა უნდა მიიტანოს ადამიანებამდე, აღსანიშნავია ისიც, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორია თავად მედავითნეს სულიერი განწყობა, რადგან ლოცვის კითხვის დროს მისი შინაგანი განწყობა თავად მრევლზეც შეიძლება აისახოს.

ნანუკა მაღლაკელიძე

 

 

 

Share4Tweet3

ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026
შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას
ახალი ამბები

შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას

10/12/2026

საინტერესო

უცხოელების გამოცდილება ქართული პროფესიული განათლებისთვის ეკონომიკასა და ბიზნესში

უცხოელების გამოცდილება ქართული პროფესიული განათლებისთვის ეკონომიკასა და ბიზნესში

10 years ago
მინისტრთა კაბინეტმა ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის პრიორიტეტები განიხილა

საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება

10 years ago
აივ ინფიცირებულთა 517 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აივ ინფიცირებულთა 517 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

8 years ago
ექსპლუატაციაში მიღების გარეშე შენობა-ნაგებობაში შესახლება დაუშვებელი იქნება

ავტომანქანის პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა

7 years ago

ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას ეძებენ. „ვეძებთ ნათია დიაკვნიშვილს (დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედას) თუ...

მეტის ნახვაDetails
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by