
საქართველოში პირველად, მიქელანჯელო ბუონაროტის გრაფიკული ნამუშევრები თბილისის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 2 თებერვლიდან განთავსდება. გამოფენას “მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა” ეწოდება და ფლორენციის მუზუმიდან 6 გრაფიკული ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.
გამოფენას საქართველოში წარმოდგენილი იტალიის საელჩო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი ხელმძღვანელობს. “მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელას” ხილვა 2018 წლის 3 აპრილამდე შეგეძლებათ.












