თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო ღონისძიებები უკვე დაიწყო.
საზეიმო ღონისძიებას, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, მთავრობის წარმომადგენლები, პრემიერმინისტრი და მოწვეული სტუმრები ესწრებიან.
უნივერსიტეტს იუბილე მიულოცა კათოლიკოს პატრიარქმაც. ილია მეორემ აღნიშნა, რომ 100 წლის განმავლობაში თსუ, საზოგადოების განვითარებისთვის, მნიშვნელოვან როლს ასრულდებდა.
საიუბილეო დღის ფარგლებში, ოფიციალურად გაიხსნა თსუ-ს ლოგო. თსუ-ს პირველი კორპუსის ფოიეში ლოგო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შერვაშიძემ საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გახსნა.
გუშინ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა.
თსუ-ს 100 წლის იუბილე იუნესკოს ეგიდით აღინიშნება. ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით და ასევე საერთაშორისო დონეზე იმართება.
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა საიუბილეო თარიღის აღნიშვნაში მონაწილე დელეგაციებსა და ქართველ პროფესორ- მასწავლებლებს სასახლეში უმასპინძლა და საერთაშორისო დელეგაციებს საქართველოში სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა.
კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს) დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა.