დოდო გუგეშაშვილის ძმის, თემურ გუგეშაშვილის განცხადებით, მომხდარის მიზეზებთან დაკავშირებით ინფორმაცია მხოლოდ მედიიდან აქვს და ვერსიებზე საუბარი არ შეუძლია. მისივე თმით, დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.
„უკეთესად არის, მაგრამ ექიმები მისი გადაადგილების რეკომენდაციას არ გვაძლევენ.
რაც შეეხება მომხდარის მიზეზებს, ვერსიები მხოლოდ ტელევიზიების მეშვეობით მოვისმინე, მიცემული ჩვენება კითხვის ნიშანს აჩენს ჩემში. დოდოს ან მის შვილს მტერი არ ჰყოლიათ, არც არავინ განაწყენებული, გარდა იმ ინციდენტისა, რომელიც 15 წლის წინ იყო. ასე რომ, ვერაფერს ვიტყვი“, – აღნიშნა თემურ გუგეშაშვილმა.
მისივე თქმით, ხელმოწერით დაადასტურებენ, რომ თანახმა არიან, დოდო გუგეშაშვილისშვილის დაკრძალვაზე ტრანსპორტირება მოხდეს.
Discussion about this post