• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის გეგმა დამტკიცდა

9 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის გეგმა დამტკიცდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სამთავრობო კომისიის სხდომაზე „ქვეყანაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ იმსჯელეს. კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც სამინისტროების, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლები, ასევე, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები, მეცნიერებათა ეროვნული და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების ხელმძღვანელები შედიან, ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის გეგმა დაამტკიცა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კომისიის წევრებს სამინისტროს მიერ უკვე ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და დღეს არსებული მდგომარეობა გააცნო. დავითაშვილმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში სახელმწიფოს როლის მნიშვნელობასა და ბრძოლის ღონისძიებებში სახელმწიფო უწყებების კომპეტენციების ფარგლებში ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„უკვე დაიგეგმა ღონისძიებები და სამთავრობო კომისიაში შემავალ უწყებებს შორის გადანაწილდა ფუნქციები. კომისია  მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს და მონიტორინგს გაუწევს იმ სტრატეგიის შესრულების მიმდინარეობას, რომელიც 2018 წლისთვის აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით არის დაგეგმილი“, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივ თვითმმართველობებზე გაცემული დავალებების კოორდინაციას განახორციელებს და ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი ტექნიკისა და ადამიანური რესურსის მობილიზებას მოახდენს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებას, თუ როგორ უნდა ებრძოლონ ფაროსანას  საცხოვრებელი სახლის პირობებში, ასევე, მოამზადებს შესაბამის საინფორმაციო ბუკლეტებს.

განათლების სამინისტრო სამეცნიერო წრეებთან იმუშავებს, ფინანსთა სამინისტრო კი, საზღვრებზე ფიტოსანიტარულ რეჟიმს გააძლიერებს.

რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებას მოხალისეების ჯგუფების შექმნის კოორდინაცია დაევალათ. ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად სკვერების, ბაღების, სახელმწიფო შენობა-ნაგებობებისა და მიმდებარე ტერიტორიების შეწამვლის შესაბამისი გეგმისა და გრაფიკის შედგენა უნდა მოახდინონ. როგორც კომისიის სხდომაზე აღინიშნა, ყველა სამთავრობო უწყება საკუთარ ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების ქიმიური და მექანიკური ღონისძიებების ჩატარებას განახორციელებს.

სამთავრობო კომისია 2018 წლის 30 იანვარს შეიქმნა. კომისიის წევრები სისტემატურად შეიკრიბებიან.

ShareTweet

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

საინტერესო

ეკა ბესელია – ლოგიკას მივყავართ იქამდე, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა მას შემდეგ, რაც 10-კაციანი სიიდან 5 მოსამართლის გაყვანაზე უარი ვთქვი

ეკა ბესელია – ლოგიკას მივყავართ იქამდე, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა მას შემდეგ, რაც 10-კაციანი სიიდან 5 მოსამართლის გაყვანაზე უარი ვთქვი

7 years ago
მხატრული ტანვარჯიშის სტუდია “Kids Gymnastic”: ჩვენი სტუდია ახალი სიტყვაა სპორტის ამ სახეობაში

მხატრული ტანვარჯიშის სტუდია “Kids Gymnastic”: ჩვენი სტუდია ახალი სიტყვაა სპორტის ამ სახეობაში

9 years ago

პეტრა – ქვაში ნაკვეთი საოცრება

13 years ago
“ენერგოსექტორის საინვესტიციო გარემო სტაბილურად და მიმზიდველად რჩება” – ანდრია გვიდიანი

“ენერგოსექტორის საინვესტიციო გარემო სტაბილურად და მიმზიდველად რჩება” – ანდრია გვიდიანი

11 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by