• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
„აფბა”: “თელასის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა თბილისში დენზე გრაფიკებს გამორიცხავს”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. კვლევის ამ ეტაპზე ჩვენი შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.

საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული ხარვეზებისა და დარღვევების უამრავი შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია მაღალბიუჯეტიანი ტენდერების გამარჯვებული კომპანიების მხრიდან პროექტების თვითნებურ და ხშირ შემთხვევაში უკანონო ცვლილებებთან და გზების დეპარტამენტის გაუგებარ უმოქმედებასთან, გზების ხარისხის შეუსაბამობასთან საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან შეუსაბამო მაგისტრალების მშენებლობასთან.

ჩვენ ღია წერილებით მივმართეთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც პირდაპირ პასუხისმგებელია საზოგადოებასთან საერთაშორისო დონორების მიერ გამოყოფილი მილიარდობით თანხების სწორ და მიზნობრივ განკარგვაზე, მივმართეთ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრს, ზურაბ ალავიძეს, რომლის უშუალო ვალდებულებაა საგზაო ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა, მივმართეთ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, გიორგი სეთურიძეს, რომლის საქმიანობაც სრულად არის დაკაშირებული გზების დაგება-მშენებლობასთან, მივმართეთ მსოფლიო ბანკსა და სხვა დონორ ორგანიზაციებს და მივუთითეთ თაღლითობის პოტენციურ და არსებულ სისტემურ პრობლემებზე.

გვაქვს გამოხმაურება საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ხოლო საქართველოს მოსახლეობასთან ანგარიშვალდებული პირებიდან ჯერ მხოლოდ ბატონი გიორგი სეთურიძის პასუხი მივიღეთ საზოგადოებრივი რადიოდან, სადაც მონაწილეობა ეთერის დაწყებიდან 3 წუთით ადრე შემოგვთავაზეს.

ბატონ გიორგი სეთურიძის გზავნილი არის მარტივი და გასაგები: ის იღებს პასუხისმგებლობას საგზაო ინფრასტრუქტურის გამართულობაზე და გვთავაზობს, რომ ვენდოთ მას სიტყვაზე ტენდერით განსაზღვრულ პროექტებში ცვლილების სავალდებულო ექსპერტიზის არჩატარებისა და გზების მშენებლობაზე ნებართვების არარსებობის მიუხედავად (არადა, საპირისპირო წერია საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილებაში „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ. იხილეთ მე-13 თავის 62-ე და 63-ე მუხლების„პ“ ქვეპუნქტი, 64-ე მუხლის პირველი ქვეპუნქტი, 27-ე მუხლი. https://matsne.gov.ge/ka/document/view/5014)

ბატონ გიორგის კეთილ განზრახვასა და კეთილსინდისიერებაში ეჭვი არც ჩვენ შეგვიტანია და არც საჯარო სამსახურის ბიუროს, როცა გზების დეპარტამენტის ახლადდანიშნული თავმჯდომარის დეკლარაციას იღებდა.

დეკლარაციის გაცნობამდე, ჩვენ უკვე დარწმუნებული ვიყავით, რომ გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე სანდო პიროვნებაა, მისი სიტყვაზე ნდობა შეიძლებოდა და 2020, ანუ საპარლამენტო არჩევნების, წლისთვის საქართველოს გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა ექნებოდა.

თუმცა, დეკლარაციის გაცნობის შემდეგ, ჩვენ უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდა, ვიდრე მანამდე გვქონდა.

აღმოჩნდა, რომ გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს 2016 წლის დეკლარაციაში არ აქვს მითითებული კომპანია (https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/28375), რომლის დირექტორიც ის იყო 2012 წლის 22 ნოემბრიდან 2016 წლის 9 მარტამდე.

კომპანიის დასახელებაა შპს „საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის

ცენტრი“.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, თავდაპირველად ამ კომპანიის დასახელება იყო შპს აგრო კონსალტინგ გრუპი (დაფუძნდა 2010 წელს). კომპანია დააფუძნა შპს „საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრმა“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც გიორგი სეთურიძეა.

2012 წლის 22 ნოემბერს შპს „აგრო კონსალტინგ გრუპი“ სახელწოდებას იცვლის და რეესტრის ჩანაწერის მიხედვით ხდება შპს საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი.

კიდევ ერთი ცვლილება ხდება 2013 წლის 7 თებერვალს: სახელწოდების ცვლილებასთან ერთად, იცვლება კომპანიის დამფუძნებელიც. უცვლელია მხოლოდ მისი დირექტორი, ბატონი გიორგი სეთურიძე.

ცვლილებების თანახმად, რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული კომპანია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრი (რუსეთის ფედერაცია, 1117746188614, კომპანია მოსკოვში არის რეგისტრირებული  – თარიღი: 15.03.2011) ხდება იმ კომპანიის 100 პროცენტიანი დამფუძნებელი, რომლის დირექტორიც არის გიორგი სეთურიძე.

2016 წლის 1 მარტს (ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მრჩევლად დანიშვნის დღეს) გიორგი სეთურიძე განცხადებით მიმართავს საჯარო რეესტრს, რომ მოახდინოს მისი დირექტორობიდან გათავისუფლების რეგისტრაცია. გარკვეული ხარვეზის გამოსწორების შემდეგ, 2016 წლის 10 მარტს, სეთურიძე თავისუფლდება ამ კომპანიის დირექტორის მოვალეობიდან.

საინტერესოა, რომ დეკლარაცია ბატონ გიორგი სეთურიძეს პირველად არ შეუვსია. შევარდნაძის მთავრობაში სეთურიძე მაღალ პოსტს იკავებდა და 2002 წელს დეკლარაცია შევსებული აქვს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის უფროსის მოადგილის პოსტზე დანიშვნის დროსაც.

ჩვენთვის გაუგებარია, რატომ და როგორ არ მოხვდა და რა მიზეზით დამალა გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა.

მითუმეტეს, როდესაც ამ კომპანიის შექმნისა და საქმიანობის შემდგომი მიმართულებებიც, რომელიც ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების ხელშეწყობას გულისხმობდა,  ფრიად მისასალმებელი იყო.

ინტერვიუებში ბატონი გიორგი სეთურიძე პოზიციონირებდა, როგორც „როსპორტრებნადზორთან“ (რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშენკოს ორგანიზაცია) არსებულ საბჭოსთან დაახლოებული პირი.

2013 წლის 19 თებერვალს სეთურიძემ კომპანიის პრეზენტაცია ჩაატარა თბილისში (სპუტნიკ-ჯორჯიას მასალა: https://sputnik-georgia.ru/economy/20130218/215541014.html , ინტერვიუ რადიო თავისუფლებასთან https://www.radiotavisupleba.ge/a/kartuli-gvino-rusul-bazarze/24906163.html ), ხოლო მოგვიანებით, აპრილის თვეში უკვე მოსკოვში (Россия 24 https://www.vesti.ru/videos/show/vid/488087/cid/6/ ).

რუსულ სახელმწიფო პროპაგანდისტულ არხზე და რადიო თავისუფლების ეთერშიც ბატონი სეთურიძე დასაბუთებულ რეკლამას უწევს ქართულ ღვინოს, და ერთი შეხედვით, არავითარი არგუმენტი უნდა არსებობდეს, მისი მოღვაწეობის ამ ეტაპის მიჩქმალვისთვის.

ამის ასახსნელად, ჩვენ მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეგვიძლია და მიზეზების ვარიანტების განხილვა. თუმცა, ყველა შემთხვევის ანალიზს, ჩვენი აზრით, სავალალო შედეგამდე მივყავართ. განვიხილოთ ცალკ-ცალკე:

  1. დამალა. აქ მიზეზებზე და შედეგებზე ვერ ვისაუბრებთ. სხვა ორგანოების კომპეტენციაა.
  2. გამორჩა-დაავიწყდა. შესაძლო მიზეზი: გამორჩა გულმავიწყობით, უყურადღებობით, გადაღლილობით, სტრესის გამო დაშ.

 წარმოიდგინეთ, რომ გამორჩეს რამე იმ მილიარდნახევრიანი ბიუჯეტის მართვის დროს, რომელსაც ის განაგებს.

  1. შეეშალა. შესაძლო მიზეზი: იფიქრა, რომ არ იყო მნიშვნელოვანი.

წარმოიდგინეთ, რა მოხდება თუ მილიარდ ლარიან ტენდერებში ან პროექტების ცვლილებისთვის საჭირო ექსპერტიზის მოთხოვნა შეეშალოს, ან ასეულმილიონიანი ტენდერების გამარჯვებულის გამოვლენისთვის საჭირო მახასიათებლები არასწორად გათვალოს, ან ქვის ხიმინჯების ნაცვლად ჭაობიან გრუნტებში ფითილები დამონტაჟოს.

საინტერესოა ისიც, რომ რუსული ფირმის დაფუძნებული კომპანიის დირექტორობის პარალელურად, ბატონი გიორგი სეთურიძე სახელმწიფო ორგანიზაციაშიც მუშაობდა. კერძოდ, 2016 წლის 1 იანვრიდან 1 მარტის ჩათვლით, ის იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მრჩეველი.

და ბოლოს, გვსურს შევახსენოთ ბატონ გიორგი სეთურიძეს, რომ რუსული ფირმის მიერ დაფუძნებული კომპანიის დირექტორობიდან მისი გათავისუფლების  შემდეგ, კომპანია დირექტორის გარეშეა დარჩენილი, რის გამოც კომპანია  „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის, „თ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის მიხედვით საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებს ვერ აკმაყოფილებს და მარეგისტრირებელ ორგანოში საჭიროა ახალი დირექტორის დანიშვნისა თუ არჩევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიწოდება.

 

 

ShareTweet

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

არდადეგების სრული ჩამონათვალი – რომელ დღეებში დაისვენებენ 2019-2020 სასწავლო წელს სკოლებში

არდადეგების სრული ჩამონათვალი – რომელ დღეებში დაისვენებენ 2019-2020 სასწავლო წელს სკოლებში

7 years ago
21-ე საუკუნის საქართველო – დევნილების კორპუსი სავალალო მდგომარეობაშია

21-ე საუკუნის საქართველო – დევნილების კორპუსი სავალალო მდგომარეობაშია

11 years ago
ამირან გამყრელიძე: ჩვენ უკვე პიკში ვართ

ინფიცირებულების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს – ამირან გამყრელიძე

6 years ago
უკრაინაში კიდევ ერთი რუსი გენერალი მოკლეს 

უკრაინაში კიდევ ერთი რუსი გენერალი მოკლეს 

4 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by