
ინტერნეტის ეპოქაში ოფიციალურ საკითხთა უმრავლესობა ელექტრონულად გვარდება, გამონაკლისს არც სკოლებში პირველკლასელთა მიღების საკითხი წარმოადგეს. მკითხველთა დიდი ინტერესის შესაბამისად, საინფორმაციო სააგენტო „თბილისი თაიმსი“ სწორედ ამ თემით დაინტერესდა. როდის დაიწყება 2018-2019 წლის პირველკლასელთა რეგისტრაცია სკოლებში და დაემთხვევა თუ არა რეგისტრაციის თარიღები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ამ კითხვების შესახებ, შემდეგი პასუხი გაგვცეს:
,,ამ ეტაპზე, პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განსაზღვრული არ არის. როგორც კი მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება, ინფორმაცია აუცილებლად გამოქვეყნდება. თბილისსა და რეგიონებში პირველკლასელთა რეგისტრაცია ერთ პერიოდში იქნება.“
ნინო ზარიძე














