
თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დედაქალაქში საგზაო ნიშნების, მონიშნვებისა და შუქნიშნების მდგომარეობის მონიტორინგი იწყება.
“თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი და საკრებულოს წარმომადგენლები, დედაქალაქის მასშტაბით საგზაო მოძრაობის ტექნიკური საშუალებების (საგზაო ნიშნების, მონიშნვების და შუქნიშნების) მდგომარეობის შესწავლის და შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, მონიტორინგის განხორციელებას იწყებენ,” – ნათქვამია განცხადებაში.
ნინო ზარიძე







