ხონისა და ვანის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ხონის რაიონის სოფელ ჩაის მეურნაობაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კარტოფილის დათესვაში მიიღო მონაწილეობა.
“სწავლობს გიგლა ტიტინა. ხონის რაიონის სოფელი ჩაის მეურნეობა. პირველი წელია რაც მოსახლეობამ კართოფილის დარგვა გადაწყვიტა. იმედია, რომ ფაროსანა ვერ მოერევა და ექსპერიმენტიც გაამართლებს – მოსავალი იქნება. მადლობა მათ რომ მასწავლეს და წარმატება ამ მშრომელ ხალხს.”- დაწერა უგულავამ სოციალურ ქსელში.





