• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“დიდი პრობლემაა ოჯახში ავტორიტეტის არყოლა” – ფსიქოლოგი ნინო თოფურია მოზარდებში გახშირებულ აგრესიაზე

9 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
“დიდი პრობლემაა ოჯახში ავტორიტეტის არყოლა” – ფსიქოლოგი ნინო თოფურია მოზარდებში გახშირებულ აგრესიაზე
7
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დღეს ცივილიზებული სამყარო თანხმდება, რომ ბულინგი მასშტაბურ საზოგადოებრივ პრობლემას წარმოადგენს და მისი მოგვარებისთვის ბრძოლა ყველა იმ ადამიანის ვალდებულებაა, ვისაც ამ ფაქტთან  შეხება აქვს. ძალადობის ეს ფორმა ძირითადად ბავშვებსა და მოზარდებში გვხვდება, რაც საფრთხეს  უქმნის მათ განვითარებასა და სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებას.

ხშირად ვკითხულობთ ინფორმაციას ბულინგის მსხვერპლთა ან მოძალადეთა შესახებ, კრიმინალის სტატისტიკას და სხვა მრავალს, თუმცა ყურადღება ნაკლებად ექცევა თავად პრობლემის არსს, მის გამომწვევ მიზეზებს, აღმოფხვრის გზებს.

დღეს არსებული საზოგადოება და აგრესია… რატომ გახშირდა ბულინგის ფაქტები მოზარდებში, რა ფსიქო ტიპია რომელიც ძალადობს, და რატომ ხდებიან ბავშვები აგრესიულები… ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე The Tbilisi Times-ს ფსიქოლოგი ნინო თოფურია ესაუბრა.

თქვენი აზრით, რატომ იმატა საზოგადოებაში აგრესიისა და ჩაგვრის დონემ? როგორ შეიძლება აიხსნას ეს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით?

– პირველყოვლისა, დავიწყებ იმით რომ აგრესია,  რაც გვაქვს დღეს,  არ დაწყებულა გუშინ, მას წინ ახლდა მთელი ჯაჭვი მოვლენებისა. სანამ ფსიქოლოგიურ ნაწილზე გადავალთ, აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება ისეთ დიდ პრობლემებზე, როგორებიცაა გასაჭირი, ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ  მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობაზე, თვითშეფასებაზე. ეს ყველაფერი იწვევს იმას, რომ ადამიანი ღიზიანდება, საკუთარ თავსა და საზოგადოებას აღარ ენდობა, უქვეითდება საკუთარი თავის რწმენა-  ასეთი დასტრესილი ადამიანები კი  შემდეგ ქმნიან აგრესიულ საზოგადოებას.  გარდა ამისა, გვაქვს პასუხისმგებლობის აღების პრობლემაც: ყველა ვიძახით იმას, რომ თითქოს ვიღაც სხვა არის აგრესიული, მაგრამ ჩვენ  ვქმნით და ვართ სწორედ ამ საზოგადოების ნაწილი. რეალურად გვაკლია საკუთარი თავის შესახებ ცოდნა და თვითკონტროლის უნარი. ამ უკანასკნელში, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ემოციების ჩაკვლა და დაფარვა, ეს არ არის ნორმალური. პირიქით, ემოცია როცა ადამიანში შემოდის,  მისი გამოიხატვა სრულიად ბუნებრივია. მაგალითად, გაბრაზება აბსოლუტურად ადამიანურია, მაგრამ ჩვენ ხშირ შემთხვევაში ან ვიკლავთ მას, ან უხეშად რომ ვთქვათ, სხვებზე ,,ვანთხევთ”. ყველაზე სწორია ზუსტად იმ ემოციის გამოხატვა, რაც ჩვენში აღიძვრება.

ზოგადად  და დღესდღეობით,  ახალგაზრდებში კრიმინალური მენტალიტეტი საიდან მომდინარეობს? ეს შეიძლება იყოს სხვებზე დომინირების სურვილი, ან თავდაცვის  ერთერთი ხერხი?

– კრიმინალი ყოველთვის არსებობდა და იარსებებს, უბრალოდ ახლა უფრო მეტად შუქდება ყველაფერი, ვიდრე ადრე.

ადამიანისთვის დამახასიათებელია-მე მინდა ბატონობა სხვაზე, იმიტომ რომ მე ვერ ვბატონობ საკუთარ თავზე. ეს უკანასკნელი შედარებით რთულია, რადგან მეტი ძალისხმევა სჭირდება, შესაბამისად როცა არ გყოფნის ძალა ამისთვის, გინდება სხვების კონტროლი.

ასეთი შემთხვევები მოზარდებში ძალიან ხშირად ხდება, რაც ძირითადად ოჯახიდან მომდინარეობს. როცა ოჯახში ბავშვს არ ჰყავს სწორი ავტორიტეტი, მისი მშობლები თვითონ არიან მიდრეკილი კრიმინალური ქცევებისკენ, ეს პრობლემის ამომავალი წერტილია. ბავშვი აუცილებლად ნორმად ჩათვლის აგრესიულ ქცევას, აზროვნებას, მისთვის ნებისმიერი დევიანტური ქმედება მისაღები გახდება.

ასევე, დიდი პრობლემაა ოჯახში ავტორიტეტის არყოლა. ბავშვი მიდრეკილია რომ ეძებოს ადამიანი, ვისგანაც ისწავლის ქცევებს, მიბაძავს, გარკვეულ შემთხვევებში მისი რეაქციების მოდელირებას მოახდენს, და როდესაც ოჯახში ასეთ ავტორიტეტს ვერ პოულობს, ეძებს გარეთ, ქუჩაში, სადაც ძირითადად კრიმინალური მენტალობის ადამიანს ხვდება.

საკუთარი თავის რეალიზების განცდა რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის და შეიძლება თუ არა აგრესიის ერთერთ გამომწვევ ფაქტორად მისი ნაკლებობა ჩავთვალოთ?

– რა თქმა უნდა, პირველი პრობლემა რატომაც ვართ ბოღმიანები (ხალხურ ენაზე), არარეალიზებულობაა. გამოუთქმელი სიტყვები, გამოუხატავი ემოციები, დაუკმაყოფილებელი სურვილები არამარტო ფსიქოლოგიურ, არამედ ფიზიკურ პრობლემებსაც იწვევს, მაგალითად ასთმის შეგრძნებას, ჩიყვს და ა.შ.

თვითრეალიზებაში წამყვანია თვითკონტროლი, რითიც მიიღწევა თავდაჯერებულობა. ეს უკანასკნელი,  პირველყოვლისა, საკუთარი თავის გაცნობით ხდება, რადგან შეუძლებელია გწვამდეს და გვიყვარდეს ის, ვისაც არ ვიცნობთ. თავდაჯერებული ადამიანი თავისთავად არის თვითრეალიზებულიც.

ზოგჯერ ეს ცნება არასწორად გვესმის. რეალიზება არ ნიშნავს მაინცდამაინც მაღალი თანამდებობის, ხელფასის ქონას, ან ეკრანზე გამოჩენას, ეს არის რესურსების შენთვის საინტერესო სფეროში გამოვლენა/გამოყენებით მიღებული კმაყოფილების განცდა.

რასაც ადამიანები ხალხურ ენაზე ვეძახით “ბოღმას”, მეცნიერებაში ესაა მომენტი როცა ,,მე მაქვს აგრესია შენ მიმართ, იმიტომ რომ შენ შეძელი შენი რესურსების გამოყენება, მე ვერა”. აქ თავს იჩენს მეორე პრობლემაც: ჩვენ თუ ვერ ვიყენებთ ჩვენს რესურსებს, ესე იგი ვერ ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და ვცდილობთ ავირიდოთ , ან გავექცეთ მას. მაგალითად, ადამიანი თუ ვერ შოულობს სამსახურს, ხშირ შემთხვევაში აბრალებს გარემოს და ქვეყნიდან გაქცევაზე ფიქრობს, რეალურად  კი ეს  საკუთარი თავისგან გაქცევაა. მიუხადავად გარემოში არსებული უამრავი პრობლემისა, შენ თუ პასუხისმგელობას აიღებ შენ თავზე და გაიაზრებ, რომ ყველა საზოგადო პრობლემას ფიზიკურად ვერ მოაგვარებ, შეძლებ, რომ საკუთარი თავი გაიძლიერო. იარო ტრენინგებზე, უფასო სემინარებზე, უყურო ვებინარებს და სხვა მრავალი საშუალებით განვითარდე.

როგორც ცნობილია, არსებობოს ბულინგის რამდენიმე ტიპი: ფიზიკური, ვერბალური, ფარული და კიბერბულინგი. რომელია მათგან ყველაზე ხშირი და სახიფათო?

– საშიში, რა თქმა უნდა, ყველა სახის ბულინგია და მისი მსხვერპლი ყველა შემთხვევაში დიდ სტრესს განიცდის. ბულინგი ძირითადად მიქსირებულად მიმდინარეობს, ანუ რამდენიმე ტიპის ჩაგვრა ერთდროულად ხდება. მაგალითად, დღეს თუ ვერბალურად განხორციელდა, ხვალ აუცილებლად მოყვება ფიზიკური და სხვა სახის ძალადობა.

ყველაზე დამანგრეველი შედეგი ფსიქოლოგიურ ძალადობას მოაქვს. ამ ტიპის ზეწოლა ყველაფერს ერთად მოიცავს. ფაქტობრივად, ანადგურებს მსხვერპლის თვითშეფასებასა და მოტივაციას, რომ შეძლოს სიტუაციის გამოსწორება. ამ ტიპის ბულინგი ძალიან დიდხანს მიმდინარეობს და ქრონიკულ სახეს იღებს.

ბულერი (მოძალადე) ხშირად არის სხვებზე ფიზიკურად, გონებრივად ან რაიმე ნიშნით ძლიერი , თუმცა თვითონაც ისეთივე მსხვერპლია, როგორც მისი ჩაგვრის ობიექტი. მისი ქცევა მომდინარეობს, როგორც თავში აღვნიშნეთ,  თვითრეალიზების ნაკლებობიდან, ეს იწვევს თვითგამოხატვის არასაწორი ფორმების სწავლას.  ბულერის დახმარება ხდება იმ ემოციების გამოხატვაში დახმარებით, რისმა დაგროვებამაც გამოიწვია აგრესია. მას აუცილებლად ექნება შინაგანი ტრავმა, პრობლემა ოჯახში, ან ეყოლება არასწორი ავტორიტეტი, რადგან ნორმალურ გარემოში აღზრდილ ბავშვს არასდროს უნდება სხვებზე ძალადობა, ის ბედნიერია იმით, რაც აქვს.

ბულინგის მსხვერპლის დახმარება მისი გაძლიერებით ხდება. აუცილებელია იმ დადებით თვისებებზე ორიენტირება და გააქტიურება, რაც გააჩნია და, ცხადია,  შეუძლებელია არ გააჩნდეს.

თქვენი აზრით, რამდენად სწორი სტრატეგია აქვს არჩეული ჩაგვარსთან საბრძოლველად განათლების სამინისტროს?

– მანდატურის სამსახურს მივესალმები, ოღონდ გარკვეულწილად, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, პროფესიონალიზმის პრობლემა არსებობს. მანდატური პოლიციელთან არის გაიგივებული და დამსჯელობითი ფუნქცია აქვს. ვფიქრობ, ის ფსიქოლოგიც უნდა იყოს, ისევე როგორც ნებისმიერი პედაგოგი. მე არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც უნივერსიტეტი უნდა ჰქონდეთ დამთავრებული, მაგრამ რაღაც კურსების გავლა აუცილებელი უნდა იყოს. ერთი სიტყვით, ვთლი, რომ სკოლაში მომუშავე ყველა ადამიანი ვალდებულია საბაზისო დონეზე მაინც იცოდეს ფსიქოლოგია, კერძოდ, ასაკობრივი თავისებურებები, სქესობრივი მომწიფება- ქცევები პუბერტატის დროს და სხვ. ამის გარეშე შეუძლებელია ძალადობა და ბუნებრივი პროცესი ერთმანეთისგან გავმიჯნოთ.

როგორ შეიძლება ავირიდოთ თავიდან ბულინგი ახალგაზრდებში? რა რჩევებს მისცემდით სხვადასხვა პასუხისმგებელ უწყებებს , პედაგოგებს და მშობლებს ამ პრობლემების მოსაგვარებლად?

– განათლების სამინისტროს ვურჩევდი, რომ მოახერხოს პედაგოგების ფსიქოლოგიური გადამზადება.

არამარტო მოსწავლეების, არამედ პედაგოგთა ფსიქოლოგების შტატი თუ იარსებებს სკოლებში, იდეალური იქნება, რადგან თვითონ მასწავლებლებსაც სჭირდებათ ამ მხრივ დახმარება. მათ თუ ექნებათ ფსიქოლოგთან შეხება, თავის პირად პრობლემას აღარ გადამოანთხევენ ბავშვზე.

არაჩვეულებრივია სკოლებში მშობლეთა კლუბების ჩამოყალიბება, სადაც მშობლები ივლიან და ერთმანეთს პრობლემებს გაუზიარებენ. კარგი იქნება თუ ჩამოყალიბდება თერაპიული წრეები; მრგვალი მაგიდები, სადაც გაირჩევა აქტუალური პრობლემები და ა.შ. 

მშობლები თვითონ უნდა ინტერესდებოდნენ, რომ იარონ ტრენინგებზე, ან თუნდაც ინტერნეტში უყურონ შემეცნებით ვიდეოებს, რითიც შეძლებენ შვილებთან ერთად თავიანთი პრობლემების გადაჭრასა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას.

აკაკი ალაგარდაშვილი

Share3Tweet2

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

შოვში მიმდინარე სამაშველო სამუშაოებში ჩართული სამხედრო გარდაიცვალა

შოვში მიმდინარე სამაშველო სამუშაოებში ჩართული სამხედრო გარდაიცვალა

3 years ago
რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად პატრიარქის მდივანი მივიდა

რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად პატრიარქის მდივანი მივიდა

5 years ago
„დიდი მარხვა: მოგზაურობა აღდგომისაკენ“- პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი

„დიდი მარხვა: მოგზაურობა აღდგომისაკენ“- პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი

11 years ago
როგორ აფასებს ილია მეორე რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ კონფლიქტს? – ინტერვიუ ფრანგულ ჟურნალთან

საქართველოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქსა და პრეზიდენტს კემეროვოს ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა

9 years ago

ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

10/11/2026

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა ესპანეთის ქალაქ ვიგოში გამართულ პოლიციელთა და მეხანძრეთა ევროპის 11-ე თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. 2026 წლის 10...

მეტის ნახვაDetails
ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა 10/11/2026
  • ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა 10/10/2026
  • გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს 10/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by