გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 მარტს საქართველოში ტემპერატურის ვარდნაა მოსალოდნელი.
საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო- დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში – ზოგან თოვლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია 22 მარტის დილამდე გამოიწვიოს მდინარეებზე წყლის დონის მატება.






