• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კვლევა: აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქალები ძირითადად გენდერული და რელიგიური ნიშნით არსებულ პრობლემებს აწყდებიან

9 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
კვლევა: აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქალები ძირითადად გენდერული და რელიგიური ნიშნით არსებულ პრობლემებს აწყდებიან
6
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ქალები აწყდებიან ბარიერებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში საერთო, ზოგჯერ კი განსხვავებულია. გენდერული ნიშნით ჩაგვრას თან ერთვის სხვა ნიშნით ჩაგვრაც. მაგალითად, რელიგიური, ეთნიკური, რასობრივი და ა.შ. „აჭარაში მცხოვრებ მუსლიმ ქალთა საჭიროებების კვლევაში“, რომელიც „ქართველ მუსლიმთა კავშირის დაკვეთით“, We Research-ის მიერ არის მომზადებული, ნათქვამია, რომ აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქალები ძირითადად გენდერული და რელიგიური ნიშნით არსებულ პრობლემებს აწყდებიან. აღნიშნულ კვლევაში 44 მუსლიმი ქალი მონაწილეობდა.

„მშობლები უწყობენ შვილებს ხელს, რა თქმა უნდა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, არის კატეგორია მშობლების, რომლებსაც არ სურთ შვილებმა განათლება მიიღონ. ძირითადად, გოგოებთან მიმართებაში“ (ბათუმი).

„ჩემმა მამიდაშვილმა პირველად დაიფარა თავზე და აჩვენა ყველას, რომ ასე სწავლა შეიძლება, ამით ბევრს მისცა მაგალითი” (ბათუმი).

„კერძო სკოლაში ეს შემთხვევები ხშირია, იმიტომ რომ ის ორიენტირებულია მოსწავლეებზე და შენით ვერ მოიზიდავენ, პიარი არ იქნება კარგი, მაგის გამო, პრობლემა შეექმნებათ. არც ერთ დედას, არ მოეწონება თავდაფარებული მასწავლებელი” (ბათუმი).

მუსლიმი ქალების ეს სიტყვები კვლევიდან არის მოყვანილი (სტილი დაცულია). როგორც ამ კვლევის ავტორი ლელა ჯავახიშვილი „თბილისი თაიმსთან“ საუბარში ამბობს, მუსლიმი ქალები დისკრიმინაციას როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ გარემოშიც აწყდებიან.

„აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქალები, როგორც გენდერულ, ისე რელიგიურ დისკრიმინაციას აწყდებიან, რაც  მათი პიროვნული, თუ პროფესიული  განვითარებისთვის ხელის შემშლელია. მუსლიმი ქალები დისკრმინაციას აწყდებიან როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ გარემოში. კერძოდ, მათივე ოჯახებსა თუ თემში. შეიძლება ითქვას, რომ აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქალები, არ ერიდებიან საუბარს მთელ რიგ დაბრკოლებებზე, თუმცა თავიანთ თავს პრობლემის მომგვარებლად არ განიხილავენ და პასუხისმგებლობა სხვებზე გადააქვთ.“ – ლელა ჯავახიშვილი, კვლევის ავტორი.

კვლევის მიხედვით: „განათლების და დასაქმების პროცესში, დისკრიმინაცია ძირითადად მათი რელიგიური კუთვნილების გამო ხდება, რაც განსაკუთრებით მწვავედ დგას იმ ქალებისთვის, ვინც თავსაფარს ატარებს. რაც შეეხება პოლიტიკურ აქტივიზმს, აქ ფოკუს ჯგუფის მონაწილეებს, ძირითადად, საზოგადოების მხრიდან მათ სქესთან დაკავშირებით არსებული მოლოდინები აბრკოლებთ. შედეგები აგრეთვე აჩვენებს, რომ ქალებისთვის ნაკლებად არის ხელმისაწვდომი გასართობი აქტივობები, რაც განსაკუთრებით ნათლად ჩანს მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში. მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ხშირად, ქალები თავს არიდებენ აღიარონ ამა თუ იმ დაბრკოლების არსებობა მათ ცხოვრებაში, პრობლემებისგან დისტანცირდებიან და მათ მოგვარებას სხვებს ანდობენ.“

„ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რომელიც კვლევისას გამოიკვეთა, ესაა თვითდისკრიმინაცია. ჩვენი ორგანიზაცია ატარებს სხვადასხვა ღონისძიებებს და ვმუშაობთ უშუალოდ თემის შიგნით პრობლემების აღმოსაფხვრელად.“ – დალი სოლომონიძე, ქართველ მუსლიმთა კავშირის ქალთა ფრთის ხელმძღვანელი.

მიუხედავად იმისა, რომ „ზოგადი განათლების შესახებ კანონის“ მიხედვით, მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს კანონით დადგენილი წესით აქვთ რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება, ნებისმიერი ან არც ერთი რწმენისა თუ მსოფლმხედველობის ნებაყოფლობით არჩევის და შეცვლის უფლება. ასევე დაუშვებელია, მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს დაეკისროთ ისეთი ვალდებულებების შესრულება, რომლებიც ძირეულად ეწინააღმდეგება მათ რწმენას, აღმსარებლობას ან სინდისს (მუხლი 18.რწმენის თავისუფლება), დალი სოლომინიძე ამბობს, რომ ბევრი მაგალითი არსებობს იმის, რომლის დროსაც ეს მუხლი ირღვევა.

 „როდესაც თავსაფარზეა საუბარი, ამ შემთხვევაში, მოსწავლის უფლებები უხეშად ირღვევა. განათლების სამინისტრო რეაგირებას არ ახდენს. მაგალითად, ყარაჯალაში გოგონას ჰიჯაბის მოხსნა მოუხდა. ასევე, ჩემი ნათესავის ბავშვი ტირილით მოვიდა, მასწავლებელმა შეურაცხყოფა მიაყენა. ხშირად არის მსგავსი შემთხვევები: ბავშვებს ეუბნებიან, რომ არ უნდა იყვნენ მუსლიმები, პირჯვარს აწერინებენ და ამბობენ, რომ ქართველი ნიშნავს მართლმადიდებელს.“ – დალი სოლომონიძე.

დალი სოლომონიძე ამბობს, რომ საჯარო დაწესებულებებში დისკრიმინაციის მაგალითები არ ჰქონია, რადგან სამსახურის ძებნა არ უცდია და მუშაობა პირდაპირ ამ ორგანიზაციაში დაიწყო. უარყოფით რეაქციას კი საზოგადოებიდან  და სოციალური ქსელიდან იღებს:

„როდესაც რამეს ვამბობ, მეუბნებიან, რომ სიმართლეს არ ვლაპარაკობ და ასეთი ფაქტები არ ხდება, თუმცა ჩემს სიმართლეს განთავსებული კომენტარებიც ამტკიცებს.“ – დალი სოლომონიძე.

სად არის პრობლემის მოგვარების გზა?

კვლევის ავტორი, ლელა ჯავახიშვილი: „აჭარაში მცხოვრებ მუსლიმ ქალთა საჭიროებების კვლევის“ მონაწილეების წინაშე მდგარი გამოწვევებისა და პრობლემების ანალიზის შედეგად თემატური რეკომენდაციები შემუშავდა. კვლევის ავტორმა ლელა ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ ეს რეკომენდაციები გარკვეულწილად შეთავაზებაა პრობლემების მოგვარების გზების ძიებისას.

„კვლევაში წარმოდგენილ პრობლემათა სპექტრის გარდაქმნაში სახელმწიფოს როლი დიდია. განათლების სამინისტროს უშუალოდ ეხება ის პრობლემები, რომლებიც ბაღებთან, სკოლებთან და უმაღლეს სასწვალებლებთან მიმართებით აჭარაში მცხოვრებ ქალებს აქვთ. სახალხო დამცველის აპარატის აქტიური მუშაობა ხელს შეუწყობს რიგი პრობლემების აღმოფხვრას. დასაქმების საკითხიც უფრო მეტად გადაიჭრება, თუ ამაში სახელმწიფოც შეიტანს თავის წვლილს და იზრუნებს, რომ მუსლიმ ქალებს ურთულესი ბარიერები არ შეხვდეთ წინ. ასევე სახელმწიფოს შეუძლია იზრუნოს იმაზე, რომ ამ ქალებმა ზუსტად გააცნობიერონ, თუ რას მოიცავს პოლიტიკური და სამოქალაქო ჩართულობა, რათა მათი რესურსი უკვალოდ არ გაქრეს. ადგილობრივ ხელისუფლებას კი, უპირველეს ყოვლისა, ევალება მოაწესრიგოს ინფრასტრუქტურა და სოციალური ცხოვრების რეალიზებისთვის მინიმალური პირობები  შეუქმნას, განსაკუთრებით, მაღალმთიან აჭარაში მყოფ ქალებს. უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების გაწყობები უნდა შეიცვალოს, ცნობიერების ამაღლებაა ამოსავალი წერტილი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს შესაძლო წვლილი ამ საქმეში.

ასევე მნიშვნელოვანია, დამსაქმებლების ცნობიერების ამაღლება ადგილობრივ დონეზე, რაც შესაძლებელია განხორციელდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ან არასამთავრობო ორგანიზაციების ინიცირებით. მუსლიმ ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გასაზრდელად, აუცილებელია ქალთა გაძლიერება და გენდერული როლების გადააზრება, რაშიც მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულოს ქალთა საკითხებზე მომუშავე, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულმა ცნობიერების ამაღლების კამპანიებმა.“ – ამბობს ლელა ჯავახიშვილი.

ნინი მაზიაშვილი

Share2Tweet2

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

დავით სერგეენკო მედიკამენტებზე ფასების ცვლილებას ვარაუდობს

12 years ago
სავარაუდოდ სპორტსმენი ქალის მხრიდან ცემის ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა – 14 წლის მოზარდზე ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

სავარაუდოდ სპორტსმენი ქალის მხრიდან ცემის ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა – 14 წლის მოზარდზე ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

1 year ago

“2017 წელი რომ ძალიან მაგარი წელი იქნება, არა მხოლოდ მჯერა, ამას გპირდებით”

10 years ago
“ტრაგედია იმ დროს მოხდა, როცა ნიკოლოზი დედას სკოლიდან გამოჰყავდა… მძღოლმა თვითდაზიანება მიიყენა” – რას ჰყვებიან ავარიაზე, რომელსაც მოზარდი ემსხვერპლა

“ტრაგედია იმ დროს მოხდა, როცა ნიკოლოზი დედას სკოლიდან გამოჰყავდა… მძღოლმა თვითდაზიანება მიიყენა” – რას ჰყვებიან ავარიაზე, რომელსაც მოზარდი ემსხვერპლა

2 years ago

ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო და მის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს. მომხდართან დაკავშირებით კი უწყება განმარტავს,...

მეტის ნახვაDetails
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by