• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

როგორ გავარჩიოთ ონლაინ მაღაზია სანდოა თუ არა?!

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
როგორ გავარჩიოთ ონლაინ მაღაზია სანდოა თუ არა?!
17
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ონლაინ შოპინგი ძალიან კარგი საშუალებაა – დატვირთული გრაფიკის მქონე ადამიანებისთვის და მათთვის ვინც ვერ ახერხებს მაღაზიებში სიარულს, ან არ უყვარს. ბოლო დროს მომრავლდა ონლაინ მაღაზიები, მათ შორის ბევრი არასანდო მაღაზია გვხვდება, რომელიც ატყუებს მომხმარებელს. როგორ უნდა მიხვდეს, შემკვეთი, რომ ონლაინ მაღაზია არის სანდო და არა თვითმარქვია. რამდენად აქტიურია მომხმარებელი, არის თუ არა კონკურენცია ბაზარზე. „თბილისი თაიმსი“ ქართული ონლაინ კომპანიების „shop.ge”-ს  და „wishlist.ge”-ს წარმომადგენლებს ესაუბრა.

Wishlist.ge: “სამწუხაროდ საკმაოდ ბევრი ონლაინ მაღაზია გაიხსნა, რომლებიც ძალიან მაღალ ფასში ყიდიან პროდუქციას და ასევე ატყუებენ მომხმარებელს, მათ მიერ რეალიზებული პროდუქციის წარმომავლობის შესახებ. ძალიან ხშირია, რომ ჩინურ ბრენდებს და პროდუქტებს ასაღებენ როგორც ევროპულს და უაზროდ მაღალ ფასს ახდევინებენ; ასევე ყოფილა შემთხვევები, რომ თანხა გადაუხდევინებიათ და მერე პროდუქცია არ მიუწოდებიათ. ჩვენ მოგცემთ ზუსტ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა გაარჩიოთ სანდო არა სანდოსგან:

  1. არ ენდოთ ისეთ „მაღაზიებს“, რომლებიც მხოლოდ ფეისბუქის გვერდით ოპერირებენ და არ აქვთ შესაბამისი ვებ გვერდი.
  2. არ ენდოთ ისეთ „მაღაზიებს“, რომლებსაც სტანდარტული ფეისბუქ მომხმარებლის პროფილი აქვს, არ აქვს სპეციალიზირებული ბიზნეს ფეიჯი და გიგზავნით მეგობრობის მოთხოვნებს. ჩვენი რჩევაა ყველა მსგავსი შემოთავაზება წაშალოთ, ხოლო პროფილი “დაარეფორთოთ” – გაასაჩივროთ.
  3. თუ კი გადაამოწმეთ, რომ ბიზნეს გვერდს (ფეიჯს) აქვს ვებ. გვერდიც, მაშინ ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ ასპექტებს:
  4. აქვს თუ არა ბარათით გადახდის ოფცია საიტზე – თუ არა, ესე იგი ის ყიდის ყალბ ე.წ. პატენტ პროდუქციას.
  5. თანამშრომლობს თუ არა ძირითად ბანკებთან განვადების კუთხით
  6. გადახედეთ საიტზე განთავსებული პროდუქტების ბრენდებს – თუ არის ცნობილი, საერთაშორისო ბრენდები, მაშინ სანდოა. თუმცა მაინც გადაამოწმეთ, არის თუ არა მათ საიტზე რეალიზებული პროდუქცია ორიგინალი.
  7. გადაამოწმეთ აქვს თუ არა საიტს ადგილზე გადახდის ოფცია – თუ საიტი მხოლოდ წინასწარი გადახდით მუშაობს, მაშინ არა სანდოა; თუ გაძლევთ საშუალებას, რომ კურიერთანაც მოახდინოთ ანგარიშსწორება, ესე იგი სანდოა.
  8. მიაქციეთ ყურადღება დადებული პროდუქციის წარმომავლობას – თუ საიტზე დევს მეორადი, ან საეჭვო წარმომავლობის ნივთები, მაშინ ყოველ შენაძენზე დაგჭირდებათ დიდი ანალიზის გაკეთება, რამდენად პირველადია ნივთი.

ბოლო 1 წლის მანძილზე, ჩვენ წარმოუდგენელი მოცულობით გავზარდეთ ასორტიმენტი, გავხდით ევროპაში ლიდერი საბავშვო პროდუქციის არაერთი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში; გამომდინარე აქედან მომხარებელთა რიცხვიც საოცრად გაზრდილია.  კონკურენცია ჯანსაღია, თუმცა ცოტა უსამართლო ჩვენნაირი მოწინავე და ძლიერი კომპანიისთვის, რადგან ხშირია ჩვენი ინიციატივებისა და აქციების კოპირება. ბიზნესი ძალიან რთულია და მომგებიანობამდეც მისვლა ძალიან დიდ დროსა და შრომით რესურსს მოითხოვს; ამიტომ ესე ერთმნიშვნელოვნად თქმა რთულია – ზოგისთვის არის, ზოგისთვის არა. ჩვენ ნიშურ ბიზნესს არ ვეწევით – ჩვენი მიზანია ამაზონის ტიპის ონლაინ მაღაზიის შექმნა, რომელიც იქნება ლიდერი ამ სფეროში რეგიონის მასშტაბით. იმედი გვაქვს ქვეყნის ინფრასტრუქტურაც და ბანკებიც განვითარდებიან შესაბამისად და უახლოეს მომავალში მივაღწევთ ამ მიზანს.”

Shop.ge:  “კარგი იქნება თუ მომხმარებელი სანამ ნივთის შეძენას გადაწყვეტს გაეცნობა ინფორმაციას აღნიშნული ონლაინ მაღაზიის შესახებ. მაგალითად: ნახავს ამ მაღაზიის შეფასებებს:  – მომხმარებლების შეფასებები მაქსიმალურად ამცირებს მოტყუების რისკს. ჩვენი საიტის მომხმარებლების სია სულ უფრო იმატებს. მოსახლეობა ნელ – ნელა ეჩვევა ონლაინ შოპინგს. ბაზარზე მეტ ნაკლებად ჯანსაღი კონკურენციაა. რაც შეეხება ონლაინ ბიზნესს – მოგეხსენებათ, ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში საკმაოდ მაღალ დონეზეა ეს სფერო განვითარებული, რაც შეეხება საქართველოს – ჩვენი ქვეყნისთვის „მომავლის“ ბიზნესია.”

მარიამ ხუციშვილი

Share7Tweet4

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

არტისტები ვართ ეს ქართველები

არტისტები ვართ ეს ქართველები

11 years ago
უახლოეს მომავალში საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა გაიმართება

უახლოეს მომავალში საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა გაიმართება

12 years ago
ირაკლი ტაბლიაშვილი: ტელევიზიებიდან ისმის, რომ ევროკავშირს არც არაფერი მოუტანია ჩვენთვის

ირაკლი ტაბლიაშვილი: ტელევიზიებიდან ისმის, რომ ევროკავშირს არც არაფერი მოუტანია ჩვენთვის

9 years ago
თბილისის ბაღების 200-მდე მეთოდისტს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა

თბილისის ბაღების 200-მდე მეთოდისტს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა

7 years ago

ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად - ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძესოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, 90-იან წლებში, სვანეთში, 9 წლის...

მეტის ნახვაDetails
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე 08/12/2026
  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by