ევროვიზიის მეორე ნახევარფინალის შედეგებით, ფინალში გავიდნენ შემდეგი ქვეყნები: სერბეთი, მოლდოვა, უნგრეთი, უკრაინა, შვედეთი, ავსტრალია, ნორვეგია, დანია, სლოვენია, ჰოლანდია. საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ირიაო“ მეორე ნახევარფინალში მე-10 ნომრად გამოვიდა, თუმცა ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა. „ირიაომ“ შეასრულა სიმღერა – “შენი გულისთვის”.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 63-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი 8 მაისს ჩატარდა და ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: ავსტრია, ესტონეთი, კვიპროსი, ლიტვა, ისრაელი, ჩეხეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, ფინეთი და ირლანდია. საქართველოში კონკურსი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
„ევროვიზია 2018“-ის ფინალი, რომელიც პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ტარდება, 12 მაისს გაიმართება.





