• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

City Time ადგილი, სადაც გემო და ხელოვნება ერთმანეთს ერწყმის

8 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
City Time ადგილი, სადაც გემო და ხელოვნება ერთმანეთს ერწყმის
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ლესელიძის ხალხმრავალ, ხმაურიან ქუჩას მივუყვები. მეც ამ ხმაურისა და ქაოსის წევრი ვხდები. მომწონს, უბრალოდ რომ მივდივარ, თუმცა თვალით სასურველ ადგილს ვათვალიერებ. უცებ, ვჩერდები და ვხედავ გაცრეცილ წარწერას City Time,  იმ წამსვე ვიწყებ ფიქრსა და წარმოდგენების შექმნას, თუ როგორი გარემო და ინტერიერი დამხვდება იქ მისულს. მართალია რაც ბრწყინავს ოქრო არაა და პირიქით, ერთი შეხედვით არასოდეს უნდა ენდო ვიზუალს. შესვლისთანავე წინასწარ წარმოდგენილი ილუზიებს სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდას ღიმილი აქრობს. დაბნეული ვეუბნები, რომ შეხვედრაზე ვარ და ისიც თავაზიანად რამდენიმე წუთით მოცდას მირჩევს. სწორედ, აქ იწყება მოგზაურობა.

City Time მაჩაბლის ქუჩის მოსახვევში, კუთხეში, ისტორიული შენობის ქვედა სართულზეა განთავსებული. შესვლისთანავე ადვილი შესამჩნევია გამორჩეული, უნიკალური დიზაინი და საოცრად თავაზიანი პერსონალი.

თუ ქალაქის თავბრუდამხვევ აურზაურს გინდათ მოწყდეთ და დაისვენოთ, City Time იმაზე მეტს გთავაზობთ, ვიდრე თქვენ გგონია. ადგილი, რომელიც ერთ სივრცეში მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს, დასვენებასა და გართობას გთავაზობთ.

შესანიშნავი საფარია წყვილისთვის, საღამოს, ჭიქა წითელ ღვინოსთან ერთად. ფუმფულა, კომფორტული დივნები, ოვალური მაგიდები და დახვეწილი ფერები იდეალური ადგილია, შუადღის ლანჩისთვის.

საუკეთესო მუსიკა, ფერადი კოქტეილები არაჩვეულებრივი შემოთავაზებაა საღამოს მეგობრებთან ერთად დასვენების და გართობისთვის.  

მოგზაურობა გრძელდება, რამდენიმე წუთის შემდეგ, ჩემკენ მხიარული, მომღიმარი ქალბატონი გამოეშურა. ნინო მარსაგიშვილი, ექიმი, ფსიქოთერაპევტი, დიზაინერი  City Times-ის დამფუძნებელია. სასაუბროდ წყნარ ადგილს მთავაზობს და ლაუნჯ-ბარის გახსნის ისტორიას იხსენებს.

„ეს ადგილი ჩემს მშობლებს ეკუთვნოდათ. ერთ დღესაც სრულიად მოულოდნელად ძველი ბომბები აღმოაჩინეს და ამის გამო, მთლიანად გათხარეს. მუდმივად მქონდა სურვილი, თავად წამომეწყო რაღაც ისეთი საქმიანობა, რომელიც ჩემი იქნებოდა და თან სიამოვნებით გავუძღვებოდი. ამიტომ, გადავწყვიტე, გამეკეთებინა ბარი, რომელიც მომხმარებელს სრულიად მყუდრო და მშვიდ გარემოს შესთავაზებდა ქაოსისგან თავის დასაღწევად.“

არ გასჭირვებია თითოეული დეტალის საკუთარი ხელით შექმნა, ყველაფერზე დღემდე თავად ზრუნავს. არჩევს სასიამოვნო ფერებს,ქმნის მყუდრო და სასიამოვნო გარემოს.

„დიზაინზე თავად ვზრუნავ. City Time მინდა, ყველასთვის სასურველ ადგილად იქცეს. სადაც ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანს მოუნდება მოსვლა და დროის გატარება. ყოველ დეტალზე ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი. ყველაფერს ძალიან მარტივად გააკეთებ თუ აცნობიერებ, რა გაქვს ,რა გინდა რომ გქონდეს და ითვალისწინებ მომხმარებლის სურვილებს და გემოვნებას.“

მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში დიდი კონკურენცია, ცდილობს საკუთარი განმასხვავებელი ნიშა იპოვნოს და ამით გახადოს ბარი გამორჩეული და ყველასგან განსხვავებული.

„მომსახურების სფეროში კონკურენცია მართლაც დიდია, რადგან ადგილობრივი ბაზარი წლების განმავლობაში იქმნებოდა და ამ დროისთვის თბილისში ასობით მსგავსი ბარია  წარმოდგენილი. თუმცა, ჩვენი უპირატესობა მომსახურების ხარისხი, გამორჩეული თანამშრომლები და უგემრიელესი სამზარეულო. ვცდილობ  ქართული ნაციონალური კერძები ევროპულ დიზაინს შევურწყა. თითოეული ქართული კერძი, როგორც ხელოვნების ნიმუში ისე აღიქვას უცხოელმა. ჩვენი სამზარეულო გემოს გარდა აქცენტს მის ვიზუალზეც, ხელოვნებაზე აკეთებს.“

ლაუნჯ-ბარი მომხმარბელებს კერძებისა და სასმელების ფართო არჩევანს სთავაზობს, რომელიც გამორჩეულია თავისი გემოთი და არომატით.

„გვაქვს ევროპული და ტრადიციული კერძების დიდი არჩევანი, ასევე ფართოა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ასორტიმენტიც. ქართული კერძები განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს ჩვენს უცხოელ სტუმრებში. გარდა აღნიშნულისა, ჩვენთან მზადდება უგემრიელესი დესერტები და სხვადასხვა ტკბილეული… სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია ფურშეტებისა და ბიზნეს ლანჩების ორგანიზებაც.“

რაც შეეხება ფასებს, მენიუ და მომსახურება საშუალო სეგმენტის მომხმარებელზეა გათვლილი.

„ვეცადეთ, ფასები შეძლებისდაგვარად დემოკრატიული ყოფილიყო. სამომავლოდ ბევრ სიახლეს ვგეგმავთ. სიახლეებს მენიუში,  ვაპირებთ ინტერიერის შეცვლასაც. City Time თავის არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად მუდმივად მზადაა სასიამოვნოდ გაატარებინოს ჩვენთან მოსულ სტუმრებს, ასევე უმასპინძლოს ქორწილებს, კონფერენციებსა და ფურშეტებს.

დაბოლოს, მოგზაურობის დასასრულს ჭიქა ყავა უნდა მიირთვათ სასიამოვნო მუსიკის ფონზე და დატკბეთ გარემოთი, რომელიც სხვაგან არსად შეგხვდებათ.

მარიამ ლეკიაშვილი

 

 

 

Share2Tweet1

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

ილია მეორე-ოჯახი ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს

ილია მეორე – მეორედ მოსვლა ახლოსაა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ

7 years ago

თბილისში არარეგისტრირებულ მიუსაფარ პირებს თავშესაფარში განთავსები საშუალება ექნებათ

11 years ago
მამუკა ბახტაძე: “სამინიტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება”

მამუკა ბახტაძე – შევეცდები, სამი რიცხვით დაგამახსოვროთ საქართველო, ესენია 1, 28 და 8 000

7 years ago

დუშეთში დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა იქნა აღმოჩენილი

13 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by