სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დიდ დიღომში მდებარე რამდენიმე სუპერმარკეტიდან ვადაგასული სურსათი ამოიღო.
როგორც “თბილისი თაიმსს” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ი/მ “მევლუდ ტალახაძის” მარკეტსა და სუპერმარკეტ “ვეჯინში”ვადაგასული შებოლილი ძეხვი, სხვადასხვა წარმოების იოგურტი, რძე, კეფირი, არაჟანი, მაიონეზი, ბოსტნეულის კონსერვები და კარაქი გამოვლინდა.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ვადაგასული პროდუქცია ამოღებულია რეალიზაციიდან და ექვემდებარება განადგურებას.
27.09.13