• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თბილისის მერია 700 ახალი ავტობუსის შესყიდვას გეგმავს

8 years ago
in ექსკლუზივი, საზოგადოება
A A
თბილისის მერია 700 ახალი ავტობუსის შესყიდვას გეგმავს
5
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამარშრუტო ცვლილებებზე, ავტოპარკის განახლებაზე, საფასურის შეგროვების ერთიანი სისტემის შემუშავებასა და სატრანსპორტო სხვა მიმდინარე მნიშვნელოვან თემებზე, The Tbilisi Times-ს თბილისის მერიის წარმომადგენელი ესაუბრა.

თბილისის საკრებულოს ტრანსპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ითქვა, რომ შესაძლოა მუნიციპალურ ტრანსპორტზე არსებული შეღავათები მიკროავტობუსებზეც გავრცელდეს. კერძოდ, გადახდიდან საათ-ნახევრის განმავლობაში მგზავრობა უფასო გახდეს. როდის შევა ეს ცვლილება ძალაში და ხომ არ იგეგმება სხვა შეღავათების დაწესება?

– 4 აპრილს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა. მისი მეშვეობით, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ფრანგული კომპანია „სისტრა“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების რეორგანიზაციისა და ინტეგრირებული ავტომატიზებული მგზავრობის საფასურის შეგროვების გეგმას შესთავაზებს. ,,სისტრა“ კვლევებზე დაყრდნობით, მრავალკომპონენტიან, ვადებში გაწერილ პროგრამას შეიმუშავებს, რომელიც დედაქალაქისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი სარეკომენდაციო დოკუმენტი იქნება. კომპანიამ მერიას დოკუმენტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა შესთავაზოს. გადახდის ინტეგრირებული ავტომატიზირებული მგზავრობის საფასურის შეგროვების სისტემის პროექტის შემუშავებაზე „სისტრას“ მუშაობა ჯერ არ დაუწყია. ამდენად, ამ ეტაპზე უცნობია ის წინადადებები, რომლებსაც კომპანია მგზავრთათვის მეტი კომფორტის შექმნის მიზნით დედაქალაქს შესთავაზებს.

შესაძლოა დედაქალაქში არსებული გრძელი სამარშუტო ხაზები გაუქმდეს და მგზავრთა გადაჯდომის ადგილები დაწესდეს. როდის განხორციელდება ეს ინიციატივა და რომელ სამარშურტო ხაზებს შეეხებათ ცვლილება?

-კომპანია იმუშავებს ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციაზე, რომელიც გულისხმობს  ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტების შესწავლასა და თბილისისთვის ოპტიმალურ, მგზავრთა ინტერესებზე მორგებულ დაგეგმვას, ამ პროცესში კი გათვალისწინებული იქნება მეტროს მუშაობის სპეციფიკაც. „სისტრამ“ მერიას თითოეული მარშრუტი რუკების, მარშრუტზე მოძრავი ავტობუსების რაოდენობების, გაჩერებების განრიგის, გადაჯდომის არეალების, ფეხით სავალი მანძილებისა და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების გათვალისწინებით უნდა წარუდგინოს. იქედან გამომდინარე, რომ კვლევა თბილისის მერიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში გადაეცემა, ჯერჯერობით უცნობია რომელ მარშრუტებს შეიძლება შეეხოს ცვლილებები. ასევე, რეკომენდაციების განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ კვლევის დასრულებისა და დედაქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მისი მოწონების შემდეგ.

რამდენი ავტობუსი და რა მარშრუტები დაემატება თბილისის სამარშრუტო ქსელს?

– თბილისის მუნიციპალიტეტის მერია უახლოესი 3 წლის განმავლობაში ეტაპობრივად 700 ახალი ავტობუსის შესყიდვას გეგმავს, რომლებიც 2016-2017 წლებში შეძენილ 144 „მანის“ მარკის ავტობუსთან ერთად შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ავტოპარკს მნიშვნელოვნად გაზრდის. მიმდინარე წლის 24 მაისს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ გამოაცხადა ტენდერი 90 ახალი ავტობუსის შესყიდვაზე. კვლევის პროცესში თითოეული მარშრუტი ცალკ-ცალკე დამუშავდება და განისაზღვრება მათზე გადანაწილებული ავტობუსების რაოდენობები და გრაფიკები.

რამდენად წარმატებულია პირველ მარტს განხორციელებული ცვლილება, რომელიც შეეხებოდა თბილისის 14 ქუჩაზე სამარშრუტო ტაქსების მხოლოდ გაჩერებაზე გაჩერებას? არის რაიმე დარღვევები ან წინააღმდეგობები მგზავრების მხრიდან?

– აღნიშნულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ავტობუსების მარშრუტების სავალ გზაზე ქაოტური გაჩერებები, რამაც თავის მხრივ შეამცირა მათგან გამოწვეული შეფერხებები, ხოლო მარშრუტების მომხმარებელი მგზავრი უფრო ორგანიზებული გახდა და ძირითადი ნაწილი სარგებლობს ავტობუსების გაჩერებებთან არსებული ქვეითთა გადასასვლელებით, რითაც ამაღლებულია უსაფრთხოება. არის შემთხვევები, როდესაც მგზავრების მოთხოვნებიდან გამომდინარე მძღოლების მიერ გაჩერება არ ხდება ავტობუსების გაჩერებების ადგილებზე, რის გამოც მძღოლების მიმართ დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება ახალი ქუჩების დამატებით გათვალისწინებას, იგი აუცილებლად იქნება განხილული 14 ქუჩაზე სრული წესრიგის დამყარების შემდეგ.

აკაკი ალაგარდაშვილი

Share2Tweet1

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

“თიბისი ბანკი” სტიქიის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად 50 000 ლარი გამოყო

“თიბისი ბანკი” სტიქიის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად 50 000 ლარი გამოყო

11 years ago
აჭარაში, 23 წლის ბიჭის საფლავზე 100-მდე ცოცხალი ადამიანის დამარხული ფოტო იპოვეს –  მომხდარი სამართალდამცავებს აცნობეს

აჭარაში, 23 წლის ბიჭის საფლავზე 100-მდე ცოცხალი ადამიანის დამარხული ფოტო იპოვეს – მომხდარი სამართალდამცავებს აცნობეს

2 years ago
საქართველოში სამთო ტურიზმისა  და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე  პროექტს ხელი მოეწერა

საქართველოში სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე პროექტს ხელი მოეწერა

7 years ago
იანვარ–სექტემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობის 101% შეადგინა

იანვარ–სექტემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობის 101% შეადგინა

12 years ago

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა. ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და...

Read moreDetails
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა 05/13/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 05/13/2026
  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by