• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ფუნჯი და ფონეიდოსკოპი – თამარ დოჭვირის ორი სამყარო

8 years ago
კატეგორია: პერსონა
A A
ფუნჯი და ფონეიდოსკოპი – თამარ დოჭვირის ორი სამყარო
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თამარ დოჭვირი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ექიმი პულმონოლოგია. ექიმობის გარდა, მან მხატვრობაც შეითავსა და მრავალფეროვან და ჟანრობრივად განსხვავებულ ნამუშევრებს ქმნის… მან ტილოზე ზეთის საღებავით ხატვა 2017 წელს დაიწყო.

პირველი პერსონალური გამოფენა 2017 წლის დეკემბერში, თბილისში ჰქონდა.

2018 წლის მარტში მონაწილეობა მიიღო ხელოვანი ექიმების ნამუშევრების გამოფენაში. 6 ივლისს კი კიდევ ერთი პერსონალური გამოფენა ჰქონდა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში.

“ჩემი პროფესია ჩემს სულთან ძალიან ახლოსაა. მიყვარს ხალხს, რომ ვეხმარები და ვმკურნალობ” –  ამბობს ჩვენთან საუბრისას თამარი.

“თბილისი თაიმსი” თამარ დოჭვირთან ინტერვიუს გთავაზობთ, სადაც,  მასზე ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიტყობთ.

ქალბატონო თამარ, მოგვიყევით თქვენ შესახებ… რატომ აირჩიეთ პროფესიად პულმონოლოგია, რამ განაპირობა თქვენი არჩევანი?

– ბავშვობიდან ვფიქრობდი იმაზე, რომ ექიმი გამოვსულიყავი. დედაც ექიმი მყავს და ალბათ, ამან იქონია გავლენა ჩემი პროფესიის არჩევისას. შემდეგ სამედიცინოზე როცა ჩავაბარე,  პულმონოლოგიამ დამაინტერესა და ამ გზას გავყევი. მუშაობა დავიწყე ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში. პულმონოლოგად 10 წელზე მეტია ვმუშაობ.

თქვენთვის რა არის თქვენი სამსახური?

– ჩემი პროფესია ჩემს სულთან ძალიან ახლოსაა. მიყვარს ხალხს რომ ვეხმარები და ვმკურნალობ. ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა.

პრინციპები თუ გაქვთ  ჩამოყალიბებული, რომლის მიხედვითაც მუშაობთ? აქვე საინტერესოა, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის პაციენტებთან ურთიერთობა და მეგობრული დამოკიდებულება?

– ჩემთვის მთავარია ადამიანებს დავემხარო, ჩემთან მოსული პაციენტი გამოვაჯანმრთელო  და კმაყოფილი და ბედნიერი იყოს.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პაციენტებთან ურთიერთობა. ყოველი მათგანი ინდივიდია, ყველას ინდივიდუალურად სჭირდება მიდგომა. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, როცა პაციენტს რაღაცით ვეხმარები და თვითონაც კმაყოფილი რჩება.

რაც შეეხება მეგობრულ დამოკიდებულებას, რაღაც დოზით ესეც საჭირო და აუცილებელია, რადგან მეგობრული დამოკიდებულება გეხმარება ექიმს პაციენტთან ურთიერთობაში. თანაც, პაციენტის ნდობაც უნდა მოიპოვო. ნდობის ფაქტორი კი ნამდვილად გეხმარება მკურნალობაში.

თქვენი აზრით, რა არის მთავარი იმისათვის, რომ ადამიანმა საკუთარ პროფესიაში წარმატებას მიაღწიოს?

– იმისთვის, რომ ადამიანმა საკუთარ პროფესიაში წარმატებას მიაღწიოს, ალბათ, ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო. თავი არ უნდა დაზოგო იმისთვის, რომ ყველაფერი გააკეთო შენი პროფესიისთვის. ის უნდა გიყვარდეს მთელი სულით და გულით.

რამდენად  რთული იყო ის გზა, რომელიც თქვენ გაიარეთ საკუთარ კარიერაში?

– რთული იყო ნამდვილად, რადგან ეს მრავალწლიან სწავლასთან და შრომასთან არის დაკავშირებული: ინსტიტუტის შემდეგ 4 წლიანი რეზიდენტურა გავიარე და მერე დავიწყე მუშაობა… რთული არის, მაგრამ, როცა გიყვარს შენი საქმე, ყველაფერი მაინც ადვილად დაძლევადი და საინტერესოა. მნიშვნელოვანი და რთული ბარიერი არ შემხვედრია.

სამედიცინო სფეროში მუშაობის გარდა თვითნასწავლი მხატვარი ხართ.  რა არის თქვენთვის ხელოვნება? ხატვა როდის დაიწყეთ? როგორ დაიწყო თქვენი შემოქმედებითი საქმიანობა?

– ხელოვნება საოცარი სამყაროა, რომლის გარეშეც თურმე არსებობა ძალიან ძნელია. მე უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ხელოვნება და კერძოდ, ხატვის პროცესი.

ხატვა ბავშვობაში ძალიან მიყვარდა. უბრალოდ, ვხატავდი ფანქრებით, ფლომასტერებით, როგორც ყველა ბავშვი. სერიოზულად არა, რა თქმა უნდა. ძალიან მიყვარდა და სულ ვხატავდი, მაგრამ ამ მხრივ განვითარება ჩემს მშობლებს არ მოუციათ. თუმცა, ყოველთვის მესმოდა მშობლებს რომ ეუბნებოდნენ რა ნიჭიერია, აჩვენეთ ვინმესო… მაგრამ ხატვაზე არასდროს მივლია. შემდეგ ჩემი პროფესია რომ ავირჩიე, ექიმობა, ხატვასთან არანაირი კავშირი აღარ მქონია. ასე ვთქვათ, პაუზა მქონდა. შარშან, 2017 წელს ისევ დავიწყე ხატვა, რამაც ძალიან დიდი სიამოვნება მომანიჭა. ამის შემდეგ უკვე ინტენსიურად ვხატავ და ძალიან ბედნიერი ვარ.

ჩემმა ძმამ მომიტანა ტილო და ზეთის საღებავები და მითხრა: ბავშვობაში ძალიან გიყვარდა ხატვა. მოდი, კიდევ სცადე და დახატეო. სწორედ ამის შემდეგ დავიწყე ნამუშევრების შექმნა. მანამდე, როგორც უკვე გითხარით, არანაირი შეხება არ მქონია, ტილოზე და ზეთის საღებავებით არ დამიხატავს. თანაც, ამ საღებავებით ხატვის ტექნიკასაც არ ვფლობდი. ხატვის დროს ვხვდებოდი როგორ უნდა გამომეყენებინა ეს საღებავები, მუშაობის პროცეში მიყალიბდებოდა გამოცდილება. ოჯახის წევრებსაც მოეწონათ ჩემი ნამუშევრები. მეუღლის იდეა იყო გამოფენის მოწყობა. მითხრა, თუ ასე კარგად დახატავ, გამოფენა მოვაწყოთო. სწორედ მისი მხარდაჭერითა და ინიციატივით მოხდა ეს ყველაფერი.

დაახლოებით რა დრო გჭირდებათ ერთი ნამუშევრის შესასრულებლად და რა მასალაში მუშაობთ?

– ნახატს გააჩნია. შეიძლება ის ერთ თვეშიც დავხატო, შეიძლება ორი-სამი დღე მოვუნდე. ვხატავ ტილოზე, ზეთის საღებავებში.

 თქვენ, როგორც მხატვარი, როგორ შეაფასებდით საკუთარ ნამუშევრებს, ძირითადად რა თემაზე იქმნება თქვენი ნახატები?

– ჩემი ნამუშევრების შეფასება ცოტა გამიჭირდება. ვფიქრობ, ეს სხვამ უნდა გააკეთოს. მაგრამ, იმას გეტყვით, რომ მომწონს. ერთი მიმართულებით არ ვხატავ და ეს მომენტიც მომწონს.

მაქვს პეიზაჟიც, ნატურმორტიც, პორტრეტიც, საბავშვო თემები, ზღაპრული გამოგონილი სამყარო… სხვადასხვა სტილის ნამუშევრები მაქვს და ერთ კონკრეტულ თემასა და ჟანრს არ მოიცავს.

თუ აქვს საერთო თქვენს პირველად პროფესიათან მხატვრობას და თქვენს შემოქმედებას….

– მხატვრობას და ჩემს პირველად პროფესიას არანაირი საერთო არ აქვს. ორივე ერთმანეთისგან განსხვავებული, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამყაროა.

ვინ არიან თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები?

– მეუღლე, შვილები, მშობლები, ძმა… ესენი არიან როგორც მნიშვნელოვანი ადამიანები, ასევე შემფასებლებიც.

როგორია თქვენი გეგმები… რისი გაკეთება გსურთ ახლო მომავალში?

– რა თქმა უნდა, ხატვის გაგრძელება მინდა. ასევე – გამოფენების მოწყობაც. თუმცა, ზუსტ თარიღს ვერ ვიტყვი, რადგან ეს ჯერ იდეის დონეზეა, მაგრამ ამ მიმართულებით საქმიანობის გაგრძელების სურვილი მაქვს.

ბლიც კითხვები:

ხშირად ვფიქრობ –  ხატვაზე და ნახატზე. ნამუშევრის იდეაზე ვფიქრობ ხშირად. ანუ, იმაზე, თუ რა უნდა დავხატო მომავალში.

ბედნიერება არის – როცა შენი საყვარელი ადამიანები შენ გარშემო არიან და აკეთებ საყვარელ საქმეს.

თვისება, რომელსაც ადამიანში ვეძებ – სიკეთე.

ყველაზე მეტად მინდა – რომ  მშვიდობა იყოს და ყველა ადამიანი ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს. ცოტა შეიძლება ბანალურია, თუმცა ყველაზე მეტად ეს მინდა.

ცხოვრების მთავარი პრინციპები –  იცხოვრო სიმართლით.

ნინი მაზიაშვილი

Share2Tweet1

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025
“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია
ახალი ამბები

“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია

12/08/2024

საინტერესო

პრემიერ-მინისტრი კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმით დაინტერესდა

პრემიერ-მინისტრი კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმით დაინტერესდა

12 years ago

ჩინეთის 70-მილიონიანი ჰუნანის პროვინციის ბაზარი ქართული ღვინისთვის იხსნება

10 years ago
ჯანმო ბავშვებისა და მოზარდების საყოველთაო ვაქცინაციის რეკომენდაციას არ გასცემს

ჯანმო ბავშვებისა და მოზარდების საყოველთაო ვაქცინაციის რეკომენდაციას არ გასცემს

5 years ago
მკაცრი მუსიკალური სამოსელი გულთბილ პიანისტს მალავს – სტუმრად ვალერიან შიუკაშვილთან

მკაცრი მუსიკალური სამოსელი გულთბილ პიანისტს მალავს – სტუმრად ვალერიან შიუკაშვილთან

10 years ago

ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად - ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძესოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, 90-იან წლებში, სვანეთში, 9 წლის...

მეტის ნახვაDetails
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე 08/12/2026
  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by