საქართველოში გარემოს დაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტი შეიქმნება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გარემოსდაცვითი კონცეფციის „მწვანე ეკონომიკის“ პრეზენტაციისას განაცხადა.
„ეს ინსტიტუტი იქმნება იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ძალიან ეფექტური კომუნიკაცია, პირდაპირი და უკუკავშირი ჩვენს საზოგადოებასთან და მთავრობა იყოს ოპერატიული და ეფექტური პრობლემების გადაჭრაში“, – განმარტა მამუკა ბახტაძემ.













