ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები დღეს, 12:00 საათზე გამოქვეყნდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება ზოგადი უნარებით დაიწყება და შემდეგ ეტაპობრივად, სხვა საგნების შედეგებიც გახდება ცნობილი.
Discussion about this post