პირველი სექტემბრიდან ბათუმში სამარშრუტო ხაზების მოძრაობის სქემა შეიცვლება, რამდენიმე ხაზი კი სავარაუდოდ გაუქმდება, რაც უკმაყოფილებას იწვევს მძღოლებში. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
სატრანსპორტო საშუალებები უკვე შემოწმდა, კონკურსი გაიარეს კომპანიებმა, რომლებზეც ნებართვებს ბათუმის საკრებულო 31 აგვისტოს სხდომაზე გასცემს. 460-ის ნაცვლად, 250 სამარშრუტო ტაქსი იმოძრავებს ყოველდღიურად ბათუმში.
იქნება თუ არა საკმარისი ტრანსპორტის ეს რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია, ცნობილია, რომ ავტომანქანები უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტს, ამასთან უნდა აღიჭურვოს ჯიპიესითა და ელექტრონული საბარათე სისტემით.






