• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, May 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დავით ზალკალიანმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

8 years ago
in პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე
საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომელიც 15 ოქტომბერს ლუქსემბურგში გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობაზე, ინიციატივაში ჩართული ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესზე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე.  განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება. გამომსვლელებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ასოცირებული ქვეყნების პროგრესზე და მათ სამომავლო მიზნებზე. ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის 10 წლისთავს, რომელიც მომავალ წელს აღინიშნება.

საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის მნიშვნელობასა და სამომავლოდ მისი განვითარების ხედვებზე.  დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და იმ ხელშესახებ შედეგებს, რაც ქვეყანამ აღნიშნული ფორმატის ფარგლებში მიიღო. მინისტრი მიესალმა ევროკავშირის  ინიციატივას „20 შედეგი 2020 წლისთვის“ ეფექტური იმპლემენტაციისთვის გაწეულ ძალისხმევას. მისი განცხადებით, აღნიშნული მიზნები სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის პროგრამასთან და ახალი მინისტრთა კაბინეტის სამოქმედო ამოცანებთან.

„საქართველოს აქვს ხელშესახები შედეგები როგორც ასოცირების ხელშეკრულების, ისე ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო მიმოსვლის სახით.  ითქვა, რომ საქართველო არის ლიდერი, და ჩვენ აუცილებლად ვიმსახურებთ უფრო მეტს. მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირში აქტიურად საუბრობენ პრინციპზე მეტი-მეტისთვის, ამიტომ დიფერენცირებული მიდგომა „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ არის ძალიან მნიშვნელოვანი  ამ ფორმატის განვითარებისთვის“, -განაცხადა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტერიალის დასრულების შემდეგ.

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზნებზე საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ  გაუსვა ხაზი საქართველოს საბოლოო მიზანს, რაც ევროკავშირში სრულფასოვან გაწევრიანებას უკავშირდება და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს არსებული მექანიზმების მიღმა გადადგას  ნაბიჯები ინტეგრაციის პროცესის გასაღრმავებლად, რასაც ემსახურება ინიციატივა ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შესახებ. „ საქართველოს აქვს უაღრესად ამბიციური გეგმა, ჩვენი საბოლოო მიზანი არის წევრობა და წევრობისთვის აუცილებელია უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. პარტნიორებს ვესაუბრე საგზაო რუკის და იმ პრინციპების შესახებ, რაზეც ის არის დაფუძნებული, აუცილებელია მათი მხრიდან მეტი ჩართულობა“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საიუბილეო თარიღის აღნიშვნის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ სწორედ საიუბილეო თარიღთან იქნება დაკავშირებული ბათუმის ტრადიციული საერთაშორისო კონფერენცია.

მინისტერიალს ფარგლებში ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. მონაწილეების მხრიდან კიდევ ერთხელ იქნა დაგმობილი რუსეთის ფედერაციის  მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და გამოხატული იქნა მხარდაჭერა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ. დავით ზალკალიანმა სხვადასხვა ფორმატებში გამართულ შეხვედრებზე, განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ევროკავშირის მნიშვნელობას ადგილზე მშვიდობის შენარჩუნებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების უზრუნველყოფაში.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალს ლუქსემბურგში 2018 წლის 15 ოქტომბერს უმასპინძლეს. ღონისძიება გაიმართა საგარეო  საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფედერიკა მოგერინისა და ევროკომისარის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანის მონაწილეობით. აღნიშნულ შეხვედრას, ასევ ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების წარმომადგენლები.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი წინა წელთან შედარებით გაზრდილია

აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი წინა წელთან შედარებით გაზრდილია

8 years ago
სასაზღვრო რეჟიმის და სტრატეგიული ობიექტების კონტროლის გამკაცრების ღონისძიებები დაიგეგმა

სასაზღვრო რეჟიმის და სტრატეგიული ობიექტების კონტროლის გამკაცრების ღონისძიებები დაიგეგმა

10 years ago
Worlds in my eyes

Worlds in my eyes

10 years ago

“საქართველოს 2000-ზე მეტი ქალაქისა და სოფლისათვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი შეიქმნება”

10 years ago

ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ქართულ რაგბიში მომხდარ დოპინგ-სკანდალზე საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საბოლოო სასჯელი გამოუტანა. World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი...

Read moreDetails
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია 05/12/2026
  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by