• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

FAO გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად „მსოფლიო სურსათის დღეს“ აღნიშნავს

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად მსოფლიო სურსათის დღეს აღნიშნეს. ღონისძების ფარგებში გაიმართა ალბომის – „ნადირობისა და ტყით სარგებლობის ტრადიციები ძველ საქართველოში“ – პრეზენტაცია. ალბომში შესული უძველესი და უნიკალური ქართული ხელნაწერები, დოკუმენტები და ილუსტრაციები სპეციალურად ამ დღისთვის კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა წარმოადგინა გამოფენის სახით.

„მსოფლიო სურსათის დღე“ გაეროს კალენდრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. წელს ეს დღე მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოშიც აღინიშნა. ღონისძიებას ყოველწლიურად FAO და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მასპინძლობენ და ერთობლივი პროექტების ფარგლებში გასული ერთი წლის მნიშვნელოვან შედეგებს აჯამებენ. წელს განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამების, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემების, ნადირობისა და ველური ბუნების მართვის პროექტების ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე.

ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ და FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა გახსნეს.

„ევროკავშირის, შვეიცარიის კონფედერაციისა და ავსტრიის მხარდაჭერითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, FAO დღესდღეობით ახორციელებს უპრეცედენტოდ ფართომასშტაბიან პროგრამებს საქართველოში. ეს პროგრამები ორიენტირებულია სოფლის განვითარებაზე, სოფლის მოსახლეობის – განსაკუთრებით ახალგაზრდების – დასაქმებასა და შემოსავლების ზრდაზე და ფერმერთა კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაზე. FAO მათ გადასცემს ცოდნასა და გამოცდილებას სასოფლო-სამეურნეო წარმოების ისეთი პრაქტიკების შემუშავებაზე, რომელიც არ აზიანებს გარემოს და უზრუნველყოფს ჯანსაღი და უვნებელი სურსათის წარმოებას“, – განაცხადა მამუკა მესხმა.

ღონისძიებაზე FAO-ს და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია შედგა. ნადირობისა და ტყით სარგებლობის შესახებ უძველესი ქართული ხელნაწერებითა და ილუსტრაციებით შედგენილი ალბომი ცენტრის დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ წარადგინა.

„კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში  10 000-ზე მეტი ხელნაწერი წიგნი და 40 000-მდე ისტორიული საბუთია დაცული. ეს მემკვიდრეობა უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას ატარებს  ქვეყნის  წარსულის შესახებ, თითქმის ყველა დარგის მიმართულებით.  ტყით სარგებლობისა და ნადირობის ისტორიის აღსადგენადაც, ბუნებრივია, ამ წყაროებს მივმართეთ. წინამდებარე ალბომი სატყეო და სამონადირეო მიმართულებით შემორჩენილი ხელნაწერი მემკვიდრეობის კვლევის პირველი მცდელობაა“, – განაცხადა ზაზა აბაშიძემ.

მრავალფეროვანია ალბომში წარმოდგენილი ისტორიული საბუთები, რომელთაგან უძველესი XIV საუკუნით, ხოლო უახლესი XIX საუკუნით თარიღდება. საბუთის გამცემთა შორის არიან მეფეები (მეფე თეიმურაზი, ერეკლე II), კათალიკოსები და რიგითი ფეოდალები. დოკუმენტებში უაღრესად საინტერესო ინფორმაციაა საქართველოში ტყით სარგებლობის, ტყიდან მოპოვებული რესურსების, ტყის ფლობისა თუ გასხვისების შესახებ, საინტერესოა ტექსტები სამეფო ნადირობისათვის მზადებისა და მეფის მიერ ნადირობად მიწვევის რიტუალის  თაობაზეც.

მსოფლიო სურსათის დღეზე FAO-ს დაარსების დღეც აღინიშნება. ორგანიზაცია 73 წლის წინ დაარსდა და დღეს მსოფლიოს 194 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

ShareTweet

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by