• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მამუკა ბახტაძე – მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო გახდეს ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ქვეყანა მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე

8 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“ჩემთვის, მთავარი გახლავთ სწორედ ახალგაზრდების და სტუდენტების ინტერესი, ის უნდა დაკმაყოფილდეს სრულფასოვნად”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ქვეყანა მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს საერთაშორისო შეხვედრების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციასთან (IჩჩA) თანამშრომლობით იმართება.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა გახდა და მისი კიდევ უფრო განვითარება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა, რომ ყველაზე გავლენ იანი საერთაშორისო გამოცემები და ტელევიზიები სულ უფრო ხშირად აშუქებენ საქართველოს, როგორც მსოფლიოს საუკეთესო სამოგზაურო ადგილს. ვინც პირველად ხართ საქართველოში, შეგიძლიათ, ეს თქვენი თავლით ნახოთ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია, რადგან ტურიზმი გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო გზა, რომლითაც შესაძლებელია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ბუნებრივი სილამაზისა და რაც მთავარია, ქართული სტუმარმასპინძლობის ტრადიციის წარმოჩენა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწევებს ტურიზმის განვითარების მიმართულებით, რასაც მოსახლეობის ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს.

პრემიერის თქმით, მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ქვეყანაში ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფა, რომელიც თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება.

„შესაბამისად, ეს სექტორი, ზრდის კვალდაკვალ, მომავალში კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობის მომტანი იქნება. ტურიზმის სექტორი გამორჩეულია იმით, რომ მასში აქტიურად ჩართვა შეუძლია საქართველოს ყველა რეგიონს, ქალაქსა თუ სოფელს და ის ყველასთვის ხელმისაწვდომია. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს ტურისტული შეთავაზებების დივერსიფიკაციას და ქვეყანაში ახალი მიმართულებების განვითარებას. ამავე დროს, გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს სექტორის განვითარება მომდევნო წლების განმავლობაში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქართველოსთვის სწორედ საქმიანი ტურიზმის განვითარებაა.

„საქმიანი ტურიზმის სექტორი ორიენტირებულია ქვეყანაში მნიშვნელოვანი რაოდენობის ტურისტების მოზიდვაზე, ამასთან, ხელს უწყობს სხვადასხვა დარგის განვითარებას და ადგილობრივ დონეზე საერთაშორისო გამოცდილების გადმოტანას, ცოდნის გაზიარებასა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენს სტრატეგიას წარმოადგენს, საქართველო რეგიონული თვალსაზრისით იქცეს ეკონომიკის, საერთაშორისო ბიზნესისა და რაც მთავარია, ტურისტულ ცენტრად. აქედან გამომდინარე, საქმიანი ტურიზმის განვითარება ჩვენთვის სტრატეგიული ამოცანაა“, – აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია შეხვედრების ინდუსტრიის განვითარება, რაც ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, რათა საქართველომ, სხვადასხვა დარგის პროფესიონალების მეშვეობით, საერთაშორისო დონეზე წარმოაჩინოს საკუთარი მიღწევები და გაუზიაროს მსოფლიოს მნიშვნელოვანი პრაქტიკა, რომელიც დღეს ქვეყანაში ინერგება.

„ამ კუთხით, უკანასკნელი წლების განმავლობაში, ჩვენ დავიწყეთ აქტიური თანამშრომლობა დაიწყო საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციასთან და 2014 წელთან შედარებით, ქვეყნის მაჩვენებელი ორგანიზაციის რეიტინგში 18 პუნქტით გაუმჯობესდა. თუმცა, ეს არ შეესაბამება იმ ხედვებსა და ამოცანებს, რომლებიც გვაქვს და ვიმედოვნებთ, უახლოეს წლებში ამ რეიტინგში კიდევ უფრო მეტ პროგრესს მივაღწევთ. საქართველოს აქვს ამბიცია და ხედვა, გახდეს, რეგიონის ტურისტული, სატრანსპორტო და ინტელექტუალური ჰაბი. სწორედ ამიტომ, ურთიერთობების გაღრმავება საქართველოსა და საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციას შორის ძალიან მნიშვნელოვანია და მოხარული ვარ, რომ დღეს ორგანიზაციასთან თანამშრომლობის კუთხით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა ასოციაციის პრეზიდენტს, ფორუმის დელეგატებსა და მონაწილეებს ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა. ორდღიანი კონფერენცია, რომელიც სასტუმრო “ბილტმორში“ იმართება, 23 ოქტომბერს დასრულდება.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

3,5 თვეში საქართველომ ხურმისა და კარალიოკის ექსპორტით $5,6 მლნ მიიღო

3,5 თვეში საქართველომ ხურმისა და კარალიოკის ექსპორტით $5,6 მლნ მიიღო

5 years ago

გისურვებთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ყველა თქვენი იდეის განხორციელება შესაძლებელია

8 years ago
ირაკლი კობახიძე „აუდიტორია 115“ წევრებს – “დაადექით ილიას გზას, სწავლის გზას”

ირაკლი კობახიძე – რწმენა და ცოდნა ავსებს ერთმანეთს და ეს ორი საწყისი არსად ისე კარგად არ არის შერწყმული, როგორც სასულიერო აკადემიაში

7 years ago

რუსმა სამხედროებმა საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს

13 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by