• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“საბაუნის” ლექტორი სტუდენტებს კარიერულ წინსვლაში ეხმარება

8 years ago
კატეგორია: პერსონა
A A
“საბაუნის”  ლექტორი სტუდენტებს კარიერულ წინსვლაში ეხმარება
18
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ადამიანების უმრავლესობა არ მიეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელმაც, საკმაოდ პატარა ასაკში, ბევრ წარმატებას მიაღწია და ბევრი ოცნება აიხდინა. რთულია, ადრეულ ასაკშივე გაიაზრო, რაც გინდა, რატომ გინდა და რა უნდა გააკეთო მიზნის მისაღწევად. დავით პიტიურიშვილისთვის ამ პროცესს სირთულეები არ ახლდა. მალევე შეძლო, სურვილები რეალობად ექცია და ბევრისთვის ყოფილიყო სტიმული – სტიმული წარმატების, მიზანსწრაფულობისა და სწორი აზროვნების.

დავით პიტიურიშვილი, ამჟამად, „თიბისი ლიზინგში“ მუშაობს და ლიზინგის პროექტების მენეჯერია. ამ კონკრეტულ პოზიციაზე, ის მეორე წელია, რაც იმყოფება. გარდა ამისა, „სულხან-საბას უნივერსიტეტში“ ის ასისტენტ-პროფესორია – ასწავლის ბიზნესისა და საბანკო საქმიანობების მიმართულებით. გარდა ამ უკანასკნელისა, ის ტრენერიცაა – ძირითადად, თანამშრომლობს „ევროპის აკადემიურ ცენტრთან“. ხშირად ხდება, რომ ის კერძო დაკვეთებითაც სარგებლობს.

დღესდღეობით, რა აქტივობებით ხარ დაკავებული?

ძირითადი აქტივობები საგანმანათლებლო მიმართულებას უკავშირდება. უმეტესი ნაწილი, მაინც „სულხან-საბას უნივერსიტეტს“ უკავშირდება. აქ, უფრო მეტად, ტრენინგების ნაწილი მაქვს ჩაბარებული. უნივერსიტეტს ვეხმარები, რომ თვეში ერთი ტრენინგი მაინც გვქონდეს. ასე რომ, აქტივობების ნაწილი, ძირითადად, სტუდენტებს უკავშირდება და, უმეტესად, ითვალისწინებს კონფერენციებს, ტრენინგებს, ცნობილი პირების მოწვევასა და ა.შ.

რას ნიშნავს თქვენთვის საკუთარ სტუდენტებთან ურთიერთობა?

თითოეულ სტუდენტს ვეხმარები, რომ ჩართულები იყვნენ გარკვეულ აქტივობებში. მიმაჩნია, რომ, გარკვეულწილად, ჩემი სტუდენტებისთვის ვარ მოტივატორი. მხედავენ, რომ ვარ ახალგაზრდა ლექტორი, ახალგაზრდა ტრენერი. თითოეულ მათგანთან მაქვს უშუალო ურთიერთობა და, ამასთან, სულ მაქვს შემდეგი მომენტი – მე თუ გამომივიდა, თქვენ რატომ არ უნდა გამოგივიდეთ? უამრავ სხვადასხვა თემაზე მწერენ არა მხოლოდ ჩემი სტუდენტები, არამედ ისინიც, ვისი ლექტორიც მე არ ვარ. იციან, რომ არსებობს დავით პიტიურიშვილი, რომელიც მზად არის, ყველას დაეხმაროს. გარდა ამისა, მუდმივად ვიცი, რას ნიშნავს, როცა ადამიანი სამსახურს ეძებს. ვცდილობ, რომ დავეხმარო, შეძლებისდაგვარად. რამდენიმე მათგანს დავაწყებინე კიდეც მუშაობა. მაქსიმალურად ვცდილობ, ყოველთვის ჩავრთო ჩემი სტუდენტები, თუკი რაიმე მნიშვნელოვანი შანსი გამოჩნდება და მინდა, რომ ვიყო მათთვის „იმედის წერტილი“. მგონია, რომ მათ, ამ ნაწილში, ძალიან გვერდში ვუდგავარ.
ლექციებთან დაკავშირებით, მე თვითონ მაქვს მუდმივად ის მომენტი, რომ მე თავად გავეცნო, თუ რა სიახლე მოხდა იმ კვირაში. ამიტომ, ისინი არასდროს არიან სიახლეებს ჩამორჩენილები. აუცილებლად მივდივარ მომზადებული და ვეუბნები, რა მოხდა და, ზოგადად, რა როგორ ხდება. ძალიან ვარ იმაზე ორიენტირებული, რომ მიიღონ მაქსიმალური ცოდნა. ამიტომ, ყოველთვის ყველაფერს ვხსნი და ვცდილობ, კითხვის ნიშნები არ დარჩეს. იმდენი რაღაც მომცა პროფესიულმა პრაქტიკამ, რომ თეორიული ნაწილი ძალიან მიმარტივდება.

თუმცა, „ცუდი ლექტორი“ ვარ მაშინ, როდესაც გამოცდის ნაწილი მოდის. მაქსიმალურად ვცდილობ, დავესწრო ყველა გამოცდას. მაინტერესებს, იდება თუ არა ის ხარისხი, რაც მაქვს მიზნად. სტუდენტებმა იციან, რომ, მოუმზადებლობის შემთხვევაში, გავუშვებ გამეორებით გამოცდაზე და ა.შ. ამასაც ვაბათილებ იმით, რომ ვაძლევ დროს, მოწესრიგდნენ და მობილიზდნენ. სიმკაცრის ნაწილი ეს არის. გამოცდის ნაწილი რომ მთავრდება, მერე ყველა სიმწარე თავის ადგილს უბრუნდება. ასე რომ არ იყოს და რომ არ შემეძლოს, მე თვითონ არ წავიკითხავდი საგანს. ძალიან ცუდი მომენტია, როდესაც ამდენი სტუდენტი ზის, გისმენს და რაღაც არ იცი. აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილი ვარ, რამე ისეთი არ ვთქვა, რასაც ცუდი ინტერპრეტირება ექნება. ამიტომ, მე თვითონ დღემდე ვემზადები და ვკითხულობ სიახლეებს. მგონია, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, რომ, განათლების ნაწილში, სტუდენტებთან გაქვს ურთიერთობა. ეს არის ის ნაწილი, რაც უკავშირდება სტუდენტის მომავალს და რაშიც მისი ოჯახი ფულს დებს.

გარდა პროფესიული საქმიანობისა, რის კეთება გიყვართ?

ყველას შეუძლია, იწუწუნოს, რომ თავისუფალი დრო არ აქვს. მგონია, რომ თავისუფალი დრო მაქვს. ვცდილობ, რომ დავიტოვო ბევრი თავისუფალი დრო. მირჩევნია, ზედიზედ სამი კვირა ვიმუშაო და მერე შვებულების ნაწილს მოვუყარო თავი. ეს დრო მყოფნის იმისთვის, რომ მუდმივად ვიმოგზაურო. ვცდილობ, წლის განმავლობაში, სამი ქვეყანა მაინც მოვინახულო. ჩემთვის თავისუფალი დრო მხოლოდ მოგზაურობასთან ასოცირდება. სხვათა შორის, მეძლევა ამის საშუალება.

რას ნიშნავს თქვენთვის საინტერესო ცხოვრება?

მინდა, ასე, ორი წლის მანძილზე მაინც, წავიდე უცხო ქვეყანაში და იქ ვიცხოვრო. მაქსიმუმ ორი წლის განმავლობაში, რათა შევისწავლო ამ ქვეყნის კულტურის ნაწილი. მაინტერესებს როგორ ცხოვრობს უცხო ხალხი. თუმცა, ამ კონკრეტულ მომენტში, საინტერესო ჩემთვის აუცილებლად არის ტრენინგებისა და ლექციების წაკითხვა. იმდენად შეუფასებელია და მიღირს ყველაფერზე მეტად, რომ უსასყიდლოდაც ბევრი წამიკითხავს. საინტერესო ცხოვრებაა ჩემთვის სტუდენტებთან დისკუსია.

სამომავლოდ, რა პროფესიული გეგმები გაქვთ?

ჩემთვის ძალიან დიდი მიღწევაა ის, რომ ძალიან პატარა ასაკში გავხდი ლექტორი და გავხდი ტრენერი. რაც ყველაზე მთავარია, უცებ ბევრმა ტიპმა გაიგო, რომ ვარსებობ. ამას ბევრმა ჩემმა ახლო მეგობარმა შეუწყო ხელი.
მიუხედავად იმისა, რომ, დოქტორანტურის ჩათვლით, ყველაფერი გავლილი მაქვს, კიდევ მინდა, რომ მაგისტრატურის სტუდენტი გავხდე ფინანსების განხრით. ჩემს მომავალ გეგმას უკავშირდება ის საკითხი, რომ წავიდე საზღვარგარეთ და იქ ვისწავლო. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ევროპული, ან ამერიკული განათლება არის ის, რაც მე ახლა ყველაზე მეტად მჭირდება. მინდა, რომ მომდევნო სამ წელში ეს ამოვწურო.

მარიამ ტიელიძე

Share7Tweet5

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025
“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია
ახალი ამბები

“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია

12/08/2024

საინტერესო

გოგელიას კლინიკაში, მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის ნაცვლად, სავარაუდოდ სხვა პრეპარატი გაუკეთეს

გოგელიას კლინიკაში, მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის ნაცვლად, სავარაუდოდ სხვა პრეპარატი გაუკეთეს

5 years ago
ნიკა სიმონიშვილი: თითქმის 4 საათი ლექსოს ცხედართან წვდომა არ გვქონია, რაც კითხვის ნიშანს აჩენს

ნიკა სიმონიშვილი: თითქმის 4 საათი ლექსოს ცხედართან წვდომა არ გვქონია, რაც კითხვის ნიშანს აჩენს

5 years ago

სოფო ჯაფარიძემ, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის მე–60 სესიის ფარგლებში, პრეზენტაცია გამართა

10 years ago
ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონოდ გაყიდვის გამო, რვა აფთიაქი დახურეს

ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონოდ გაყიდვის გამო, რვა აფთიაქი დახურეს

11 years ago

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის...

მეტის ნახვაDetails
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026
  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by