• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი კობახიძე: საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს ქალთა შრომითი უფლებების როგორც დაცვის, ასევე რეალიზების მაქსიმალურად უზრუნველყოფისთვის

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ირაკლი კობახიძე: საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს ქალთა შრომითი უფლებების როგორც დაცვის, ასევე რეალიზების მაქსიმალურად უზრუნველყოფისთვის
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„ქალბატონები საჭიროებენ მეტ მხარდაჭერას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი კიდევ უფრო აქტიური ჩართულობა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი კიდევ უფრო აქტიური დასაქმება და მათი შრომითი უფლებების დაცვა. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ამ საკითხებზე”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე – „ქალი, შრომა, უფლებები“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, შრომითი უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობა ერთნაირად პრიორიტეტული საკითხებია. პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს შეახსენა, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70 წლის იუბილისა და ადამიანის უფლებათა კვირეულის აღნიშვნით, კიდევ ერთხელ ხდება დემონსტრირება იმისა, თუ რამდენად პრიორიტეტულია ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების მუდმივი გაუმჯობესება საქართველოში.

“სამწუხაროდ, ჩვენთან ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია იმთავითვე ვერ ამოქმედდა, გამომდინარე საბჭოთა რეჟიმიდან, რომლის პირობებშიც არ იყო უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებების დაცვა, თუმცა, 90-იანი წლებიდან ჩვენთვისაც არის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია სახელმძღვანელო დოკუმენტი და თანდათანობით ვითარდება საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები და ამ კუთხით პარლამენტს, ბუნებრივია, განსაკუთრებული როლი ეკისრება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქალთა უფლებებისა და შრომითი უფლებების დაცვა ერთერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა და მმართველმა გუნდმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კონტექსტში, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება.

„ეს აისახა საკონსტიტუციო რეფორმაშიც, რომელიც განხორციელდა საქართველოს პარლამენტის მიერ. როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციის დონეზე გაუმჯობესდა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შრომით უფლებებთან, მათ შორის შრომითი უსაფრთხოების დაცვასთან და სპეციალური ახალი ნორმა გაჩნდა გენდერული თანასწორობის შესახებ, სადაც ძალიან მკაფიოდ არის მოცემული გარანტიები იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს არსებითი თანასწორობა ქალებსა და მამაკაცებს შორის და იქ საუბარია დროებით ზომებზეც, რომლებიც შეიძლება იყოს მიღებული იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს ასეთი არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფას სხვადასხვა სფეროში. საუბარია, რა თქმა უნდა, როგორც პოლიტიკის სფეროზე, ასევე, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 90-იანი წლებიდან, გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით ცნობიერების კუთხით, საქართველოში თვისობრივად განსხვავებული მდგომარეობა იყო, თუმცა, ვითარება იცვლება. პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო პარტნიორებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„გვაქვს მუდმივი პროგრესი და ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოების დამსახურება პირველ რიგში, მაგრამ ეს ვერ მოხდებოდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევის და მხარდაჭერის გარეშე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პროდუქტული იყო მათი მხარდაჭერა ამ მიმართულებით. გაუმჯობესდა ცნობიერება საზოგადოების გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით, ქალთა ჩართულობის საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა აქ კიდე მეტია სამუშაო იმისათვის, რომ საბოლოოდ ჩვენ მივაღწიოთ იმ სტანდარტებს, რომლის მიღწევაც ჩვენ გვინდა”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობაზე ისაუბრა და საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა.

„პარლამენტში შექმნილია გენდერული თანასწორობის საბჭო. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია ქალთა ჩართულობის გაუმჯობესებასთან, ცნობიერების გაუმჯობესებასთან, გენდერული თანასწორობის კუთხით კონკრეტული შედეგების მიღწევასთან. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო საბჭოს მიმართ. გამოვხატავ მადლიერებას, რა თქმა უნდა, ქალბატონი სოფო კილაძის მიმართ, რომელიც არის წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარე ამ მიმართულებით და ასევე, მადლიერებას გამოვხატავ ბატონი დიმიტრი ცქიტიშვილის მიმართ, რომელიც არის ამ საბჭოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წარმომადგენელი და რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შრომითი უსაფრთხოების საკითხებს და ზოგადად, შრომითი უფლებების საკითხებს საქართველოს პარლამენტში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

საქართველოს ავღანეთში ახალი სამხედრო წარმომადგენელი ჰყავს

10 years ago

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 815 მლნ 900 ათასი ლარით განისაზღვრა

11 years ago

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესი განიხილეს

10 years ago

თეა წულუკიანი: „ყველას გილოცავთ და გისურვებთ ამ უნიკალური შესაძლებლობის სასიკეთოდ გამოყენებას“

10 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by