• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 9, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი კობახიძე: პარლამენტი ძლიერდება და ის ხდება საკვანძო ორგანო ხელისუფლების დანაწილების სისტემაშ

7 years ago
in პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„16 დეკემბერი არის ისტორიული დღე გამომდინარე იქიდან, რომ ძალაში შედის კონსტიტუციის ახალი რედაქცია. ამ დოკუმენტის მთავარი მიღწევა გახლავთ ის, რომ სრულად იქნება გამორიცხული ნებისმიერ პირობებში ავტოკრატიის განმეორება ჩვენს ქვეყანაში“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა სრულად საპარლამენტო მმართველობაზე გადადის, რაც საყოველთაოდაა აღიარებული, როგორც ყველაზე დემოკრატიული მმართველობის ფორმა. მისივე თქმით, 2020 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებასთან ერთად, მნიშვნელოვანი ცვლილებაა პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი.

„ჩვენ გადავდივართ სრულად საპარლამენტო მმართველობაზე, რომელიც არის საყოველთაოდ აღიარებული, როგორც ყველაზე დემოკრატიული მმართველობის ფორმა და როგორც მოგეხსენებათ, ასევე, 2020 წლიდან ამოქმედდება პროპორციული საარჩევნო სისტემა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, ასევე, შემოღებული იქნება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი, რაც იქნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. თქვენ ნახეთ, რა პროგნოზს ვაკეთებდით ჩვენ, რომ არ არის თავსებადი პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები საპარლამენტო მმართველობასთან და ამის საუკეთესო დასტური იყო ეს საპრეზიდენტო არჩევნები გამომდინარე იქიდან, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები ვერ გამოდიოდნენ პროგრამებით და რეალური დაპირებებით. მათ, ხშირ შემთხვევაში, უწევდათ ტყუილი დაპირებების გაცემა და ამის არაერთი მაგალითი ვიხილეთ და ასევე, კონცენტრირებული იყო ეს არჩევნები მთლიანად პიროვნულ თავდასხმებზე, შეურაცხყოფაზე, აგრესიაზე და ეს იყო იმ ნონსენსის გამოძახილი, რასაც ჰქვია საპარლამენტო მმართველობაში პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ეს არის არასწორი და ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტის შემდეგი არჩევნები ჩატარდება უკვე არაპირდაპირი წესით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გაძლიერებას უკავშირდება. მისი თქმით, კონსტიტუციის ამოქმედებასთან ერთად, ამოქმედდება რეგლამენტი, რომელიც პარლამენტს კონკრეტულ და ქმედით ბერკეტებს ანიჭებს.

„კონსტიტუციის ამოქმედებასთან ერთად, იმავე დღეს ამოქმედდება პარლამენტის ახალი რეგლამენტი, რომელი მიიღო რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა. ახალი რეგლამენტი, კონსტიტუციასთან ერთად, პარლამენტს ანიჭებს კონკრეტულ, ძალიან ქმედით ბერკეტებს იმისთვის, რომ განხორციელდეს სათანადო ზედამხედველობა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე. ეს მოიცავს, მათ შორის, უშუალო კომუნიკაციას პარლამენტსა და მთავრობას შორის, მთავრობის წევრების დასწრებას საპარლამენტო სხდომებზე, იქნება ეს პლენარული თუ საკომიტეტო სხდომები. ამ კუთხით, მნიშვნელოვნად ფართოვდება პარლამენტის ბერკეტები და ამას ყველაფერს ვნახავთ ჩვენ პრაქტიკაში უკვე მომავალი წლიდან, როდესაც სრულად იქნება ამოქმედებული ეს ცვლილებები“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი განცხადებით, საპარლამენტო მმართველობის პირობებში, პარლამენტი ხელისუფლების დანაწილების სისტემაში საკვანძო ორგანო ხდება. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამ გამოწვევისთვის პარლამენტი მზად არის და ამის შედეგებს პრაქტიკაში ვნახავთ. მან საპარლამენტო საქმიანობაში არსებულ ხარვეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ხარვეზების გამოსასწორებელი კონკრეტული გეგმა აისახა კონსტიტუციასა და რეგლამენტში.

„იყო მთელი რიგი ხარვეზები პარლამენტის საქმიანობაში, ამ ორი წლის განმავლობაში. ჩვენ ამ ხარვეზებზე ვსაუბრობდით ღიად, თუმცა, ამავდროულად, ვსაუბრობდით იმაზე, რომ გვქონდა კონკრეტული გეგმა ამ ხარვეზების გამოსასწორებლად. ამაზე ჩვენ ვიმუშავეთ, მათ შორის, ეს ყველაფერი ავსახეთ კონსტიტუციაში, რეგლამენტში და პრაქტიკაში უკვე ეს ყველაფერი აისახება მომავალი წლიდან. ამის შედეგებს ჩვენი საზოგადოება იხილავს ძალიან მალე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ეთიკის კოდექსზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, პარლამენტის წევრთა მხრიდან არა ეთიკური ქცევა სხვადასხვა ქვეყნებში უჩვეულო მოვლენა არ არის, თუმცა, ამოცანაა ამ რისკის მინიმუმამდე დაყვანა.

„ჩვენ არაერთი არა ეთიკური ქცევა ვიხილეთ საქართველოს პარლამენტში სამწუხაროდ, როგორც ამ მოწვევაში, ასევე, წინა მოწვევებში. ეს არ არის, ზოგადად, უჩვეულო მოვლენა პარლამენტარიზმში, არა მარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

დიმიტრი ქუმსიშვილი ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

დიმიტრი ქუმსიშვილი ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

10 years ago
“ყველა ახლად დანიშნული ნოტარიუსი პირველ სამ წელიწადს რეგიონში იმუშვებს”

“სასამართლო ვერ იქნება ერთი კაცის მიერ მართული სამინისტროსავით”

10 years ago

“სლოვაკეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობა საქართველოს ევროინტეგრაციის გაღრმავებისათვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას შექმნის”

10 years ago
დავით ბაქრაძე კრინიცაში 25-ე ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

დავით ბაქრაძეს აშშ–ის ახალ ადმინისტრაციასთან მჭიდრო კომუნიკაციის იმედი აქვს

9 years ago

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

შალვა პაპუაშვილი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მონტენეგროში ისაუბრა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პაპუაშვილმა...

Read moreDetails
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026
  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by