H1N1-ის ვირუსით გორში 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. როგორც მათ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცს ე.წ. ღორის გრიპთან ერთად სხვა დაავადებებიც, მათ შორის C ჰეპატიტი ჰქონდა.
საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით უკვე 17 ადამიანია გარდავლილი.