• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქ. ვენაში ცნობილი ქართველი დიპლომატი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გაიხსენეს

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ქ. ვენაში ცნობილი ქართველი დიპლომატი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გაიხსენეს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ცნობილი ქართველი დიპლომატი, 2013-2017 წლებში ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გაიხსენეს ქ. ვენაში წმინდა სამების ბერძნულ ტაძარში გამართულ ღონისძიებაზე.

საღამო ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მოეწყო და ის კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მიღება რომელსაც ესწრებოდნენ კონსტანტინე ზალდასტანიშვილის ოჯახის წევრები, ავსტრიის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

„გამოვხატავთ მადლიერებას კონსტანტინე ზალდასტანიშვილის – ჩვენთვის უბრალოდ კოტეს მიმართ, მის მიერ ქვეყნის განვითარებასა და ავსტრია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. ის მუდამ დარჩება ჩვენს გულებში. მისი სახელი ავსტრიას არ დაავიწყდება“ – განაცხადა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისა ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის წევრმა და ავსტრიის სავაჭრო პალატის გენერალურმა მდივანმა კარლჰაინც კოფვმა.

„ჩვენ ძველი ქვეყანა ვართ, მაგრამ ახალგაზრდა სახელმწიფო, რომელიც მიისწრაფვის ევროპაში დამკვიდრებისთვის, სწორედ ასეთი ქვეყნისთვის შესაფერისი საუკეთესო დიპლომატიური თვისებებით იყო დაჯილდოებული კონსტანტინე ზალდასტანიშვილი. ის აკეთებდა ყველაფერს ქვეყნის განვითარებისთვის და არა მხოლოდ თავისი პროფესიონალიზმით, არამედ პიროვნული თვისებებით იზიდავდა ხალხს თავისკენ, მაშასადამე საქართველოსკენ. მიჭირს მასზე საუბარი წარსულში. ის ჩვენს გულებში მუდამ დარჩება“. – განაცხადა სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რეზო გაჩეჩილაძემ.

სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლმა დავით დონდუამ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიორგი წერეთელმა, ეუთო-ში კანადის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატაშა კაერმა და ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორმა კატარინა ვიზერმა.

საკუთარ გამოსვლებში ღონისძიების საპატიო სტუმრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი კონსტანტინე ზალდასტანიშვილის წვლილს ქართული დიპლომატიის განვითარებისა და ქვეყნის მნიშვნელოვანი საგარეო წარმატებების მიღწევის საქმეში, განსაკუთრებით აღინიშნა ელჩის დამსახურება ბოლო პერიოდში საქართველო-ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში.

კოტე ზალდასტანიშვილის ხსოვნის საღამოზე, ვენის წმინდა სამების ბერძნულ ტაძარში ასევე გაიმართა მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

ირაკლი ღარიბაშვილმა და ფრანსუა ოლანდმა უელსის სამიტზე განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს

ირაკლი ღარიბაშვილმა და ფრანსუა ოლანდმა უელსის სამიტზე განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს

12 years ago

გიორგი ქადაგიძე სომხეთში გაემგზავრა

13 years ago

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო კომპანია RMG GOLD-ს მუშაობის დროებით შეწყვეტას სთავაზობს

12 years ago
„უიღბლობასაც არ ჰქონია საზღვარი, იმაზე მეტად და მტკივნეულად ჩამწყდა გული, ვიდრე მაშინ…“ – რას წერს მესტიაში გარდაცვლილის ნაცნობი

„უიღბლობასაც არ ჰქონია საზღვარი, იმაზე მეტად და მტკივნეულად ჩამწყდა გული, ვიდრე მაშინ…“ – რას წერს მესტიაში გარდაცვლილის ნაცნობი

3 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by