„ჩვენ უსინათლო ბავშვებისთვის მხოლოდ ერთი სკოლა გვაქვს, რომელიც თბილისში მდებარეობს. იმ ბავშვებს, რომლებსაც ეს პრობლემა აქვთ, უწევთ დატოვონ საცხოვრებელი ადგილი, თბილისში ჩამოვიდნენ და იცხოვრონ სკოლა-პანსიონში. ეს თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამება. ყველა ბავშვს უნდა შეეძლოს განათლების მიღება იქ, სადაც მისი ოჯახია. თუმცა, სამწუხაროდ, იმის გამო, რომ უსინათლო ბავშვებისთვის მხოლოდ ერთი სკოლაა, რომელიც მათ ინტერესებს მეტ-ნაკლებად ემსახურება, უწევთ დატოვონ საკუთარი ოჯახი. ამიტომ, ეს ნამდვილადაა პრობლემა. თუ ამ საკითხებზე ყურადღება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გამახვილდება, ჩვენ რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას“, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ბავშვს უნდა შეეძლოს განათლების მიღება იქ, სადაც მისი ოჯახია.