• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, November 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კახა ბექაური: „ფიქსირებული და მობილური მომსახურებების საცალო ბაზარზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარება აუცილებელია“

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
კომუნიკაციების საცალო ბაზარზე ზედა ზღვრული ტარიფები დადგინდება“-კახა ბექაური
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური ქსელით მომსახურებების ბაზარზე არსებული კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. სამი თვის განმავლობაში კომისია ფიქსირებული და მობილური ბაზრის ყველა სეგმენტს, მათ შორის, ინტერნეტის, ხმოვანი მომსახურების, მაუწყებლობის ტრანზიტის, მოკლე ტექსტური შეტყობინებების და პაკეტურ შეთავაზებებს შეისწავლის.

ასოცირების ხელშეკრულებასთან ერთად, ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მომზადებულია ცვლილებების პირველი პაკეტი, რომელიც ფიქსირებული და მობილური კომუნიკაციების გარკვეული მომსახურებების დადგენას ითვალისწინებს. კომისიამ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი აქტივობა განახორციელა, მათ შორის, 2017 წლის 7 სექტემბერის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილური და ფიქსირებული ქსელის კომპანიებისათვის დადგენილი ურთიერთჩართვის მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფები მობილურ ქსელში 3,5 თეთრიდან 0,75 თეთრამდე, ხოლო ფიქსირებულ ქსელში – 2 თეთრიდან 0,28 თეთრამდე შემცირდა. ამასთან, 32 ლარიდან 13 ლარამდე დაიწია გლობალური ინტერნეტის საბითუმო რესურსებთან დაშვების მომსახურების ტარიფმა. ასევე, კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, 2019 წლიდან ამოქმედდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვნად შემცირდა მაგისტრალური არხებით მომსახურების საბითუმო ტარიფები. 15 იანვრიდან მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორებს მცირე და საშუალო ოპერატორების დაშვების ვალდებულებაც დაეკისრათ. ასევე, კომისიამ საცალო ბაზარზე ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემა დანერგა და უახლოეს მომავალში მონიტორინგს დაიწყებს. კომისია ნებისმიერ მომენტში განახორცილებს ინტერნეტის ხარისხის კონტროლს, იმის დასადგენად, რამდენად ხარისხიან და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის მომსახურებას აწვდის ოპერატორი მომხმარებელს. გადაცდომების შემთხვევაში კომისიის მხრიდან შესაბამისი რეაგირება იქნება.

აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, მას მერე რაც, კომისიამ საბითუმო ბაზარზე ტარიფების რეგულირებისა და ასევე ინტერნეტის ხარისხის კონტროლის შესახებ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები მიიღო, რომელთა კარგი იმპლემენტაცია 3-6 თვის შემდეგ უნდა დადგეს, კომისიას საცალო ბაზრის კვლევა, როგორც ფიქსირებულის, ისე მობილური კომუნიკაციების მიმართულებით უნდა დაეწყო. თუმცა, ოპერატორებმა ტარიფების ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებით პროცესი დააჩქარეს. მიუხედავად იმისა, რომ საბითუმო მომსახურებაზე ტარიფების შემცირებით ოპერატორებს მობილური და ფიქსირებული მომსახურების საცალო ტარიფების შემცირების შესაძლებლობა მიეცათ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიებს ამ მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გადაუდგამთ, პირიქით, შპს „მაგთიკომმა“ და სს „სილქნეტმა“ მობილური და ფიქსირებული ქსელის მომსახურებებზე საცალო ტარიფების გაზრდა დააანონსეს და საბითუმო ბაზრით საცალოზე კონკურენციის მიღების პროცესში, ფასების გაზრდას შეეცადნენ.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხს კომისია პრიორიტეტულად იღებს. კახა ბექაური კვლევის დასრულების შემდეგ გარკვეულ მომსახურებებზე ზღვრული ტარიფების შემოღებას არ გამორიცხავს. ”ვფიქრობ, რომ წინ ძალიან საინტერესო და მწვავე პროცესი გველოდება, შესაძლოა ცვლილებები გახდეს საჭირო საცალო და საბითუმო ბაზარზეც. არ გამოვრიცხავ საცალო ბაზარზე სიახლეებს რეგულაციების მხრივ. თუმცა, მე ახლაც მიმაჩნია, რომ საბითუმო ბაზარი არის მთავარი სამიზნე და კომისია სწორად მუშაობს ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, არსებობს რისკები, რომ ვინმემ მნიშვნელოვანი ძალაუფლება არამართლზომიერად გამოიყენოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს სამართლებრივი ბერკეტი და კომპეტენცია, იმისთვის, რომ ოპერატორებს არაკანონზომიერი ქმედებების განხორციელების უფლება არ მივცეთ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია ფიქსირებული და მობილური ქსელით მომსახურებების საცალო ბაზარზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარებას აუცილებლად მიიჩნევს.“ – განაცხადა კახა ბექაურმა

Tags: კახა ბექაურიკომუნიკაციები
ShareTweet

ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე
ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე

11/16/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა
ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი
ახალი ამბები

„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი

11/12/2026
„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე

11/12/2026
ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს

11/12/2026
შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026

საინტერესო

რას სთავაზობს გრაფიტის პირველი სკოლა და მაღაზია მსურველებს?

რას სთავაზობს გრაფიტის პირველი სკოლა და მაღაზია მსურველებს?

10 years ago
შემოსავლების სამსახური გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტის საბაჟო კონტროლს განახორციელებს

შემოსავლების სამსახური გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტის საბაჟო კონტროლს განახორციელებს

11 years ago
„ალერგია არის განვითარებული, სუფთა და ცივილური ქვეყნების დაავადება“ – ბიძინა კულუმბეგოვი

„ალერგია არის განვითარებული, სუფთა და ცივილური ქვეყნების დაავადება“ – ბიძინა კულუმბეგოვი

3 years ago
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ლოცვა

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ლოცვა

11 years ago

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026

ვეკუას სკოლა მეტროში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „42-ე საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს წარმატებული კურსდამთავრებულის, ღირსეული,...

მეტის ნახვაDetails
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს 11/17/2026
  • სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება 11/17/2026
  • „მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა 11/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by