Archive for იანვარი 30th, 2019

პანელზე ტყის კოდექსი და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა განიხილეს

პანელზე ტყის კოდექსი და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა განიხილეს

პანელზე საუბრისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტყის კოდექსის პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა ქვეყნისთვის  ტყის მდგრადი მართვის პოლიტიკის მნიშვნელობის საკითხი. დაცულ ტერიტორიებზე საუბრისას ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ამჟამად საქართველოში 5 კატეგორიის 86 დაცული ტერიტორიაა, რაც ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 10%-ია (9.55%) და იგეგმება 5 ახალი დაცული ტერიტორიის დაარსება (არაგვის და თრუსოს[სრულად…]

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით 6.75 პროცენტამდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით 6.75 პროცენტამდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 30 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.75 პროცენტს შეადგენს. 2018 წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი, პროგნოზების შესაბამისად, მიზნობრივ დონესთან (3 პროცენტი) ახლოს ნარჩუნდებოდა. დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 1.5 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია[სრულად…]

31 იანვარს, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ მგზავრთა და ავტომანქანების გატარება დროებით შეფერხდება

31 იანვარს, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ მგზავრთა და ავტომანქანების გატარება დროებით შეფერხდება

31 იანვარს, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ მგზავრთა და ავტომანქანების გატარება დროებით შეფერხდება. საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ ქვეითთა ახალი დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით, 2019 წლის 31 იანვარს, თურქეთის დროით 10:00-18:00 (საქართველოს დროით 11:00-19:00) კომპიუტერული სისტემები გადატანილი იქნება ახალ ადგილზე, რის გამოც მითითებულ დროს მგზავრთა და ავტომანქანების გატარება დროებით შეჩერდება. თურქეთის გენერალური საკონსულოს[სრულად…]

ლევან დავითაშვილი: „ჩვენი მიზანია, სათანადო განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ხელი შევუწყოთ კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტის ზრდას“

ლევან დავითაშვილი: „ჩვენი მიზანია, სათანადო განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ხელი შევუწყოთ კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტის ზრდას“

აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა  ეკონომიკური კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ სიტყვით გამოსვლისას. მინისტრმა მთავარ გამოწვევებად ღირებულებათა ჯაჭვის თითოეული რგოლის გაძლიერება, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა, ადგილობრივი პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი ზრდა, იმპორტის ჩანაცვლება, საექსპორტო პროდუქციის ზრდა, ბაზრის დივერსიფიკაცია, მწვანე ეკონომიკის ფარგლებში ბიო წარმოების ხელშეწყობა და[სრულად…]

მიხეილ ბატიაშვილი: „ქვეყნის განვითარება და ხარისხიანი განათლება მეცნიერების გარეშე წარმოუდგენელია“

მიხეილ ბატიაშვილი: „ქვეყნის განვითარება და ხარისხიანი განათლება მეცნიერების გარეშე წარმოუდგენელია“

განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილესთან, ირინა აბულაძესთან და  სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორთან ზვიად გაბისონიასთან ერთად, საზოგადოებას მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები გააცნო. „ქვეყნის განვითარება და ხარისხიანი განათლება მეცნიერების გარეშე წარმოუდგენელია. ამის მაგალითი არცერთ ქვეყენაში არ არსებობს. შესაბამისად, ვფირობთ[სრულად…]

ეკონომიკური კონფერენციის „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მოხსენება გააკეთა

ეკონომიკური კონფერენციის „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მოხსენება გააკეთა

ლევან დავითაშვილმა საქართველოს რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად გადაქცევის მიზნის მიღწევაში აგრარული დარგის კონტრიბუციის პოტენციალზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მინისტრმა განხორციელებული პროექტების შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ აგრარულ სექტორში დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის ამაღლების, ინსტიტუციური განვითარებისა და დამატებული ღირებულების შემქმნელი სრული ციკლის წარმოების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით სახელმწიფო კვლავ აქტიურად ახორციელებს არაერთ პროექტს. „სახელმწიფოს ფინანსური[სრულად…]

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის, შვეიცარიისა და საბერძნეთის  ელჩები საქართველოში. შეხვედრაზე გიორგი გახარიამ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სამართალდაცვით  სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობისა და დანაშაულთან ბრძოლის კუთხით  მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. ელჩების მხრიდან ხაზი გაესვა ევროკავშირის წევრ  ქვეყნებში საქართველოს პოლიციის[სრულად…]

ირაკლი კობახიძე – სწორი ბალანსის პოვნას თუ მოვახერხებთ, ცილისწამების შესახებ კანონპროექტი შესაძლოა, მომზადდეს და იყოს მიღებული

ირაკლი კობახიძე – სწორი ბალანსის პოვნას თუ მოვახერხებთ, ცილისწამების შესახებ კანონპროექტი შესაძლოა, მომზადდეს და იყოს მიღებული

„სწორი ბალანსის პოვნას თუ მოვახერხებთ, ცილისწამების შესახებ კანონპროექტი შესაძლოა, მომზადდეს და იყოს მიღებული“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, საკითხი ძალიან რთული და კომპლექსურია და არის სერიოზული დილემა. „საზოგადოებაში გვაქვს პრობლემა. ვხედავთ, რომ იგივე ბილწსიტყვაობა ყოველდღიურობა გახდა, რაც ქართულ საზოგადოებაში მიღებული არ იყო და ჩვენ კულტურასთან მაინცდამაინც[სრულად…]

2019/01/30 პოლიტიკა
თბილისში უახლოეს მომავალში ბიზნეს აქსელერატორი ამოქმედდება

თბილისში უახლოეს მომავალში ბიზნეს აქსელერატორი ამოქმედდება

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, უახლოეს მომავალში, დედაქალაქში ბიზნესაქსელერატორი ამოქმედდება,-ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ ევროკავშირს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტის მიზანი დამწყები ბიზნესმენების შესაძლებლობების გაზრდა და ინოვაციური ბიზნესიდეების განხორციელება, ასევე, დასაქმების ხელშეწყობაა. „ბიზნესაქსელერატორის სამუშაო სივრცე ყველასთვის[სრულად…]

ვახუშტის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ვახუშტის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ვახუშტის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რომელიც დაახლოებით, ხუთ თვეში დასრულდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის განმარტებით, ხიდის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება დედაქალაქის მასშტაბით, 2015 წელს ჩატარებული კვლევის საფუძველზე მიიღეს. მისივე თქმით, რამდენიმე დღეში მედიის წარმომადგენლებსხიდზე არსებული მდგომარეობისა[სრულად…]

ფოტოკონკურსი „მრავალფეროვანი ჩინეთი“

ფოტოკონკურსი „მრავალფეროვანი ჩინეთი“

 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და მულტიმედია ჯგუფი 4U წარმოგიდგენთ ფოტოკონკურსს თემაზე „მრავალფეროვანი ჩინეთი“. “მრავალფეროვანი ჩინეთი” ეს არის საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მცდელობა. მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა პროფესიონალი ან მოყვარული ფოტოგრაფი, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ჩინეთში გადაღებული ფოტოები ან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადაღებული ნამუშევრები ჩინეთის შესახებ.[სრულად…]

ელექტრომობილების მფლობელებისთვის ვებგვერდი chargers.tbilisi.gov.ge  ამოქმედდება

ელექტრომობილების მფლობელებისთვის ვებგვერდი chargers.tbilisi.gov.ge ამოქმედდება

11 თებერვლიდან ამოქმედდება ვებგვერდი chargers.tbilisi.gov.ge, რომლის საშუალებით ელექტრომობილების მფლობელებს შეეძლებათ, თბილისის მერიას საცხოვრებელ სახლთან ელექტროდამტენების დამონტაჟება სთხოვონ. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა,ელექტროდამტენები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დამონტაჟდება. „ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ეს საკმაოდ კომპლექსური პრობლემაა და მასშტაბური მიდგომა სჭირდება. მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულების მოწესრიგებით[სრულად…]

ირაკლი კობახიძე – მოსამართლეებთან დაკავშირებით კრიტერიუმები პანაცეა ვერ გახდება და მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

ირაკლი კობახიძე – მოსამართლეებთან დაკავშირებით კრიტერიუმები პანაცეა ვერ გახდება და მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

„მოსამართლეებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კრიტერიუმები პანაცეა ვერ გახდება და ბუნებრივია, მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, – ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღების დროს გასაკეთებელია პრაგმატული არჩევანი და მთავარი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ადამიანის უფლებების დაცვა. „ამ შემთხვევაში, ეს პროცედურაც პოლიტიკური პროცედურაა. როდესაც კონსტიტუციის დონეზე დადგენილია,[სრულად…]

2019/01/30 პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტრო – სტრასბურგის სასამართლო ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

იუსტიციის სამინისტრო – სტრასბურგის სასამართლო ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა 2019 წლის 31 იანვარს ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტს რუსეთის მიერ კომპენსაციის გადახდის საკითხს საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების[სრულად…]

2019/01/30 პოლიტიკა
კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა. კომიტეტის რეზოლუციაში, რომელიც უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში რუსეთის აგრესიას (Responding to Russian Aggression Against Ukraine, Moldova and Georgia in The Black Sea Region) ეხება, აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომი, 2008 წელს აფხაზეთისა და[სრულად…]

2019/01/30 პოლიტიკა
პროკურორი – ჯეკ შეფერდის გადასაწყვეტი იყო, დაჩქარებული წესით ექსტრადირების უფლებით ისარგებლებდა თუ არა, რაზეც მან უარი განაცხადა

პროკურორი – ჯეკ შეფერდის გადასაწყვეტი იყო, დაჩქარებული წესით ექსტრადირების უფლებით ისარგებლებდა თუ არა, რაზეც მან უარი განაცხადა

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე რამე სახის მოთხოვნას არ აფიქსირებდა. ჯეკ შეფერდის გადასაწყვეტი იყო, დაჩქარებული წესით ექსტრადირების უფლებით ისარგებლებდა თუ არა, რაზეც მან უარი განაცხადა, – ამის შესახებ საქართველოში დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფერდის საქმის პროკურორმა, ქეთევან გურაშვილმა განაცხადა. როგორც გურაშვილი განმარტავს, ამის შემდეგ ექსტრადირების საკითხის განხილვა სტანდარტული წესით გაგრძელდება.[სრულად…]

ადვოკატი – ჯეკ შეფერდმა ქართული ციხე აირჩია

ადვოკატი – ჯეკ შეფერდმა ქართული ციხე აირჩია

ჯეკ შეფერდმა ქართული ციხე აირჩია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფერდის ადვოკტამა, მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, ჯეკ შეფერდის უარი ბრიტანეთის სახელმწიფოს გადაეგზავნება და მათთვის უკვე ოფიციალურად გახდება აღნიშნულის შესახებ ცნობილი. “ჯეკ შეფერდმა უარი განაცხადა გამარტივებული წესით ექსტრადიციაზე. მან აირჩია ქართული ციხე, ვიდრე დაბრუნებულიყო გაერთიანებულ[სრულად…]

ირაკლი კობახიძე – რწმენა და ცოდნა ავსებს ერთმანეთს და ეს ორი საწყისი არსად ისე კარგად არ არის შერწყმული, როგორც სასულიერო აკადემიაში

ირაკლი კობახიძე – რწმენა და ცოდნა ავსებს ერთმანეთს და ეს ორი საწყისი არსად ისე კარგად არ არის შერწყმული, როგორც სასულიერო აკადემიაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსებიდან 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და აკადემიის პედაგოგებს, სტუდენტებსა და სასულიერო პირებს აკადემიის იუბილე მიულოცა. „რწმენა და ცოდნა – ეს ორი საწყისი არსად ისე კარგად არ არის შერწყმული, როგორც თბილისის სასულიერო აკადემიაში. აკადემიას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ეკლესიის აღორძინებაში და ჩვენი[სრულად…]

საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭებაზე – აჩქარებული, წინდაუხედავი ქმედებები სიკეთეს არავის მოუტანს

საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭებაზე – აჩქარებული, წინდაუხედავი ქმედებები სიკეთეს არავის მოუტანს

უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან დიდია თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და აჩქარებული, წინდაუხედავი ქმედებები სიკეთეს არავის მოუტანს, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. „უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭებამ მთელს მართლმადიდებელ სამყაროში, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია როგორც საერო, ისე სასულიერო წრეში. ჩვენთანაც გამოიკვეთა ორი მხარე, რომლებიც ცალ-ცალკე ცდილობენ, ის პოზიცია, რაც მართებულად[სრულად…]

2019/01/30 რელიგია
ლევან დავითაშვილი ეკონომიკურ კონფერენციაში „საქართველო 2019“ მონაწილეობს

ლევან დავითაშვილი ეკონომიკურ კონფერენციაში „საქართველო 2019“ მონაწილეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჟურნალის  „THE ECONOMIST“ წლიური გამოცემა „მსოფლიო 2019“ ეგიდით გამართულ ეკონომიკურ კონფერენციაში  „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“  ორპანელზე გააკეთებს მოხსენებას. კონფერენციის ფარგლებში, ლევან დავითაშვილი საქართველოს, როგორც აგრარული ქვეყნის მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრებს, შემდეგკი,  საქართველოსთვის მწვანე ეკონომიკის განვითარების მოდელის მნიშვნელობის საკითხებს განიხილავს. პანელზე მინისტრთან[სრულად…]