2 დღის წინ
ირაკლი ხმალაძე – ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის სქემა სისტემურად შეიცვალა და მასთან შეჩვევას გარკვეული დრო სჭირდება
4 დღის წინ
პრემიერის განცხადებით, რაჭაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლოა, 50 000 000 ლარამდე დასჭირდეს
4 დღის წინ
პრემიერის ინფორმაციით, რაჭაში 4 სოფელი 1 თვე იქნება გარესამყაროს მოწყვეტილი, მაგისტრალურ გზაზე სერიოზული ჩამონგრევებია, 4 ხიდი კი სრულად აღსადგენია
4 დღის წინ
ნათია თურნავა – „ანაკლიის კონსორციუმის“ და ერთ-ერთი მთავარი ინვესტორის საარბიტრაჟო დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია
4 დღის წინ
პრემიერ-მინისტრი სოფელ ღარში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

Archive for იანვარი 18th, 2019

ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა

ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა

პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან გამართა. შეხვედრის დასაწყისში ეკა ბესელიამ თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ პარლამენტმა ზედამხედველობის და აღსრულების კუთხით კანონმდებლობა კიდევ უფრო მეტად უნდა გაამკაცროს.[სრულად…]

2019/01/18 პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე – ვალების ჩამოწერის პროექტი წარმატებით დასრულდა

მამუკა ბახტაძე – ვალების ჩამოწერის პროექტი წარმატებით დასრულდა

ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც წარმატებით დასრულდა – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთჯერადი სოლიდარობის აქტი, რომლის მიხედვითაც 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ვალი ჩამოეწერა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მთავრობამ დანაპირები პირნათლად შეასრულა მოქალაქეების დიდი ნაწილი ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდა. 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პროექტში მონაწილეობა მიიღო 38-მა საფინანსო ორგანიზაციამ; ხოლო[სრულად…]

2019/01/18 პოლიტიკა
შსს დნმ-ის საერთაშორისო სტანდარტების, უახლესი ლაბორატორიით აღიჭურვება

შსს დნმ-ის საერთაშორისო სტანდარტების, უახლესი ლაბორატორიით აღიჭურვება

საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა  სამინისტროში, უახლესი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დნმ-ის  ლაბორატორია იქმნება. ლაბორატორიის საშუალებით შესაძლებელი იქნება  დანაშაულის შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ბიოლოგიური ნიმუშების დროული და  მაღალი ხარისხის ექსპერტიზის დასკვნების მომზადება. თანამედროვე ლაბორატორიით აღჭურვის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო  გამოიყენებს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მონაცემთა ბაზებს,  ასევე, მათ საჭირო ნიმუშებით[სრულად…]

ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ იანვრიდან ამოქმედდება

ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ იანვრიდან ამოქმედდება

ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ იანვრიდან ამოქმედდება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ერთი წლის განმავლობაში სოციალური დახმარება, არ გაუუქმდებათ ხოლო მეორე წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ყველა არამონეტარული შეღავათი. „ეს[სრულად…]

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დადგენილება, რომელზეც რამდენიმე უწყება დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. „მოქალაქეები, რომლებიც ამ შესაძლებლობით ისარგებლებენ, დარწმუნდებიან, რომ პროცესი ძალიან გამარტივებული და ხელმისაწვდომია. ამასთანავე, ეს ნაბიჯი საშუალებას[სრულად…]

2019/01/18 პოლიტიკა
დედაქალაქის მერი ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

დედაქალაქის მერი ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

დედაქალაქის მერია ჯორჯ ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტ „ადამიანისა და მზის“ მიმდებარედ არსებული თარგების სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ორივე თარგში, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 10 000 კვადრატული მეტრია, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. „ბუშის ქუჩაზე თარგების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ყველას[სრულად…]

დღეის მდგომარეობით ფიქსირდება წითელას 335 შემთხვევა და მკვეთრად მატულობს დღეების მიხედვით-დავით სერგეენკო

დღეის მდგომარეობით ფიქსირდება წითელას 335 შემთხვევა და მკვეთრად მატულობს დღეების მიხედვით-დავით სერგეენკო

დღეის მდგომარეობით ფიქსირდება წითელას 335 შემთხვევა და მკვეთრად მატულობს დღეების მიხედვით. ეს რაოდენობა საკმარისია, რომ მოხდეს დეფინიცია- ეს არის ეპიდაფეთქება“- ეს განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა. წითელას შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა 20-დან 40 წალამდე ასაკის პოპულაციაში გვხვდება. მიზეზად კი,[სრულად…]

ცილისწამების კანონი- სამართლებრივად შეფუთული კრიტიკული აზრის შეზღუდვა ?!

ცილისწამების კანონი- სამართლებრივად შეფუთული კრიტიკული აზრის შეზღუდვა ?!

სოციალური ქსელი დიდი შეუზღუდავი სივრცეა, რომელიც „გადაჭარბებული„ თავისუფლების გამო ხშირად ხდება კრიტიკის საგანი. გამოხატვის თავისუფლებასა და ცილისწამებას შორის არსებული მყიფე დილემები კი სწორედ ამ უკანასკნელს უკავშირდება. რა არის ცილისწამება და როგორ განმარტავს მას ქართული კანონმდებლობა ? საქართველოს კანონში „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ„ ვკითხულობთ – ცილისწამება  ეს არის არსებითად მცდარი[სრულად…]

მამუკა ბახტაძე – ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 3,4 მილიარდი ევროს გამოყოფა არის კიდევ ერთ დადასტურება იმისა, რომ საქართველო არის ევროკავშირის საიმედო პარტნიორი

მამუკა ბახტაძე – ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 3,4 მილიარდი ევროს გამოყოფა არის კიდევ ერთ დადასტურება იმისა, რომ საქართველო არის ევროკავშირის საიმედო პარტნიორი

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 3,4 მილიარდი ევროს გამოყოფა არის კიდევ ერთ დადასტურება იმისა, რომ საქართველო არის ევროკავშირის საიმედო პარტნიორი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამოყოფილი თანხა რამდენიმე ათეულ ინფრასტრუქტურულ პროექტს მოხმარდება. „ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 3,4 ევროს ფინანსური სახსრები.[სრულად…]

2019/01/18 პოლიტიკა
ევროკავშირმა საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი გამოყო

ევროკავშირმა საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი გამოყო

ევროკავშირმა საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი გამოყო. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ევროპელ მეგობრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ფინანსური დახმარება ეხება რეფორმებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება, მართლმსაჯულება, საჯარო სამსახურის რეფორმა, საკანონმდებლო ჰარმონიზაცია და ბიზნესის მხარდაჭერა, პოლიტიკა[სრულად…]

2019/01/18 პოლიტიკა
მიხეილ ბატიაშვილი: „რეფორმის პრინციპებია ნაკლები ბიუროკრატია, მეტი დეცენტრალიზაცია და სკოლის განვითარების ხელშეწყობა!“

მიხეილ ბატიაშვილი: „რეფორმის პრინციპებია ნაკლები ბიუროკრატია, მეტი დეცენტრალიზაცია და სკოლის განვითარების ხელშეწყობა!“

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ რეფორმა საკლასო ოთახიდან იწყება არა კონკრეტული მითითებებით, არამედ სკოლის განვითარების ხელშეწყობით სამინისტროს მხრიდან. „ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა და მექანიზმები სკოლების განვითარებისთვის, მათ კი უნდა ჰქონდეთ მეტი ავტონომია განხორციელებისათვის. სკოლა უნდა იყოს ადგილი, რომელიც მუდმივად ვითარდება[სრულად…]

მიხეილ ბატიაშვილი: „მოსწავლეებში უნდა გავაჩინოთ არა მხოლოდ დამახსოვრების, არამედ კრიტიკული აზროვნების, ცოდნის გამოყენების უნარები”

მიხეილ ბატიაშვილი: „მოსწავლეებში უნდა გავაჩინოთ არა მხოლოდ დამახსოვრების, არამედ კრიტიკული აზროვნების, ცოდნის გამოყენების უნარები”

„მოსწავლეებში უნდა გავაჩინოთ არა მხოლოდ დამახსოვრების, არამედ კრიტიკული აზროვნების, ცოდნის გამოყენების უნარები”,- ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ახალი სკოლის მოდელის დანერგვა პილოტურ სკოლაში წარმატებით განხორციელდა და მისი სხვა სკოლებში დანერგვა საქართველოს სხვა სკოლებში მაქსიმალურად სწრაფად მოხდება. „არაერთხელ დავესწარი გაკვეთილს და ჩვენ[სრულად…]

სიკვდილი, რომელიც ჟონავს

სიკვდილი, რომელიც ჟონავს

2016 წელს ბუნებრივი გაზის გაჟონვის შედეგად მოიწამლა 125 ადამიანი, 29 კი გარდაიცვალა.   2017 წელს ფატალური შედეგით დასრულებული მოწამვლის ფაქტების რაოდენობამ 30-ს გადააჭარბა, ხოლო გასულ წელს თბილისში ბუნებრივი აირით მოწამვლის – 98 და გარდაცვალების 27 ფაქტი დაფიქსირდა. ასე გამოიყურება ბოლო სამი წლის სტატისტიკა, რომელსაც კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აქვეყნებს. ეს რიცხვები კარგად მეტყველებს[სრულად…]

დიდ დიღომში, გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ორი პირია დაკავებული

დიდ დიღომში, გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ორი პირია დაკავებული

დიდ დიღომში, გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ორი პირია დაკავებული. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ის პირი, ვისი ბრალეულობაც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოიკვეთება, კანონის წინაშე პასუხს აგებს. „უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს, გაზის გაჟონვას მოჰყვა ნგრევა, გარდაცვლილია ოთხი[სრულად…]

კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებ, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს

კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებ, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს. ამის შესახებ მან ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა.  „ძალიან მძიმე სიტუაციაში ვიმყოფებით. ვინც დღეს გარკვეულ გულისტკივილს გამოთქვამდა და ბრიფინგი მიუძღვნა ჩემს განცხადებებს, ზუსტად ამ ადამიანმა გასცა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა იმ[სრულად…]

ანკარა-თბილი-ანკარას მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა

ანკარა-თბილი-ანკარას მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა

18 იანვარს, საქართველოს საელჩოს, თურქეთის ავიახაზებისა (თურკისჰ Aირლინეს) და თAV ჰოლდინგის ორგანიზებით, ანკარას ესენბოღას აეროპორტში ანკარა-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ავიარეისის გახსნის ცერემონია გაიმართა, ღონისძიებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა, სხვა მაღალი დონის სტუმრები და მედიიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცერემონიის დასრულების შემდგომ, საქართველოს ელჩი პირველი საპატიო სტუმრის სტატუსით აღნიშნული რეისით[სრულად…]

კახა კალაძე – ექსპლუატაციაში  შენობის მიღებისას ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება, მუნიციპალური ინსპექციის და მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის

კახა კალაძე – ექსპლუატაციაში შენობის მიღებისას ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება, მუნიციპალური ინსპექციის და მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის

პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობელს ნათესავებს, სრულიად საქართველოს.თუმცა, სამწუხაროდ, ამ ემოციურ ფონზეც გამოჩნდნენ გარკვეული პირები და ჯგუფები, რომლებიც არაკვალიფიციურობის გამო, თუ პოლიტიკური მოტივით, ცრუ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას და ცდილობენ ამ ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციას – აქვთ მცდელობა, დისკრედიტაცია მიაყენონ მერიას და პირადად[სრულად…]

მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი აშენდება

მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი აშენდება

საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე  მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი – „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. ახალი ქალაქი, უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს  და  განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი გახდება. საგანმანათლებლო სივრცეში თავმოყრილი იქნება როგორც საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ასევე ტექნო პარკი,[სრულად…]

მიხეილ ბატიაშვილი: „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ გახდება მაღალი ხარისხის განათლების სტანდარტის ნიმუში ჩვენს ქვეყანაში“

მიხეილ ბატიაშვილი: „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ გახდება მაღალი ხარისხის განათლების სტანდარტის ნიმუში ჩვენს ქვეყანაში“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, დედაქალაქის მერთან, კახი კალაძესთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12კმ-ზე აშენდება. როგორც კაფსულის ჩაგდების ცერემონიზე მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ მაღალი ხარისხის განათლების სტანდარტის ნიმუში გახდება, რომელიც[სრულად…]

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის ბრალდებულებს 8 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის ბრალდებულებს 8 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის ბრალდებულები თ.ჩ.და გ.მ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თ.ჩ.-მ უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი ტაბლეტები, საიდანაც ნაწილი 2018 წლის 28 აპრილს, თბილისში, ღამის კლუბ „ბასსიანის“ შესასვლელთან უკანონოდ გაასაღა[სრულად…]

მასწავლებელთა კრედიტ-ქულების დაგროვების სისტემა გაუქმდება

მასწავლებელთა კრედიტ-ქულების დაგროვების სისტემა გაუქმდება

სქემის შეფასების შემდეგ წარმოჩინდა, რომ მასწავლებლები გახვეულები იყვნენ ბიუროკრატიაში და დაკავებულები იყვნენ საბუთების მომზადებით და ატვირთვით და ბავშვი რჩებოდა ყურადღების მიღმა – ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ განათლების სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. „სქემის შეფასების შემდეგ წარმოჩინდა, რომ მასწავლებლები გახვეულები იყვნენ ბიუროკრატიაში და დაკავებულები იყვნენ საბუთების მომზადებით[სრულად…]

წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება

წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკოს თქმით, დღეის მდგომარეობით, გარკვეული ადამიანებისთვის წითელას ვაქცინაციაზე არის თანაგადახდა, თუმცა დღეს საღამოდან ის ხელმისაწვდომი გახდება ყველასთვის. „გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში და გარკვეულ გეოგრაფიულ ლოკაციებზე შეიძლება საჭირო იყოს ამ წუთის მდგომარეობით გარკვეული თანაგადახდა მოსახლეობის მხრიდან, თუმცა დღეს მთავრობის სხდომაზე გაგვაქვს ეს საკითხი, შევიტანთ ცვლილებებს, რომლის საშუალებითაც აბსოლუტურად მიწვდომადს გავხდით უკვე[სრულად…]

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ დიდ დიღომში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ დიდ დიღომში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“  2019 წლის 16 იანვარს, თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანია განმარტავს, რომ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით, შპს „სამშენებლო კომპანია ელ ჯგუფმა“ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ 2017 წლის 12 სექტემბერს მიმართა, რის საფუძველზეც გაიცა გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა. კომპანიამ რეგულაციების[სრულად…]

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

21 იანვარას საქართველოში სასწავლო პროცესი განახლდება. შესამამისად, ვირუსების გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სამინისტრო კიდევ ერთხელ რეკომენდაციით მიმართავს სასწავლო დაწესებულებებს, სწავლის პროცესის დაწყებამდე, შენობები სადეზინფექციო სამუშაოებით უზრუნველყონ. ამასთანავე, სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ, სისტემატურად დაიცვან სრული სისუფთავე, დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით[სრულად…]

საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, დავიწყებთ  სარეაბილიტაციო სამუშაოებს-კახა კალაძე

საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, დავიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს-კახა კალაძე

ამ ფაქტმა ნამდვილად მთელი საზოგადოება შეძრა. უამრავმა ადამიანმა გამოთქვა დაზარალებული ადამიანების დახმარების სურვილი. 2 დღის განმავლობაში არ წყდება ზარები, შეტყობინებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მოქალაქეები გამოთქვამენ სურვილს და მზადყოფნას დაეხმარონ დაზარალებულ ადამიანებს სხვადასხვა ფორმით, ზოგი საცხოვრებელი ფართით, ზოგი საკვებით და ა.შ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს სოლიდარობისთვის. – ამის[სრულად…]

ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და  ზვავსაშიშროების გამო, ზოგიერთ რეგიონში, საავტომობილო გზებზე გარკვეული  შეზღუდვები დაწესდა

ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, ზოგიერთ რეგიონში, საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების, ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, ზოგიერთ რეგიონში, საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 45კმ-დან 65-ე კილომეტრამდე მონაკვეთი (სოფ. იგოეთთან) ამინდის გაუარესების გამო მოყინულია და ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. შესაბამისი სამსახურების მიერ ინტენსიურად მიმდინარეობს გზის საფარზე[სრულად…]

2018 წელს, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 566 ფაქტი გამოვლინდა

2018 წელს, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 566 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2018 წელს, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 566 ფაქტი გამოავლინეს. გარემოს დაბინძურების კუთხით, 2018 წელს გამოვლინდა: მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება – 153 ფაქტი; სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება – 154 ფაქტი; შლამისებრი ნივთიერებებით – ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით[სრულად…]

მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის გვერდზე განსხვავებულ აზრს ბლოკავს და კომენტარებს შლის

მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის გვერდზე განსხვავებულ აზრს ბლოკავს და კომენტარებს შლის

მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის გვერდზე განსხვავებულ აზრს ბლოკავს და კომენტარებს შლის. ამის შესახებ საკუთარი ფეისბუკის გვერდზე ელია ამისულაშვილი წერს. დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა. როგორც ჩანს, მომხდარს  ივანიშვილს აბრალებს და  “ყასტრანსგაზს” აკრიტიკებს. “თბილისი თაიმის” ელია ამისულაშვილის კომენტარს უცვლელი სახით გთავაზობთ. “Mikheil Saakashvili-მა დამბლოკა 5 წუთის წინ მის პოსტზე საწინააღმდეგო[სრულად…]

2019/01/18 პოლიტიკა