2 დღის წინ
ირაკლი ხმალაძე – ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის სქემა სისტემურად შეიცვალა და მასთან შეჩვევას გარკვეული დრო სჭირდება
4 დღის წინ
პრემიერის განცხადებით, რაჭაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლოა, 50 000 000 ლარამდე დასჭირდეს
4 დღის წინ
პრემიერის ინფორმაციით, რაჭაში 4 სოფელი 1 თვე იქნება გარესამყაროს მოწყვეტილი, მაგისტრალურ გზაზე სერიოზული ჩამონგრევებია, 4 ხიდი კი სრულად აღსადგენია
4 დღის წინ
ნათია თურნავა – „ანაკლიის კონსორციუმის“ და ერთ-ერთი მთავარი ინვესტორის საარბიტრაჟო დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია
4 დღის წინ
პრემიერ-მინისტრი სოფელ ღარში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

Archive for იანვარი 17th, 2019

ირაკლი ხმალაძე: მერიის მხრიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოებას  არ ადგენს

ირაკლი ხმალაძე: მერიის მხრიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოებას  არ ადგენს

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერიის მხრიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოებას არ ადგენს. როგორც ხმალაძემ განმარტა, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობას არ გამოავლენდა. „საუბარი იყო იმაზე, რომ კორპუსი ექსპლუატაციაში მიღებული არ იყო. ექსპლუატაციაში მიღება არაფერს ცვლიდა, რადგან შენობა ამისთვის[სრულად…]

წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

16-17 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 4 ფაქტი აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების გ.მ-ს, ჯ.ტ-ს, გ.ვ-სა და ნ.ნ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 3,140 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14[სრულად…]

ხარისხიანი პრაქტიკის ხელშემწყობი ორგანიზაციული ჩარჩო

ხარისხიანი პრაქტიკის ხელშემწყობი ორგანიზაციული ჩარჩო

სოციალრი მუშაობის პროფესიაში ბევრი ასპექტი იწვევს გაურკვევლობასა და ეჭვს, რომლებიც ყოველდღიური სამუშაოს განუყოფელი ნაწინია. გარდა ამისა, სოციალური მუშაკები მუშაობენ მაღალი რისკის გარემოში. რისკის წინაშე იმყოფებიან მომსახურების მომხმარებელნიც, დამსაქმებელიც და თავად სოციალური მუშაკიც. ხარისხიანი პრაქტიკის ხელშემწყობი ორგანიზაციული ჩარჩო ძირითად აქცენტებს უნდა აკეთებდეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამუშაოზე აყვანა და ფუნქციების გაცნობა, ზედამხედველობა,[სრულად…]

ილია II-აღვავლენთ ლოცვებს ნიკოლოზის, ნათიას, ნინოს და ლევანის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო ჩვენ მოგვცეს ძალა მათთვის ლოცვითი შეწევნისა“

ილია II-აღვავლენთ ლოცვებს ნიკოლოზის, ნათიას, ნინოს და ლევანის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო ჩვენ მოგვცეს ძალა მათთვის ლოცვითი შეწევნისა“

„აღვავლენთ ლოცვებს ნიკოლოზის, ნათიას, ნინოს და ლევანის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი“, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს. „გამოვთქვამთ ჩვენს ღრმა მწუხარებას დიდი დიღომში გაზის აფეთქებით გამოწვეული ტრაგედიის გამო, რომელიც ყველას ტკივილად იქცა და მთელი ქვეყნის გულითადი თანაგრძნობა გამოიწვია. მეტად[სრულად…]

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაღუპული 4 ადამიანიდან სამი – ერთი ოჯახის წევრია

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაღუპული 4 ადამიანიდან სამი – ერთი ოჯახის წევრია

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაღუპული 4 ადამიანიდან სამი – ერთი ოჯახის წევრია. მეექვსე სართულზე აფეთქების დროს ადგილზე დაიღუპნენ მინდია ფირალიშვილის მეუღლე ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და ნათიას და ნინო, რომელიც სტუმრად იყო მისული. რაც შეეხება მეოთხე გარდაცვლილს, ის ახალგაზრდა მამაკაცი, ლევან დავლაძეა. იგი  ამ კორპუსში[სრულად…]

„ყველაზე მეტად გამიმართლა, როცა სცენა აღმოვაჩინე და მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი საქმე“ – გიორგი ცხადაძე

„ყველაზე მეტად გამიმართლა, როცა სცენა აღმოვაჩინე და მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი საქმე“ – გიორგი ცხადაძე

დღევანდელი ქართული რეალობა ნამდვილად იძლევა იმის შესაძლებლობებს, რომ ნიჭიერმა ადამიანებმა შეძლონ, საკუთარი მუსიკალური უნარები ურიცხვი რაოდენობის ადამიანისთვის გახდეს ცნობილი. ამ შემთხვევაში, ურთიერთობა ორმხრივია – მსმენელი იკმაყოფილებს საკუთარ მუსიკალურ ინტერესებს და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შემსრულებელი ახდენს საკუთარი რესურსების რეალიზებას. ამ რეალობის კვალდაკვალ, ზოგი მეტად გამორჩეული და საინტერესო ხდება მსმენელისთვის, სხვები[სრულად…]

2019/01/17 პერსონა
დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების დეტალები

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების დეტალები

თბილისში, დიდ დიღომში,ავთანდილის ქუჩაზე  გუშინ საღამოს ცხრასართულიანი,ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსის, მეექვსე სართულზე,  სავარაუდოდ ბუნებრივი აირი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა,მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, რვა  კი დაშავდა. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. კლინიკა უკვე დატოვა ორმა მოზრდილმაც. აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. ადგილობრივების ცნობით, საცხოვრებელ კორპუსში გაზის სუნის გამო[სრულად…]

პოლიციაში სამშენებლო კომპანიის დირექტორის გამოკითხვა მიმდინარეობს

პოლიციაში სამშენებლო კომპანიის დირექტორის გამოკითხვა მიმდინარეობს

დიდი დიღმის მეოთხე განყოფილებაში სამშენებლო კომპანიის „ელ ჯგუფის“ ხელმძღვანელის გიორგი ჭანტურიას გამოკითხვა მიმდინარეობს. „ელ ჯგუფი“ ის კომპანიაა, რომელმაც საცხოვრებელი კორპუსი ააშენა, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაიცას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, გრძელდება ასევე მოქალაქეების გამოკითხვა. ამ დრომდე მიმდინარეობს ასევე „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლების გამოკითხვა. Please follow and like us:

დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, „სისხლის ბანკი“ მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს

დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, „სისხლის ბანკი“ მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს

იაშვილის ეზოში მდებარე შპს „სისხლის ბანკი“ მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.  კლინიკის მენეჯერმა ეკა გუგეშაშვილმა განაცხადა, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მათ სისხლის კომპონენტებით უზრუნველყვეს როგორც იაშვილში გადაყვანილი ბავშვები, ასვე სხვა კლინიკის პაციენტები, რის გამოც ახლა სისხლის მარაგის რაოდენობა მინიმუმია. „წუხელ, შემოყვანის დროს ერთ ბავშვს საოპერაციოში გადაუსხეს სისხლი, ასევე დილას, გამთენიისას[სრულად…]

ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოდან მოიხსნა

ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოდან მოიხსნა

ჰაცუ ბაშოს მეხუთე დღეს ტოჩინოშინი ტურნირიდან მოიხსნა. ქართველ სუმოისტს შეჯიბრის დატოვება ფეხის ტრავმის გამო მოუწია. როგორც ცნობილია, ლევან გორგაძეს მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული, რის გამოც ვერ აგრძელებს მონაწილეობას. ლევან გორგაძეს იანვრის ბაშოზე მაკე-კოში, ანუ უარყოფითი ბალანსი დაუფიქსირდა. ეს ნიშნავს, რომ ტოჩინოშინს შემდეგ ბაშოზე ოძეკის წოდების დაცვა მოუწევს. მიხეილ[სრულად…]

2019/01/17 სპორტი
2016-2018 წლებში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 86 ადამიანი გარდაიცვალა

2016-2018 წლებში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 86 ადამიანი გარდაიცვალა

2016-2018 წლებში ბუნებრივი აირის გაჟონვით 86 ადამიანი გარდაიცვალა. კომპანია  „ყაზტრანსგაზ-თბილისის“  მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2018 წელს თბილისში ბუნებრივი აირით მოწამვლის – 98 და გარდაცვალების 27 ფაქტი დაფიქსირდა. 2017 წელს 62 ადამიანი მოიწამლა, 30 კი გარდაიცვალა. ხოლო 2016 წელს მოწამვლის 125 და გარდაცვალების 29 შემთხვევა დაფიქსირდა. დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით კომპანიის[სრულად…]

პოლიციაში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლის გამოკითხვა მიმდინარეობს

პოლიციაში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლის გამოკითხვა მიმდინარეობს

დიდი დიღმის პოლიციის მეოთხე განყოფილებაში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლის გამოკითხვა მიმდინარეობს. ის ერთ-ერთია იმ პირთაგან, რომლებიც გუშინ, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე იმ კორპუსში იმყოფებოდნენ, სადაც აფეთქება მოხდა. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები გამოკითხვაზე პოლიციაში გუშინ გვიან ღამითაც ჰყავდათ გადაყვანილი. როგორც ცნობილია  პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან პროკურორებიც, რომლებიც აღნიშნულ საქმეს საპროკურორო ზედამხედველობას უწევენ. დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარი[სრულად…]

ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა

ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა

1-ელი იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით, საქართველოში წითელას 312 შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა,  ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა, გავრცელების არეალები კი კახეთი, იმერეთი და სამეგრელოა. ამასთან, როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დაავადების შემთხვევათა 56% ძირითადად, 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებშია გავრცელებული. როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა,[სრულად…]

ანა დოლიძე –  ჩვენ ვცხოვრობთ სიკვდილით სავსე ქვეყანაში

ანა დოლიძე – ჩვენ ვცხოვრობთ სიკვდილით სავსე ქვეყანაში

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სიკვდილით სავსე ქვეყანაში, არამარტო ქალაქში,- ასე აფასებს  “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე დიდ დიღომში, საცხოვრებელ კურპუსში აფეთქებას, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა. „აქ, ყველა ჩვენთაგანისთვის ცხოვრება, ყოველდღიურად საფრთხის მომცველია. ცოტა ხნის წინ, ქუთაისში ძალიან ტრაგიკულ ვითარებაში,[სრულად…]

თამარ ჯაყელი: „განათლების რეფორმის მიმართულებით მიმდინარე პროცესები სისტემის სრულ გაჯანსაღებას უზრუნველყოფს“

თამარ ჯაყელი: „განათლების რეფორმის მიმართულებით მიმდინარე პროცესები სისტემის სრულ გაჯანსაღებას უზრუნველყოფს“

განათლების ექსპერტი, თამარ ჯაყელი განათლების რეფორმის მიმართულებით მიმდინარე პროცესებს აფასებს და აღნიშნავს, რომ ყველა ნაბიჯი სისტემის გაჯანსაღებისა და ფუნდამენტური ცვლილებებისთვის არის მიმართული.  „ჩვენ ვიმუშავეთ საპილოტე სკოლაში, სადაც ინერგება ახალი სკოლის მოდელი, ახალი საგაკვეთილო პროცესი. ნათლად ჩანს ბავშვების, პედაგოგების ენთუზიაზმი და რაც მთავარია ის შედეგები, რომელიც ასეთი ტიპის საგაკვეთილო პროცესებს მოაქვს.[სრულად…]

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად მოქალაქეების დაშავებისა და ავტომობილების დაზიანების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად მოქალაქეების დაშავებისა და ავტომობილების დაზიანების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად მოქალაქეების დაშავების და ავტომობილების დაზიანების 17 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. დაშავებულია 4 ადამიანი, მედიკოსების პირველადი ინფორმაციით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ქარმა ასევე დააზიანა შენობა-ნაგებობების სახურავები და საცხოვრებელი სახლების შუშები. დღის განმავლობაში ძლიერი ქარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსულია 40[სრულად…]

მთვარეზე დარგული პირველი მცენარე გახმა

მთვარეზე დარგული პირველი მცენარე გახმა

მთვარეზე ჩინური კომოსური აპარატის  Chang’e 4-ის მიერ წაღებული ბამბის ყვავილის ნაყოფი გახმა. ამის შესახებ გამოცემა „სინჰუა“ წერს. მეცნიერები აცხადებენ, რომ მთვარეზე მინი-ბიოსფეროს ხანგრძლივი ექსპერიმენტის ჩატარება სურდათ. თესლის გახმობის მიზეზად ექსპერტები მთვარის ღამეს ასახელებენ, როდესაც დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე ტემპერატურა მინუს 170 გრადუსამდე ეცემა. 2019 წლის 3 იანვარს მთვარეზე ჩინური სადგური Chang’e-4 დაეშვა.[სრულად…]

2019/01/17 მსოფლიო
საზღარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

საზღარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო,საზღარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. გლოვის ნიშნად სახელმწიფო დროშა უკვე დაუშვეს საქართველოს საელჩოების შენობებზე აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, სამხრეთ აფრიკაში, კატარში, ქუვეითში, ნიდერლანდებში, კორეის რესპუბლიკაში, ინდოეთში, ინდონეზიაში, ავსტრალიაში, მექსიკაში, საუდის არაბეთში, კვიპროსში, მოლოდოვაში, ირლანდიაში, ლატვიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, საბერძნეთში,[სრულად…]

სახალხო დამცველი დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს

სახალხო დამცველი დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ყველა ღონეს უნდა მიმართოს, რათა ამ ტრაგედიით დაზარალებულმა მოსახლეობამ სრულყოფილი სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ასევე მატერიალური დახმარება მიიღოს. ამასთან, სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ ტრაგედიის მასშტაბებისა და სიმძიმიდან[სრულად…]

ჭონქაძის ქუჩასა და მის მკვეთ ყველა ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა თებერვლის ბოლომდე  შეიზღუდება

ჭონქაძის ქუჩასა და მის მკვეთ ყველა ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა თებერვლის ბოლომდე შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის ინფორმაციით, 17 იანვრიდან თებერვლის ბოლომდე ჭონქაძის ქუჩასა და მის მკვეთ ყველა ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, შეზღუდვა ჭონქაძის ქუჩაზე მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება. „17 იანვრიდან თებერვლის ბოლომდე, აღნიშნულ ქუჩასა და მის მკვეთ ყველა ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. ავტომანქანებს გადაადგილება შეეძლებათ შემდეგი[სრულად…]

საია გამოთქვამს მზადყოფნას, გაუწიოს უფასო სამართლებრივი დახმარება მომხდარი ტრაგედიით დაზარალებულ პირებს და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს

საია გამოთქვამს მზადყოფნას, გაუწიოს უფასო სამართლებრივი დახმარება მომხდარი ტრაგედიით დაზარალებულ პირებს და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უსამძიმრებს ქ. თბილისში, დიდ დიღომში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს და თანადგომას უცხადებს მომხდარი ტრაგედიით დაზარალებულ პირებს. საია იმედოვნებს, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების საფუძვლიან შესწავლას და სათანადო გამოძიების ჩატარებას. საია გამოთქვამს მზადყოფნას, გაუწიოს უფასო სამართლებრივი დახმარება მომხდარი ტრაგედიით დაზარალებულ პირებს და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.[სრულად…]

„ნაციონალური მოძრაობა“ დიდ დიღომში მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

„ნაციონალური მოძრაობა“ დიდ დიღომში მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დიდ დიღომში მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს. „მთელი ქვეყნისთვის უმძიმესი ტრაგედიაა დიდ დიღომში მომხდარი საცხოვრებელი კორპუსის აფეთქება, რომელიც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქებას ემსხვერპლა ჩვენი თანამოქალაქეები. დაშავებულ მოქალაქეებს კი გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში. Please follow and like us:

დიდ დიღომში, აფეთქების ადგილზე  ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს

დიდ დიღომში, აფეთქების ადგილზე ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გუშინ ბუნებრივი აირის აფეთქება მოხდა, ამ წუთებში ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს. არსებული ინფორმაციით, ისინი შეისწავლიან ვითარებას და დაადგენენ, შესაძლებელია თუ არა აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის აღდგენა და მცხოვრებლების დაბრუნება. ექსპერტები არ აკონკრეტებენ, თუ რა დრო დასჭირდება კვლევას, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ სახლი საცხოვრებლად ვარგისი[სრულად…]

ნათია მეზვრიშვილი ვერაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით – „არ არის გამორიცხული, რომ ამ საქმეზე ბრალდებულების წრე გაიზარდოს“

ნათია მეზვრიშვილი ვერაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით – „არ არის გამორიცხული, რომ ამ საქმეზე ბრალდებულების წრე გაიზარდოს“

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა, გუშინ ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარ, დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. „ამ ეტაპზე, მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დაკავებულია. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია ასევე 1 პირი. ბრალდებულს რაც შეეხება, ამ ეტაპზე, როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. გამოძიებას მისგან ინფორმაცია, შესაძლო დანაშაულის დეტალებთან დაკავშირებით, არ აქვს.[სრულად…]

საპროკურორო საბჭომ თავმჯდომარედ პროკურორი ნანა ხუნჯუა აირჩია

საპროკურორო საბჭომ თავმჯდომარედ პროკურორი ნანა ხუნჯუა აირჩია

ნანა ხუნჯუა საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს. საბჭოს სხდომაზე დღეს ორი კანდიდატურა დასახელდა – ადვოკატი ირმა ჭკადუა და პროკურორი ნანა ხუნჯუა. მან ხმათა უმრავლესობით (12 ხმა), საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი 2 წლის ვადით დაიკავა. საპროკურორო საბჭოს წევრთა განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანი იყო ორი გარემოება[სრულად…]

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) მიერ საქართველოსთვის გაცემულ რეკომენდაციებზე ინფორმაცია მოისმინეს

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) მიერ საქართველოსთვის გაცემულ რეკომენდაციებზე ინფორმაცია მოისმინეს

პარლამენტში რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (EჩღI) მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კრისტიან ურსემ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა და ნინო ლომჯარიამ, სახალხო დამცველმა მიმართეს. თამარ ჩუგოშვილმა ქვეყანაში თანასწორობის დამკვიდრების კუთხით ახალი კონსტიტუციის მე-11[სრულად…]

აფეთქების შედეგად დაშავებული ხუთი ბავშვი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს, ერთი კი რეანიმაციაში რჩება

აფეთქების შედეგად დაშავებული ხუთი ბავშვი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს, ერთი კი რეანიმაციაში რჩება

იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ამ დროისთვის დიდ დიღომში გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ექვსი ბავშვიდან ერთი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. შემთხვევის შედეგად მოთავსებული 5 ბავშვი კლინიკიდან უკვე გაწერეს. საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ოპერაციის შემდგომი დაკვირვების ქვეშ 4 წლისა და 6 თვის გოგონა რჩება. მას ოპერაცია თავზე ჩაუტარდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ პატარა პაციენტის[სრულად…]

დიდ დიღომში გუშინ მომხდარი აფეთქების შემდეგ მერიამ 27 დაზარალებული დააბინავა

დიდ დიღომში გუშინ მომხდარი აფეთქების შემდეგ მერიამ 27 დაზარალებული დააბინავა

დიდ დიღომში გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ სასტუმროებში მოთავსებულია 27 დაზარალებული ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. „ყველა, ვინც მოგვმართა, უზრუნველყოფილია საკვებითა და თავშესაფრით. სასტუმროებში გამგეობების თანამშრომლები მორიგეობენ“, – აცხადებენ თბილისის მერიაში. მათივე ინფრმაციით, აფეთქებული კორპუსიდან საკუთარი ნივთების გამოტანა 46–მა დაზარალებულმა შეძლო. დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4[სრულად…]

შსს-მ დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შსს-მ დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი[სრულად…]

მამუკა ბახტაძემ იაშვილის კლინიკაში, დიღომში კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა

მამუკა ბახტაძემ იაშვილის კლინიკაში, დიღომში კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაშვილის კლინიკაში, დიღომში კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა. მთავრობის მეთაურმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ იაშვილის კლინიკაში ამ დროისთვის ექვსი ბავშვი გადის მკურნალობას და მათი ჯანმთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. “უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა დღეს თავს, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. მინდა მივუსამძიმრო ეს ტრაგედია[სრულად…]