ჰაცუ ბაშოს მეხუთე დღეს ტოჩინოშინი ტურნირიდან მოიხსნა. ქართველ სუმოისტს შეჯიბრის დატოვება ფეხის ტრავმის გამო მოუწია. როგორც ცნობილია, ლევან გორგაძეს მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული, რის გამოც ვერ აგრძელებს მონაწილეობას.
ლევან გორგაძეს იანვრის ბაშოზე მაკე-კოში, ანუ უარყოფითი ბალანსი დაუფიქსირდა. ეს ნიშნავს, რომ ტოჩინოშინს შემდეგ ბაშოზე ოძეკის წოდების დაცვა მოუწევს.
მიხეილ ლუხუტაშვილი