17 საათის წინ
დანაშაულისგან თავისუფალი უსაფრთხო ქვეყნების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში მეოთხე, ევროპის მასშტაბით კი, პირველ ადგილზეა
18 საათის წინ
საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს გაუხსნის
2 დღის წინ
საერთაშორისო კონკურსში ქართულმა ღვინოებმა ოქროს და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს
2 დღის წინ
შს მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, გიორგი შაქარაშვილის საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება დამძიმდეს
3 დღის წინ
„ბიბისი“ – როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

Archive for იანვარი, 2020

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიმდინარეობს საგანგებო კომიტეტის დახურული სხდომა, სადაც მსჯელობენ, თუ რა ხდება  ჩინეთში

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიმდინარეობს საგანგებო კომიტეტის დახურული სხდომა, სადაც მსჯელობენ, თუ რა ხდება ჩინეთში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიმდინარეობს საგანგებო კომიტეტის დახურული სხდომა, სადაც მსჯელობენ, თუ რა ხდება ჩინეთში, ასევე მსჯელობენ გამოცხადდეს თუ არა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა გლობალურად. ამასთან, როგორც ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჩრდილოეთ კორეის გარდა, ჯერჯერობით, არცერთ ქვეყანას ჩინეთთან არ ჩაუკეტავს საზღვარი. მისივე[სრულად…]

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე პეტრეს განცხადებაზე – ამას ვიღებ, როგორც ერთ-ერთ სერიას იმ ბრალდებების, რაც საპატრიარქოს და პატრიარქის წინააღმდეგ არის მიმართული

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე პეტრეს განცხადებაზე – ამას ვიღებ, როგორც ერთ-ერთ სერიას იმ ბრალდებების, რაც საპატრიარქოს და პატრიარქის წინააღმდეგ არის მიმართული

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მამა ანდრია ჯაღმაიძისთვის ​ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს მიერ მისი მისამართით გაჟღერებული ბრალდება გაუგებარია. რაც შეეხება მეუფე პეტრეს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც მეუფე პეტრემ აღნიშნული საკითხით წმინდა სინოდს, დაინტერესება ურჩია, მამა ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ თუკი მას ასე სურს, საკითხი სინოდის სხდომამ განიხილოს. მისივე განმარტებით, მაღალ სულიერ[სრულად…]

2020/01/31 რელიგია
კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 213-მდე გაიზარდა

კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 213-მდე გაიზარდა

ჩინეთში, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 213-ია, ხოლო დადასტურებულმა შემთხვევებმა 9,692-ს მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ჩინეთის ჯანდაცვის სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის გარდა, ვირუსის შემთხვევები 19 ქვეყანაშია დადასტურებული, სადაც, საერთო ჯამში, დაინფიცირების 100-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსის პირველი ორი დადასტურებული შემთხვევის შესახებ განცხადება იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ გააკეთა. მისივე[სრულად…]

2020/01/31 მსოფლიო
1-ელი თებერვლიდან წყალმომარაგების ქსელზე მიერთების საფასური მცირდება

1-ელი თებერვლიდან წყალმომარაგების ქსელზე მიერთების საფასური მცირდება

1-ელი თებერვლიდან წყალმომარაგების ქსელზე მიერთების საფასური მცირდება.  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, სემეკის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების (დიამეტრი – 20 მმ) საფასური 100 ლარით შემცირდება და 500 ლარის ნაცვლად 400 ლარი იქნება. ამასთანავე, მუნიციპალიტეტებში 200 ლარით მცირდება წყალარინების ქსელზე მიერთების (დიამეტრი – 0-100 მმ) საფასური და[სრულად…]

დღეს და ხვალ საქართველოში ნალექი, ზღვაზე კი 4-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

დღეს და ხვალ საქართველოში ნალექი, ზღვაზე კი 4-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

31 იანვარს და 1 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული ზედამხედველობის სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გამოიწვიოს მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება. Please follow and like us:

„საქართველოს ეროვნული ლატარია“ – სოციალურად დაუცველი ვალიკო კვაჭაძე მილიონერი გახდა

„საქართველოს ეროვნული ლატარია“ – სოციალურად დაუცველი ვალიკო კვაჭაძე მილიონერი გახდა

მილიონერი, რომელსაც მთელი საქართველო ეძებდა, „საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ“ ბათუმში, დევნილთა დასახლებაში იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ეროვნული ლატარია“ ავრცელებს. „აღსანიშნავია, რომ „ლოტო 6/42“-ის ჯეკპოტი – 1 182 454 ლარი 21 იანვარს გათამაშდა, მაგრამ გამარჯვებული რამდენიმე დღე არ ჩანდა. 1 182 454 ლარი 77 წლის ვალიკო კვაჭაძემ და მისმა შვილმა გიორგი კვაჭაძემ[სრულად…]

კოსტავას ქუჩაზე 150 მუხას რგავენ

კოსტავას ქუჩაზე 150 მუხას რგავენ

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გამწვანების მასშტაბური პროექტები დაიწყო. ამჯერად კოსტავას ქუჩაზე 6-მეტრიანი 150 ძირი მუხის ხის დარგვის სამუშაოები მიმდინარეობს. ტერიტორიაზე ახალი და ჯანსაღი ხეები დაავადებული მოჭრილი ფიჭვების სანაცვლოდ ირგვება. სამუშაოებს შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“ ასრულებს.   Please follow and like us:

კობი ბრაიანტის მეუღლე – წარმოუდგენელია სიცოცხლე მათ გარეშე, თუმცა ჩვენ ვიღვიძებთ ყოველდღე, ვცდილობთ გავაგრძელოთ ცხოვრება

კობი ბრაიანტის მეუღლე – წარმოუდგენელია სიცოცხლე მათ გარეშე, თუმცა ჩვენ ვიღვიძებთ ყოველდღე, ვცდილობთ გავაგრძელოთ ცხოვრება

კობი ბრაიანტის მეუღლე ვანესა ბრაიანტი ქმრისა და შვილის გარდაცვალებაზე პირველ საჯარო განცხადებას აკეთებს და მილიონობით ადამიანს, ვინც მისი ოჯახის მხარდაჭერა გამოხატა მადლობას უხდის. „ჩვენ სრულიად განადგურებული ვართ ჩემი ძვირფასი ქმრის, კობის-ჩვენი შვილების არაჩვეულებრივი მამის და ჩემი ლამაზი, ტკბილი ჯაიანას-მოსიყვარულე და არაჩვეულებრივი გოგონას უეცარი დაღუპვის გამო“,- წერს ვანესა ბრაიანტი. ბრაიანტი იმ ოჯახებსაც[სრულად…]

2020/01/30 მსოფლიო
თბილისში, არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს

თბილისში, არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 2004 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად უწევდნენ ექსპლუატაციას და ე.წ. კლიენტებისთვის სექსუალურ მომსახურებას აიძულებდნენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ[სრულად…]

თითებით ქსოვის ვორქშოპი – აღნიშნული პროცესი, გარკვეულწილად, თერაპიულია, ასევე ხელს უწყობს შემოქმედებითი აზროვნებისა და წვრილი მოტორიკის განვითარებას

თითებით ქსოვის ვორქშოპი – აღნიშნული პროცესი, გარკვეულწილად, თერაპიულია, ასევე ხელს უწყობს შემოქმედებითი აზროვნებისა და წვრილი მოტორიკის განვითარებას

ბავშვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, უფროს ადამიანებსაც კი განსაკუთრებულად სიამოვნებთ, როდესაც საკუთარი ხელით ქმნიან. ჩვენი პატარა მეგობრებისთვის კი ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად სასიამოვნო და სახალისოა. ამ შემთხვევაში, პატარებს აქვთ შესაძლებლობა, თითებით ქსოვის ვორქშოპში მიიღონ მონაწილეობა. ვორქშოპი ჩატარდება „თამაშობანას“ საოჯახო კაფეში, სადაც ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას საინტერესო, საგანმანათლებლო და გასართობი[სრულად…]

ანაკლიის პროექტი, რომელზეც  200 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული, შეჩერებულია

ანაკლიის პროექტი, რომელზეც  200 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული, შეჩერებულია

ანაკლიის პროექტის ჩაშლის საფრთხეზე ჩანასახშივე საუბრობდნენ. აღნიშნული პროექტი დღეს შეჩერებულია. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პროცესი გადაიდო. რა შედეგებზეა ორიენტირებული შესაბამისი პროექტი და რატომ იქნება უკეთესი, თუკი ის მოკლე დროში გახორციელდება? „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს ეკონომისტი სოსო არჩვაძე პასუხობს. ჯამურად, რა თანხა დაიხარჯა პროექტზე მუშაობისას? ინფრასტრუქტურისთვის მოსამზადებელ სამუშაოებში, მთლიანობაში (ნაწილი ლარში და ნაწილი[სრულად…]

ნათია თურნავა – პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა ვფიქრობ, ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერება მოგვიწევს

ნათია თურნავა – პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა ვფიქრობ, ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერება მოგვიწევს

ვფიქრობ, ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო, ასევე ჯანდაცვისა და სხვა უწყებები ერთიან საკოორდინაციო ჯგუფში არიან ჩართული და ყველაფერი კეთდება ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით აუცილებელი პრენევციული ღონისძიებების გატარებისთვის. „პირველ რიგში, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს[სრულად…]

ზუგდიდი ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტად დასახელდა

ზუგდიდი ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტად დასახელდა

ყველაზე სუფთა ქალაქი და მუნიციპალიტეტი ზუგდიდი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ორგანიზებით, კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. მათივე ცნობით, ყველაზე სუფთა ქალაქის და მუნიციპალიტეტის ტიტულები ზუგდიდმა მოიპოვა, ყველაზე სუფთა სოფლის ნომინაციაშიც სოფელმა ორსანტიამ გაიმარჯვა. დაჯილდოების ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის[სრულად…]

ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა

ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა

ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 106-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება. სააგენტოს ცნობით, ჰუბეის პროვინციის ჯანდაცვის კომისიამ ონლაინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პროვინციაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100-ს მიაღწია, დაინფიცირებულთა რიცხვი კი 2,714-ია. რაც შეეხება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსით დაინფიცირების შემთხვევებს, ჩინური მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 4, 515 დადასტურებული შემთხვევაა[სრულად…]

2020/01/28 მსოფლიო
საგამოძიებო სამსახურმა 22 ათასი ლარის არადეკლარირებული მედიკამენტების აზერბაიჯანში მალულად გადატანის მცდელობაში ერთი პირი ამხილა

საგამოძიებო სამსახურმა 22 ათასი ლარის არადეკლარირებული მედიკამენტების აზერბაიჯანში მალულად გადატანის მცდელობაში ერთი პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილა,- ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს. კერძოდ, აღნიშნული პირი, დაახლოებით, 22 ათასი ლარის არადეკლარირებული მედიკამენტების აზერბაიჯანში მალულად გადატანას ცდილობდა. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან[სრულად…]

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა

თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობამ კი 1600-ს მიაღწია. როგორც მედია იტყობინება, სულ მცირე, 45 ადამიანის ნანგრევებიდან ცოცხლად ამოყვანა მოხერხდა. 6,8 ბალის მიწისძვრამ აღმოსავლეთ თურქეთში 75 შენობა დაანგრია და 1000-ზე მეტი დააზიანა. აღსანიშნავია, რომ პარასკევის შემდეგ, თურქეთში 1000-მდე მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, მათ შორის 21 ოთხ მაგნიტუდას აღწევდა. Please[სრულად…]

2020/01/28 მსოფლიო
ილია მეორე – მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საქართველოს ეკლესია ერთადერთია, რომელიც მოაქცია ქალმა – წმინა ნინო არის შუამავალი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის

ილია მეორე – მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საქართველოს ეკლესია ერთადერთია, რომელიც მოაქცია ქალმა – წმინა ნინო არის შუამავალი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა. პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებთან ერთად იგალობა. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, საქართველოს ეკლესია ერთადერთია მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის, „რომელიც ქალმა მოაქცია“.[სრულად…]

ამირან გამყრელიძე – დღეიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტი იწყება იმ ადგილებში, სადაც ინტენსიურია ჩინეთის მოქალაქეების განსახლება

ამირან გამყრელიძე – დღეიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტი იწყება იმ ადგილებში, სადაც ინტენსიურია ჩინეთის მოქალაქეების განსახლება

დღეიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტი იწყება იმ ადგილებში, სადაც ინტენსიურია ჩინეთის მოქალაქეების განსახლება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა. ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, ჯერჯერობით, კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებიანი არც ერთი ადამიანი არ დაფიქსირებულა. „რამდენიმე დღეა საქართველოში მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები, რომ პროფილაქტიკა გავაკეთოთ, პირველ რიგში, ინფექციის[სრულად…]

ამერიკა საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტს იწყებს

ამერიკა საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტს იწყებს

ამერიკის შეერთებული შტატები, პარტნიორობის ფარგლებში ახალ 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტს იწყებს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. “ახალი პროექტი Achieving Student-Centered Education for a New Tomorrow (ASCENT) 5 წლიანია და გულისხმობს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერებისა და მათემატიკური უნარების განვითარებას. ასევე,[სრულად…]

2020-2021 სასწავლო წლიდან „ახალი სკოლის მოდელი“ ყველა სკოლაში დაინერგება

2020-2021 სასწავლო წლიდან „ახალი სკოლის მოდელი“ ყველა სკოლაში დაინერგება

2020-2021 სასწავლო წლიდან „ახალი სკოლის მოდელი“ განხორციელების ახალ ეტაპზე გადადის, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძემ განაცხადა. ეკა დგებუაძემ ზოგადი განათლების სისტემური განვითარების ხედვის ჩარჩო დოკუმენტისა და „ახალი სკოლის მოდელის“ განხორციელების შემდეგი ეტაპის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას განათლების სპეციალისტები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული[სრულად…]

ჩინეთში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის შესამოწმებლად სპეციალურ აღჭურვილობას ამონტაჟებენ

ჩინეთში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის შესამოწმებლად სპეციალურ აღჭურვილობას ამონტაჟებენ

ჩინეთში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის შესამოწმებლად სპეციალურ აღჭურვილობას ამონტაჟებენ, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. შესაბამისი მოწყობილობები მთელი ქვეყნის მასშტაბით, თვითმფრინავებში, მატარებლებსა და ავტობუსებში დამონტაჟდება. მგზავრებს კი, რომლებსაც ინფექციის ნიშნები აღმოაჩნდებათ, დაუყოვნებლივ უახლოეს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანენ. კორონავირუსთან დაკავშირებით კარანტინი ჩინეთი 18 ქალაქშია გამოცხადებული. ამ ქალაქებში მოსახლეობის საერთო რაოდენობა 56[სრულად…]

2020/01/25 მსოფლიო
ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსთან დაკავშირებით დისტანციურ თერმომეტრებს შეიძენს, რომლითაც მოქალაქები საზღვარზე შემოწმდებიან

ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსთან დაკავშირებით დისტანციურ თერმომეტრებს შეიძენს, რომლითაც მოქალაქები საზღვარზე შემოწმდებიან

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში დრეს გამართულ შეხვედრაზე გავაწყვიტეთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს დისტანციური თერმომეტრების შეძენას და საზღვარზე ექიმი კლინიცისტი და ეპიდემიოლოგი თერმულ სკრინინგს ჩაატარებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გასცა ახალი რეკომენდაცია, რომელიც თერმულ, ანუ ტემპერატურის[სრულად…]

როგორ მართავს ჩვენი გარემო ჩვენს თვითშეფასებას

როგორ მართავს ჩვენი გარემო ჩვენს თვითშეფასებას

ჩვენ ყოველდღიურად შეგვიძლია, შევხვდეთ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარ შესაძლებლობებზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ ან პირიქით – საკუთარ უნარებს სათანადოდ არ აფასებენ. ამ ადამიანების თვითშეფასებას რიგი ფსიქოლოგიური ფაქტორები განაპირობებს. ძირითადად, გარემო განსაზღვრავს, როგორ ვახარისხებთ ჩვენ საკუთარ პიროვნებას. რა იწვევს ადამიანში მაღალ თუ დაბალ თვითშეფასებას? საკითხის ირგვლივ „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს ფსიქოლოგი თეო კოკოსკერია პასუხობს[სრულად…]

2020/01/25 რჩევები
ანკა ვასაძე: ჩემს შემთხვევაში ისე გამოვიდა, რომ მაყურებლის გულები ერთხმად მოვიგეთ

ანკა ვასაძე: ჩემს შემთხვევაში ისე გამოვიდა, რომ მაყურებლის გულები ერთხმად მოვიგეთ

სულ ცოტა ხნის პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მორიგი სეზონი მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილისა და მსახიობ ანკა ვასაძის გამარჯვებით დასრულდა. თავიდანვე წყვილს მაყურებელი გამორჩეულად გულშემატკივრობდა, რაც მათთვის სასურველი შედეგით დასრულდა კიდეც. ანკა ვასაძეს პროექტის განმავლობაში ადამიანები საკუთარი შრომისა და მონდომების გამო უჭერდნენ მხარს. შედეგიც ლოგიკური აღმოჩნდა. დღეს ის მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია და მისი[სრულად…]

2020/01/25 პერსონა
„საგნების შემცირება ნამდვილად გამართლებული ნაბიჯია, თუმცა ჩვენს პირობებში სამი გამოცდაც ბევრია“

„საგნების შემცირება ნამდვილად გამართლებული ნაბიჯია, თუმცა ჩვენს პირობებში სამი გამოცდაც ბევრია“

როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ცვლილებების ფონზე ჩატარდება. აბიტურიენტები სამის ნაცვლად ოთხ საგანს ჩააბარებენ უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად. ამ ოთხიდან ორი სავალდებულო საგანია ქართული ენა და ლიტერატურა და უცხოური ენა. მესამე გამოცდა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა მიმართულებაზე სურს აბიტურიენტს სწავლა. რის უფლება-მოვალეობა რჩება უმაღლეს სასწავლებლებს? რა  შედეგები შეიძლება,[სრულად…]

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 17-ს მიაღწია

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 17-ს მიაღწია

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 17-ს, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობამ 571-ს მიაღწია. ქალაქი უხანის 11 მილიონიან მოსახლეობას მთავრობამ რეკომენდაცია მისცა „განსაკუთრებული მიზეზის“ გარეშე ქალაქი არ დატოვონ. ამასთან ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მსჯელობას დღესაც აგრძელებს. ორგანიზაციის ცნობით, მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად დამატებითი ინფორმაციაა საჭირო. კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა ჰონგ-კონგშიც.[სრულად…]

2020/01/23 მსოფლიო
მოქალაქეებმა, რომლებმაც ბოლო 2 კვირაში ჩინეთში იმოგზაურეს და გარკვეული სიმპტომები აღენიშნებათ, დიაგნოსტიკისთვის ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართონ

მოქალაქეებმა, რომლებმაც ბოლო 2 კვირაში ჩინეთში იმოგზაურეს და გარკვეული სიმპტომები აღენიშნებათ, დიაგნოსტიკისთვის ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართონ

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სამოქმედო გეგმის 2 ვერსია შეიმუშავეს. პირველი საინფორმაციო ხასიათისაა და მისი განხორციელება უკვე დღეიდან დაიწყება, შემუშავებულია ასევე გრძელვადიანი გეგმაც. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ადამიანებმა ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში იმოგზაურა და მას ცხელება,[სრულად…]

ირაკლი ზარქუა – 2020 წელს დედაქალაქისთვის მილიარდ ნახევარი დაიხარჯება, რაც უპრეცედენტო და რეკორდული თანხაა

ირაკლი ზარქუა – 2020 წელს დედაქალაქისთვის მილიარდ ნახევარი დაიხარჯება, რაც უპრეცედენტო და რეკორდული თანხაა

2020 წელს დედაქალაქისთვის მილიარდ ნახევარი დაიხარჯება, რაც უპრეცედენტო და რეკორდული თანხაა, – ამის შესახებ საკრებულოს წევრმა, ირაკლი ზარქუამ დღევანდელ ბრიფინზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ყველაფერი ნიშნავს მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს. „მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელზეც ვამბობდით, რომ იქნებოდა გაცილებით მეტი და ის აცდებოდა ყველა აქამდე არსებულ ბიუჯეტს დედაქალაქის ისტორიაში, ეს დღეც მოვიდა. ანუ[სრულად…]

ექიმი – გაუგებარია, პატრიარქის ჯანმრთელობაზე ეს უსაფუძვლო ხმაური რატომ ატყდა

ექიმი – გაუგებარია, პატრიარქის ჯანმრთელობაზე ეს უსაფუძვლო ხმაური რატომ ატყდა

ექიმი ცისანა შარტავა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პატრიარქი ჯანმრთელობის პრობლემის გამო არის ბათუმის კლინიკაში გადაყვანილი. როგორც ცისანა შარტავა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნავს, კათოლიკოს-პატრიარქს კლინიკა „მედინაში“ გეგმური გამოკვლევები უტარდება. „გაუგებარია, ეს უსაფუძვლო ხმაური რატომ ატყდა. უწმინდესი რამდენიმე დღით ამ დაღლილი განრიგის შემდეგ დასასვენებლად წავიდა ქალაქგარეთ. თბილისში ვუტარებთ ხოლმე იანვარსა და თებერვალში გეგმურ გამოკვლევებს,[სრულად…]

ამირან გამყრელიძემ მსოფლიოში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართა

ამირან გამყრელიძემ მსოფლიოში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობისა და დაავადებასთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა. დაავადება ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში გაჩნდა და ამიტომ ამირან გამყრელიძემ სწორედ მოსახლეობის იმ ნაწილისთვის რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომელიც ვუჰანში მიემგზავრება ან იქ უკვე იმოგზაურა. მისი თქმით, აღნიშნული რეკომენდაციები ამერიკის დაავადებათა[სრულად…]